669199 Records found
524681.
Biology | Chapter XV
სურათი 15.2-დან ცხადი ხდება, რომ მეიოზში ცალკეულ გენეტიკურ ლოკუსში ალელების დათიშვა და მათი გადასვლა სხვადასხვა გამეტაში აიხსნება ჰომოლოგიურ ქრომოსომათა ქცევით.
Figure 15.2 shows that the behavior of homologous chromosomes during meiosis can account for the segregation of the alleles at each genetic locus to different gametes.
524682.
Biology | Chapter XV
სურათიდან ისიც ჩანს, რომ სხვადასხვა ქრომოსომაში ლოკალიზებული ორი-სამი გენის ალელების ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განაწილება შეიძლება აიხსნას არაჰომოლოგიური ქრომოსომების ქცევით.
The figure also shows that the behavior of nonhomologous chromosomes can account for the independent assortment of the alleles for two or more genes located on different chromosomes.
524683.
Biology | Chapter XV
თუ ყურადღებით დააკვირდებით ამ სურათს, დაინახავთ, რომ მასში მოჩანს ბარდაზე ჩატარებული შეჯვარების ექსპერიმენტების ერთგვარი ნაკვალევი (რომელსაც თქვენ სურათ 14.8-ის ანალიზისას გაეცანით) და ისიც, თუ როგორ განსაზღვრავს F1 თაობის ორგანიზმებში ქრომოსომების მეიოზური ქცევა და, შემდგომ, შემთხვევითი განაყოფიერება მენდელის მიერ გამოვლენილ ფენოტიპურ დათიშვას F2 თაობაში.
By carefully studying this figure, which traces the same dihybrid pea cross you learned about in Figure 14.8, you can see how the behavior of chromosomes during meiosis in the F1 generation and subsequent random fertilization gives rise to the F2 phenotypic ratio observed by Mendel.
524684.
Biology | Chapter XV
მორგანის მიერ მიღებული ექსპერიმენტული დასაბუთება: სამეცნიერო გამოკვლევა.
Morgan's Experimental Evidence: Scientific Inquiry.
524685.
Biology | Chapter XV
პირველი მყარი დასაბუთება იმისა, რომ სპეციფიკური გენები კონკრეტულ ქრომოსომებთან არიან დაკავშირებული, მე-20 საუკუნის დასაწყისში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ექსპერიმენტული ემბრიოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერის, თომას ჰანტ მორგანის ნაშრომში გვხვდება.
The first solid evidence associating a specific gene with a specific chromosome came from the work of Thomas Hunt Morgan, an experimental embryologist at Columbia University early in the 20th century.
524686.
Biology | Chapter XV
მიუხედავად იმისა, რომ მორგანი თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა მენდელიზმს და ქრომოსომურ თეორიას, სწორედ მისი ადრეული ექსპერიმენტების შედეგები იქცა ქრომოსომების, როგორც მენდელისეული მემკვიდრული ფაქტორების ლოკალიზაციის ადგილის მატერიალურ დასაბუთებად.
Although Morgan was initially skeptical about both Mendelism and the chromosome theory, his early experiments provided convincing evidence that chromosomes are indeed the location of Mendel's heritable factors.
524687.
Biology | Chapter XV
მორგანის მიერ საცდელი ობიექტის შერჩევა.
Morgan's Choice of Experimental Organism.
524688.
Biology | Chapter XV
ბიოლოგიის განვითარების ისტორიაში ცნობილია არა ერთი შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ მნიშვნელოვან აღმოჩენას ექსპერიმენტატორი საცდელი ობიექტის სწორ ან „იღბლიან“ შერჩევას უნდა უმადლოდეს.
Many times in the history of biology, important discoveries have come to those insightful enough or lucky enough to choose an experimental organism suitable for the research problem being tackled.
524689.
Biology | Chapter XV
მენდელმა კვლევის ობიექტად ბაღის ბარდა შეარჩია, რადგანაც ამ მცენარის მრავალი ჯიში არსებობდა კარგად გამოკვეთილი ალტერნატიული ნიშნებით.
Mendel chose the garden pea because a number of distinct varieties were available.
524690.
Biology | Chapter XV
მორგანმა კვლევის ობიექტად ფართოდ გავრცელებული „უწყინარი“ მწერის, ხილის ბუზის ერთ-ერთი სახეობა – Drosophila melanogaster აირჩია, რომელიც ხილში წარმოქმნილი საფუარი სოკოთი იკვებება.
For his work, Morgan selected a species of fruit fly, Drosophila melanogaster, a common, generally innocuous insect that feeds on the fungi growing on fruit.
524691.
Biology | Chapter XV
ხილის ბუზები, ჩვეულებრივ, მაღალნაყოფიერებით გამოირჩევიან: ერთი შეჯვარების შედეგად ასობით ბუზი ჩნდება, რომლებიც ორ კვირის შემდეგ უკვე მზად არიან რეპროდუქციისთვის.
Fruit flies are prolific breeders; a single mating will produce hundreds of offspring, and a new generation can be bred every two weeks.
524692.
Biology | Chapter XV
ამ ნიშან-თვისებამ ხილის ბუზი გენეტიკური კვლევების კლასიკურ ობიექტად აქცია.
These characteristics make the fruit fly a convenient organism for genetic studies.
524693.
Biology | Chapter XV
მორგანის ლაბორატორიას მცირე ხანში „ბუზების ოთახი“ შეარქვეს.
Morgan's laboratory soon became known as "the fly room."
524694.
Biology | Chapter XV
ხილის ბუზს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს სხვა ორგანიზმებთან შედარებით: მას მხოლოდ ოთხი წყვილი ქრომოსომა აქვს, რომლებიც სინათლის მიკროსკოპში ადვილად განირჩევა ერთმანეთისგან.
Another advantage of the fruit fly is that it has only four pairs of chromosomes, which are easily distinguishable with a light microscope.
524695.
Biology | Chapter XV
ქრომოსომებიდან სამი წყვილი აუტოსომაა და ერთი წყვილი – სასქესო ქრომოსომა.
There are three pairs of autosomes and one pair of sex chromosomes.
524696.
Biology | Chapter XV
მდედრ დროზოფილას X ქრომოსომათა ჰომოლოგიური წყვილი აქვს, მამრებს კი – ერთი X და ერთი Y ქრომოსომა.
Female fruit flies have a homologous pair of X chromosomes, and males have one X chromosome and one Y chromosome.
524697.
Biology | Chapter XV
თუკი მენდელს ადვილად შეეძლო, ეშოვა ბაღის ბარდას განსაკუთრებული ჯიშები, მორგანს სრულიად არ გააჩნდა დროზოფილას სახეცვლილი ფორმები.
While Mendel could readily obtain different pea varieties, there were no convenient suppliers of fruit fly varieties for Morgan to employ.
524698.
Biology | Chapter XV
ფაქტობრივად, მორგანი იყო პირველი, ვინც ამ ფართოდ გავრცელებული ბუზის სხვადასხვა ფორმის მიღების ინტერესი აღძრა მკვლევრებში.
Indeed, he was probably the first person to want different varieties of this common insect.
524699.
Biology | Chapter XV
შეჯვარების ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, რასაც თან ახლდა სახეცვლილი ფორმების ძიება, მორგანს „დაუფასდა ამაგი“ - მან შეძლო მიეღო ერთადერთი მამრი, რომელსაც წითლის ნაცვლად თეთრი თვალები ჰქონდა.
After a year of breeding flies and looking for variant individuals, Morgan was rewarded with the discovery of a single male fly with white eyes instead of the usual red.
524700.
Biology | Chapter XV
რომელიმე ნიშნის მიმართ ნორმალურ ფენოტიპს (ანუ, ისეთ ფენოტიპურ ნიშანს, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ბუნებრივ პოპულაციებში), მაგალითად, თვალის წითელ ფერს დროზოფილაში, ველურ ტიპს უწოდებენ.
The normal phenotype for a character (the phenotype most common in natural populations), such as red eyes in Drosophila, is called the wild type.