669199 Records found
524661.
Biology | Chapter XIV
მაგრამ დეფექტის დაბადებისთანავე გამოვლენის შემთხვევაში, ფენილალანინის დაბალშემცველი სპეციალური დიეტა, ჩვეულებრივ, ბავშვის ნორმალურ განვითარებასა და გონებრივი ჩამორჩენილობის თავიდან აშორებას უზრუნველყოფს.
However, if the deficiency is detected in the newborn, a special diet low in phenylalanine can usually promote normal development and prevent retardation.
524662.
Biology | Chapter XIV
სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალზე ცოტა გენეტიკური დარღვევის მკურნალობაა შესაძლებელი.
Unfortunately, very few other genetic disorders are treatable at the present time.
524663.
Biology | Chapter XIV
სერიოზული ხასიათის მემკვიდრულ პათოლოგიებზე ახალშობილისა და ნაყოფის სკრინინგი, ალელის მატარებელთა გამოსავლენი ტესტირების მეთოდები და გენეტიკური კონსულტაცია – თანამედროვე მედიცინის ყველა ეს საშუალება მემკვიდრულობის მენდელისეულ მოდელს ემყარება.
Screening of newborns and fetuses for serious inherited diseases, tests for identifying carriers, and genetic counseling all these tools of modern medicine rely on the Mendelian model of inheritance.
524664.
Biology | Chapter XIV
შემდეგ თავში თქვენ შეიტყობთ, თუ როგორი ფიზიკური საფუძველი აქვს მენდელის კანონზომიერებებს, რაც სასქესო უჯრედთა ფორმირების პროცესში ქრომოსომების ქცევაში გამოიხატება. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორი „კატალიზატორის“ როლი ითამაშა მენდელიზმისა და მემკვიდრეობის ქრომოსომური თეორიის სინთეზმა გენეტიკის განვითარების საქმეში.
In the next chapter, you will learn how Mendel's laws have their physical basis in the behavior of chromosomes during sexual life cycles and how the synthesis of Mendelism and a chromosome theory of inheritance catalyzed progress in genetics.
524665.
Biology | Chapter XV
მემკვიდრულობის ქრომოსომური საფუძველი.
The Chromosomal Basis of Inheritance.
524666.
Biology | Chapter XV
გენების ლოკალიზაცია ქრომოსომებში.
Locating Genes on Chromosomes.
524667.
Biology | Chapter XV
დღესდღეობით, ჩვენ უკვე შეგვიძლია იმის დემონსტრირება, რომ გენები (გრეგორ მენდელისეული გამოთქმით, „მემკვიდრული ფაქტორები”) ლოკალიზებულია ქრომოსომებში.
Today, we can show that genes - Gregor Mendel's "hereditary factors" - are located on chromosomes.
524668.
Biology | Chapter XV
ამის დანახვა შესაძლებელია, თუ ცალკეულ ქრომოსომაში ლოკალიზებულ გარკვეულ გენს მოვნიშნავთ ფლუორესცენტული საღებავით და დავაკვირდებით მის ნათებას.
We can see the location of a particular gene by tagging isolated chromosomes with a fluorescent dye that highlights that gene.
524669.
Biology | Chapter XV
მაგალითად, სურათ 15.1-ზე გამოსახული ყვითელი, მცირე ზომის წინწკლები ადამიანის ქრომოსომების ჰომოლოგიურ წყვილში სპეციფიკური გენის ლოკალიზაციის ადგილს შეესაბამება.
For example, the yellow dots in Figure 15.1 mark the locus of a specific gene on a homologous pair of human chromosomes.
524670.
Biology | Chapter XV
მიკროფოტოსურათზე გამოსახულ ამ ქრომოსომებს უკვე გავლილი აქვთ რეპლიკაციის ციკლი, რის გამოც, მათში მოჩანს ორი წერტილი, თითო-თითო – შვილეულ ქრომატიდებზე.
Because the chromosomes in this light micrograph have already replicated, we see two dots per chromosome, one on each sister chromatid.
524671.
Biology | Chapter XV
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, უშუალოდ დაკვირვება გენისა და ქრომოსომის ასეთ კავშირზე შეუძლებელი იყო.
A century or so ago, however, the relation of genes and chromosomes was not immediately obvious.
524672.
Biology | Chapter XV
ბევრი ბიოლოგი სკეპტიკურად განწყობილი რჩებოდა მენდელისეული დათიშვისა და დამოუკიდებლად განაწილების კანონების მიმართ იმ დრომდე, სანამ არ აღმოაჩინეს მემკვიდრულობის პრინციპების ფიზიკური საფუძველი, გამოხატული ქრომოსომათა ქცევაში.
Many biologists remained skeptical about Mendel's laws of segregation and independent assortment until evidence accumulated that these principles of heredity had a physical basis in the behavior of chromosomes.
524673.
Biology | Chapter XV
ამ თავში, რომელშიც ინტეგრირებულია და განვრცობილია წინა ორ თავში წარმოდგენილი მასალა, განვიხილავთ მშობლებიდან შვილებზე გენების გადაცემის ქრომოსომურ საფუძვლებს და გავეცნობით აღნიშნული წესიდან გადახრის ზოგიერთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამონაკლისს.
In this chapter, which integrates and extends what you learned in the past two chapters, we describe the chromosomal basis for the transmission of genes from parents to offspring, along with some important exceptions.
524674.
Biology | Chapter XV
მენდელისეული მემკვიდრულობის ფიზიკური საფუძველი ქრომოსომების ქცევაში გამოიხატება.
Mendelian inheritance has its physical basis in the behavior of chromosomes.
524675.
Biology | Chapter XV
გაუმჯობესებული მიკროსკოპული ტექნიკის გამოყენებით, ციტოლოგებმა გამოიკვლიეს მიტოზის (1875 წელს) და მეიოზის (1890-იან წლებში) პროცესები.
Using improved techniques of microscopy, cytologists worked out the process of mitosis in 1875 and meiosis in the 1890s.
524676.
Biology | Chapter XV
მოგვიანებით, დაახლოებით 1900 წელს, ციტოლოგები და გენეტიკოსები, როგორც ბიოლოგები, შეთანხმდნენ სასქესო უჯრედების სასიცოცხლო ციკლში ქრომოსომების ქცევასა და მენდელისეული „ფაქტორების“ მემკვიდრულობას შორის გარკვეული პარალელიზმის არსებობაზე.
Then, around 1900, cytology and genetics converged as biologists began to see parallels between the behavior of chromosomes and the behavior of Mendel's "factors" during sexual life cycles.
524677.
Biology | Chapter XV
ქრომოსომების მსგავსად, გენებიც წყვილი სახით არსებობს დიპლოიდურ უჯრედებში.
Chromosomes and genes are both present in pairs in diploid cells.
524678.
Biology | Chapter XV
მეიოზში ხდება ჰომოლოგიური ქრომოსომებისა და მათში შემავალი ალელების დაცალკევება, ხოლო განაყოფიერება ხელახლა აღადგენს როგორც ქრომოსომების, ისე გენების წყვილადობას.
homologous chromosomes separate and alleles segregate during the process of meiosis and fertilization restores the paired condition for both chromosomes and genes.
524679.
Biology | Chapter XV
1902 წელს უოლტერ სეტონმა, თეოდორე ბოვერიმ და სხვებმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აღიარეს ამგვარი პარალელიზმის არსებობა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ჩამოყალიბებას მემკვიდრეობის ქრომოსომური თეორია.
Around 1902, Walter S. Sutton, Theodor Boveri, and others independently noted these parallels, and the chromosome theory of inheritance began to take form.
524680.
Biology | Chapter XV
ამ თეორიის თანახმად, მენდელისეულ გენებს ქრომოსომაში გარკვეული ლოკუსები (პოზიციები) უკავიათ და სწორედ ქრომოსომებია ის სტრუქტურები, რომლებიც შემდგომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ითიშებიან და ნაწილდებიან.
According to this theory, Mendelian genes have specific loci (positions) on chromosomes, and it is the chromosomes that undergo segregation and independent assortment.