მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524701.
ბიოლოგია | თავი XV
ნიშნებს, რომლებიც ველური ტიპის ალტერნატიულია, მაგალითად, თვალის თეთრ ფერს დროზოფილაში, მუტანტურ ფენოტიპებს უწოდებენ, რადგან ისინი დეტერმინირებულია ალელებით, რომლებიც სავარაუდოდ, ველური ტიპის ალელებისგან წარმოიშვნენ ცვლილებების ანუ მუტაციების შედეგად.
Traits that are alternatives to the wild type, such as white eyes in Drosophila, are called mutant phenotypes because they are due to alleles assumed to have originated as changes, or mutations, in the wild-type allele.
524702.
ბიოლოგია | თავი XV
ხილის ბუზის ამა თუ იმ ნიშნის გამომხატველი გენის სახელწოდება წარმოდგება შესაბამისი გენის ყველაზე ადრე გამოვლენილი მუტაციის (და არა ველური ტიპის) სახელწოდებიდან.
For a given character in flies, the gene takes its symbol from the first mutant (non-wild type) discovered.
524703.
ბიოლოგია | თავი XV
წლების მანძილზე სხვადასხვა ორგანიზმისთვის ჩაწერის მრავალგვარი სისტემა შემუშავდა.
Over the years, different gene notation systems have been developed for different organisms.
524704.
ბიოლოგია | თავი XV
მაგალითად, ადამიანის გენები, ჩვეულებრივ, მთავრული ასოებით ჩაიწერება, მაგალითად, HD – ჰანტინგტონის დაავადება.
For example, human genes are usually written in all capitals, such as HD for the allele for Huntington's disease.
524705.
ბიოლოგია | თავი XV
კორელაცია გენის ალელების ქცევასა და ქრომოსომური წყვილის ქცევას შორის.
Correlating Behavior of a Gene's Alleles with Behavior of a Chromosome Pair.
524706.
ბიოლოგია | თავი XV
მორგანმა ერთმანეთს შეუჯვარა თეთრთვალება მამრი და წითელთვალება მდედრი დროზოფილა.
Morgan mated his white-eyed male fly with a red-eyed female.
524707.
ბიოლოგია | თავი XV
პირველ თაობაში ყველას წითელი თვალები ჰქონდა, რაც ველური ტიპის დომინანტობის მაუწყებელია.
All the F1 offspring had red eyes, suggesting that the wild-type allele is dominant.
524708.
ბიოლოგია | თავი XV
F2-ში ყველა მდედრს ჰქონდა წითელი თვალები, ხოლო მამრების ნახევარს ჰქონდა წითელი, მეორე ნახევარს კი – თეთრი თვალები.
All the F2 females had red eyes, while half the males had red eyes and half had white eyes.
524709.
ბიოლოგია | თავი XV
შესაბამისად, მორგანმა დაასკვნა, რომ ხილის ბუზის თვალის ფერი როგორღაც უკავშირდებოდა მწერის სქესს.
Therefore, Morgan concluded that somehow a fly's eye color was linked to its sex.
524710.
ბიოლოგია | თავი XV
თვალის ფერი დროზოფილაში დაკავშირებული რომ არ იყოს სქესთან, მაშინ თეთრთვალება ბუზების ნახევარი მამრი, ნახევარი კი მდედრი უნდა ყოფილიყო.
If the eye-color gene were unrelated to gender, one would have expected half of the white-eyed flies to be male and half female.
524711.
ბიოლოგია | თავი XV
მდედრ დროზოფილას აქვს ორი X ქრომოსომა, ხოლო მამრს – X და Y.
A female fly has two X chromosomes (XX), while a male fly has an X and a Y (XY).
524712.
ბიოლოგია | თავი XV
F2-ის მუტანტურ ფორმებში თვალის თეთრ ფერსა და მამრობით სქესს შორის კორელაციის არსებობამ მორგანს უკარნახა აზრი, რომ თეთრთვალება მუტანტებში მუტანტური გენი X ქრომოსომაში უნდა ყოფილიყო ლოკალიზებული, ხოლო Y ქრომოსომას, სავარაუდოდ, არ გააჩნდა შესაბამისი ალელი.
The correlation between the trait of white eye color and the male sex of the affected F2 flies suggested to Morgan that the gene affected in his white-eyed mutant was located exclusively on the X chromosome, with no corresponding allele present on the Y chromosome.
524713.
ბიოლოგია | თავი XV
მამრებში მუტანტური ალელის ერთი ასლიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დროზოფილას განუვითარდეს თეთრი თვალები, რადგან მამრს მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვს. ამ შემთხვევაში არ არსებობდა ველური ტიპის ალელი, რომელიც დათრგუნავდა რეცესიულ ალელს.
For a male, a single copy of the mutant allele would confer white eyes; since a male has only one X chromosome, there can be no wild-type allele present to offset the recessive allele.
524714.
ბიოლოგია | თავი XV
მეორე მხრივ, მდედრს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოაჩნდებოდა თეთრი თვალები, თუ მის ორივე X ქრომოსომას ექნებოდა რეცესიული მუტანტური ალელი.
On the other hand, a female could have white eyes only if both her X chromosomes carried the recessive mutant allele.
524715.
ბიოლოგია | თავი XV
მორგანის ექსპერიმენტში F2 მდედრებისთვის ასეთი ვარიანტი შეუძლებელი იყო, ვინაიდან F1-ში ყველა მამრს წითელი თვალები ჰქონდა.
This was impossible for the F2 females in Morgan's experiment because all the F, fathers had red eyes.
524716.
ბიოლოგია | თავი XV
მორგანის მიერ გარკვეულ ნიშანსა და სქესს შორის გამოვლენილმა კორელაციის ფაქტმა საფუძველი დაუდო მემკვიდრეობის ქრომოსომურ თეორიას: სახელდობრ, დადგინდა, რომ სპეციფიკური გენი სპეციფიკურ ქრომოსომაშია მოთავსებული (ზემოთ განხილულ შემთხვევაში, თვალის ფერის განმსაზღვრელი გენი X ქრომოსომასთან არის დაკავშირებული).
Morgan's finding of the correlation between a particular trait and an individual's sex provided support for the chromosome theory of inheritance: namely, that a specific gene is carried on a specific chromosome (in this case, the eye-color gene on the X chromosome).
524717.
ბიოლოგია | თავი XV
ამასთანავე, მორგანის გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ სასქესო ქრომოსომაში ლოკალიზებული გენები მემკვიდრეობის უჩვეულო სურათს ავლენენ, რაზეც ამ თავში, ოდნავ ქვემოთ გვექნება საუბარი.
In addition, Morgan's work indicated that genes located on a sex chromosome exhibit unique inheritance patterns, which we will discuss later in this chapter.
524718.
ბიოლოგია | თავი XV
აღიარებდნენ რა მორგანის ადრეული ნაშრომების მნიშვნელობას, ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ სტუდენტს გაეღვიძა ინტერესი მისი „ბუზების ოთახის“ მიმართ.
Recognizing the importance of Morgan's early work, many bright students were attracted to his fly room.
524719.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდულ გენებს აქვთ ტენდენცია - ერთად გადაეცნენ თაობებს, რადგან ისინი ერთ და იმავე ქრომოსომაში, ერთმანეთის მეზობლად არიან ლოკალიზებული.
Linked genes tend to be inherited together because they are located near each other on the same chromosome.
524720.
ბიოლოგია | თავი XV
გენების რიცხვი უჯრედში მნიშვნელოვნად ჭარბობს ქრომოსომების რაოდენობას; ფაქტობრივად, ცალკეული ქრომოსომა ასობით და ათასობით გენს შეიცავს.
The number of genes in a cell is far greater than the number of chromosomes; in fact, each chromosome has hundreds or thousands of genes.