მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524641.
ბიოლოგია | თავი XIV
ამჟამად უკვე შემუშავებულია ტესტები, რომლებიც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ ალელების მატარებლობა თეი-საქსის და ნაგლისებრუჯრედიანი დაავადებებისთვის, აგრეთვე კისტური ფიბროზის ყველაზე გავრცელებული ფორმისთვის.
There are now tests that can identify carriers of the alleles for Tay-Sachs disease, sickle-cell disease, and the most common form of cystic fibrosis.
524642.
ბიოლოგია | თავი XIV
კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევაში, ხომ არ გახდებიან ალელის მატარებლები „დაღდასმულები”?
If confidentiality is breached, will carriers be stigmatized?
524643.
ბიოლოგია | თავი XIV
ხომ არ ეტყვიან მათ უარს ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზღვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ისინი ჯანმრთელები არიან?
Will they be denied health or life insurance, even though they themselves are healthy?
524644.
ბიოლოგია | თავი XIV
ხომ არ გაათანაბრებენ არასწორად ინფორმირებული დამქირავებლები „ალელის მატარებლობას“ ავადმყოფობასთან?!
Will misinformed employers equate "carrier" with disease?
524645.
ბიოლოგია | თავი XIV
იქნება თუ არა სათანადო გენეტიკური კონსულტაციების მიღება ხელმისაწვდომი, რათა ყველამ შეძლოს საკუთარი ტესტის შედეგების გაგება?
And will sufficient genetic counseling be available to help a large number of individuals understand their test results?
524646.
ბიოლოგია | თავი XIV
ბიოტექნოლოგიური სიახლეები ადამიანებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად მრავალ საშუალებას სთავაზობს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება ძირითადი ეთიკური საკითხები.
New biotechnology offers possibilities for reducing human suffering, but not before key ethical issues are resolved.
524647.
ბიოლოგია | თავი XIV
ადამიანის გენეტიკაში წარმოშობილმა არა ერთმა დილემამ გვიკარნახა, კიდევ ერთხელ, სხვა ჭრილში განგვეხილა წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი თემა: ბიოლოგიის სოციალური გამოყენების გრანდიოზული მასშტაბები.
The dilemmas posed by human genetics reinforce one of this book's themes: the immense social implications of biology.
524648.
ბიოლოგია | თავი XIV
ნაყოფის ტესტირება.
Fetal Testing.
524649.
ბიოლოგია | თავი XIV
დავუშვათ, ცოლ-ქმარმა შეიტყო, რომ ორივენი არიან თეი-საქსის ალელის მატარებლები, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს, იყოლიონ შვილი.
Suppose a couple learns that they are both Tay-Sachs carriers, but they decide to have a child anyway.
524650.
ბიოლოგია | თავი XIV
ამნიოცენტეზის მეთოდთან დაკავშირებულ ტესტებს, რომელიც ორსულობის მე-14 – მე-16 კვირას ტარდება, შეუძლია განსაზღვროს, აქვს თუ არა ნაყოფს თეი-საქსის დაავადება.
Tests performed in conjunction with a technique known as amniocentesis can determine, beginning at the 14th to 16th week of pregnancy, whether the developing fetus has Tay-Sachs disease.
524651.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ პროცედურის ჩასატარებლად ექიმი ნემსით შედის საშვილოსნოში და იღებს 10 მილილიტრამდე სანაყოფე სითხეს.
To perform this procedure, a physician inserts a needle into the uterus and extracts about 10 milliliters of amniotic fluid.
524652.
ბიოლოგია | თავი XIV
ფეტოსკოპიის შემთხვევაში საშვილოსნოში შეჰყავთ ძალიან ვიწრო მილი, რომელზეც დამაგრებულია დასაკვირვებელი ლინზა და გამანათებელი.
In fetoscopy, a needle-thin tube containing a viewing scope and fiber optics (to transmit light) is inserted into the uterus.
524653.
ბიოლოგია | თავი XIV
ულტრაბგერითი გამოკვლევა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული. ამნიოცენტეზი და ფეტოსკოპია კი შემთხვევათა 1%-ში იწვევს გართულებებს, მაგალითად სისხლდენას დედის ორგანიზმში ან ზოგჯერ, ნაყოფის დაღუპვასაც კი.
Ultrasound has no known risk to either mother or fetus, but amniocentesis and fetoscopy cause complications, such as maternal bleeding or even fetal death, in about 1% of cases.
524654.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის გამო, აღნიშნულ მეთოდებს ძირითადად მაშინ მიმართავენ, როდესაც შედარებით მაღალია გენეტიკური დარღვევის ან რომელიმე თანდაყოლილი დეფექტის მოსალოდნელობის ხარისხი.
For this reason, these techniques generally are used only when the chance of a genetic disorder or other type of birth defect is relatively great.
524655.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ნაყოფის ტესტები გამოავლენს რამე სერიოზულ დარღვევას, მშობლები მძიმე დილემის წინაშე დგებიან – მიიღონ გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტის თაობაზე, თუ განეწყონ და მოემზადონ გენეტიკური დეფექტის მქონე ბავშვის მოვლისთვის.
If the fetal tests reveal a serious disorder, the parents face the difficult choice of terminating the pregnancy or preparing to care for a child with a genetic disorder.
524656.
ბიოლოგია | თავი XIV
ახალშობილთა სკრინინგი.
Newborn Screening.
524657.
ბიოლოგია | თავი XIV
ზოგიერთი გენეტიკური დარღვევის დეტექცია ადვილია და ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მრავალ ჰოსპიტალში ასეთი ტიპის გამოკვლევები დაბადებისთანავე რუტინულად ტარდება მარტივი ტესტების გამოყენებით.
Some genetic disorders can be detected at birth by simple tests that are now routinely performed in most hospitals in the United States.
524658.
ბიოლოგია | თავი XIV
საყოველთაო სკრინინგის ერთ-ერთი პროგრამა მოიცავს ფენილკეტონურიის გამოსავლენ მეთოდს. ფენილკეტონურია რეცესიული მემკვიდრული დარღვევაა, რომლის პოპულაციური სიხშირე შტატებში შეადგენს ერთ შემთხვევას 10000 – 15000 ახალშობილზე.
One common screening program is for phenylketonuria (PKU), a recessively inherited disorder that occurs in about one out of every 10,000 to 15,000 births in the United States.
524659.
ბიოლოგია | თავი XIV
აღნიშნული დარღვევის მქონე ბავშვების ორგანიზმში არ ხდება ამინომჟავა ფენილალანინის სათანადო დაშლა.
Children with this disease cannot properly break down the amino acid phenylalanine.
524660.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს ნაერთი და მისგან წარმოქმნილი პროდუქტი – ფენილპირუვატი, შეიძლება დაგროვდეს სისხლში და მიაღწიოს ტოქსიკურობის ზღვარს; ეს კი, თავის მხრივ, იწვევს გონებრივ ჩამორჩენილობას.
This compound and its by-product, phenylpyruvate, can accumulate to toxic levels in the blood, causing mental retardation.