669199 Records found
525281.
Biology | Chapter XVI
გარდა ამისა, ტელომერული დნმ და მასთან ასოცირებული სპეციფიკური ცილები, როგორღაც, ხელს უშლის შვილეული მოლეკულის დარღვეულ ბოლოებს, გააქტიურონ უჯრედული სისტემები დნმ-ის დაზიანების აღსარიცხავად.
In addition, telomeric DNA and specific proteins associated with it somehow prevent the staggered ends of the daughter molecule from activating the cell's systems for monitoring DNA damage.
525282.
Biology | Chapter XVI
სხვა შემთხვევაში, დნმ-ის მოლეკულის ბოლო, რომელიც „ჩანს“, როგორც ორმაგი ჯაჭვის გაწყვეტა, ჩართავდა სიგნალის გადამცემ გზებს, რომლებიც უჯრედის ციკლის დაბლოკვამდე ან უჯრედის სიკვდილამდე მიგვიყვანდა.
The end of a DNA molecule that is "seen" as a double-strand break may otherwise trigger signal transduction pathways leading to cell cycle arrest or cell death.
525283.
Biology | Chapter XVI
ტელომერები არ აფერხებენ რეპლიკაციის თანამიმდევი წრეების შედეგად დნმ-ის მოლეკულების დამოკლებას.
Telomeres do not prevent the shortening of DNA molecules due to successive rounds of replication.
525284.
Biology | Chapter XVI
ისინი უბრალოდ გადაავადებენ დნმ-ის მოლეკულების ბოლოებთან მდებარე გენების „ეროზიას“.
They just postpone the erosion of genes near the ends of DNA molecules.
525285.
Biology | Chapter XVI
როგორც სურათ 16.18-ზე ჩანს, ტელომერები მოკლდება რეპლიკაციის ყოველი წრის შემდეგ.
As shown in Figure 16.18, telomeres become shorter during every round of replication.
525286.
Biology | Chapter XVI
როგორც მოსალოდნელი იყო, ტელომერულ დნმ-ს დამოკლების ტენდენცია ახასიათებს ასაკოვანი ინდივიდების გაყოფად სომატურ უჯრედებსა და იმ უჯრედების კულტურაში, რომელთაც მრავალჯერ განიცადეს გაყოფა.
As we would expect, telomeric DNA does tend to be shorter in dividing somatic cells of older individuals and in cultured cells that have divided many times.
525287.
Biology | Chapter XVI
ნავარაუდები იქნა, რომ ტელომერების დამოკლება როგორღაც დაკავშირებულია გარკვეული ქსოვილების დაბერების პროცესთან და თვით მთელი ორგანიზმის დაბერებასთანაც.
It has been proposed that shortening of telomeres is somehow connected to the aging process of certain tissues and even to aging of the organism as a whole.
525288.
Biology | Chapter XVI
მაგრამ როგორ არის საქმე იმ უჯრედების შემთხვევაში, რომელთა გენომები უცვლელი რჩება ორგანიზმიდან მის შთამომავლობამდე მრავალი თაობის განმავლობაში?
But what about the cells whose genomes persist unchanged from an organism to its offspring over many generations?
525289.
Biology | Chapter XVI
სასქესო უჯრედების (რომლებისგანაც წარმოიქმნება გამეტები) ქრომოსომები რომ მოკლდებოდნენ ყოველი უჯრედული ციკლის შემდეგ, საბოლოოდ მნიშვნელოვანი გენები დააკლდებოდა მათ მიერ წარმოქმნილ გამეტებს.
If the chromosomes of germ cells (which give rise to gametes) became shorter in every cell cycle, essential genes would eventually be missing from the gametes they produce.
525290.
Biology | Chapter XVI
მაგრამ ეს ასე არ ხდება: ფერმენტი ტელომერაზა აკატალიზებს ევკარიოტულ სასქესო უჯრედებში ტელომერების დაგრძელებას, და ამრიგად, აღადგენს საწყის სიგრძეს და აკომპენსირებს დნმ-ის რეპლიკაციის შედეგად წარმოქმნილ დამოკლებას.
Fortunately, this does not occur: An enzyme called telomerase catalyzes the lengthening of telomeres in eukaryotic germ cells, thus restoring their original length and compensating for the shortening that occurs during DNA replication.
525291.
Biology | Chapter XVI
დაგრძელების პროცესი შესაძლებელი ხდება ტელომერაზაში რნმ-ის მოკლე მოლეკულის არსებობის გამო, რომელიც ყალიბის როლს ასრულებს ახალი ტელომერული სეგმენტებისათვის.
The lengthening process is made possible by the presence, in telomerase, of a short molecule of RNA that serves as a template for new telomere segments.
525292.
Biology | Chapter XVI
ტელომერაზა არ არის აქტიური სომატური უჯრედების უმეტესობაში, მაგრამ მისი აქტივობა სასქესო უჯრედებში განაპირობებს ზიგოტაში მაქსიმალური სიგრძის მქონე ტელომერების არსებობას.
Telomerase is not active in most somatic cells, but its activity in germ cells results in telomeres of maximum length in the zygote.
525293.
Biology | Chapter XVI
ტელომერების ნორმულმა დამოკლებამ შეიძლება დაიცვას ორგანიზმები სიმსივნისაგან, სომატური უჯრედების განსახორციელებელ დაყოფათა რიცხვის ლიმიტირების გზით.
Normal shortening of telomeres may protect organisms from cancer by limiting the number of divisions that somatic cells can undergo.
525294.
Biology | Chapter XVI
დიდი სიმსივნეებიდან აღებულ უჯრედებს ხშირად უჩვეულოდ მოკლე ტელომერები აქვთ, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო მრავალჯერ გაყოფა-გამოვლილი უჯრედებისათვის.
Cells from large tumors often have unusually short telomeres, as one would expect for cells that have undergone many cell divisions.
525295.
Biology | Chapter XVI
შემდგომმა დამოკლებამ, სავარაუდოდ, სიმსივნის თვითგანადგურებამდე უნდა მიგვიყვანოს.
Further shortening would presumably lead to self-destruction of the cancer.
525296.
Biology | Chapter XVI
საკმაოდ დამაინტრიგებელია ფაქტი, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტელომერაზული აქტივობა სიმსივნურ სომატურ უჯრედებში.
Intriguingly, researchers have found telomerase activity in cancerous somatic cells.
525297.
Biology | Chapter XVI
ეს გვაფიქრებინებს, რომ ფერმენტის უნარი, დაასტაბილუროს ტელომერების სიგრძე, ხელს უწყობს ამ სიმსივნური უჯრედების გადარჩენას.
It is suggesting that its ability to stabilize telomere length may allow these cancer cells to persist.
525298.
Biology | Chapter XVI
მრავალ სიმსივნურ უჯრედს მართლაც უნდა ჰქონდეს შეუზღუდავად დაყოფის უნარი, ისევე როგორც კულტურაში მყოფი უჯრედების უკვდავ ხაზებს.
Many cancer cells do seem capable of unlimited cell division, as do immortal strains of cultured cells.
525299.
Biology | Chapter XVI
თუ ტელომერაზა მართლაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს მრავალი სიმსივნისათვის, ის სასარგებლო იარაღი შეიძლება გამოდგეს როგორც სიმსივნის დიაგნოსტიკის, ისე ქიმიოთერაპიისათვის.
If telomerase is indeed an important factor in many cancers, it may provide a useful target for both cancer diagnosis and chemotherapy.
525300.
Biology | Chapter XVI
ამ თავში თქვენ შეისწავლეთ როგორ განაპირობებს დნმ-ის რეპლიკაცია იმ გენების ასლების წარმოქმნას, რომელთაც მშობლები გადასცემენ შთამომავლობას.
In this chapter, you have learned how DNA replication provides the copies of genes that parents pass to offspring.