მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525301.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა საკმარისი არ არის გენების მხოლოდ კოპირება და გადაცემა; საჭიროა ასევე მათი ექსპრესია.
However, it is not enough that genes be copied and transmitted; they must also be expressed.
525302.
ბიოლოგია | თავი XVI
შემდეგ თავში ჩვენ გავიგებთ, როგორ „გადათარგმნის“ უჯრედი დნმ-ში კოდირებულ გენეტიკურ ინფორმაციას.
In the next chapter, we will examine how the cell translates genetic information encoded in DNA.
525303.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური ინფორმაციის დინება.
The Flow of Genetic Information.
525304.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის შემადგენელი ინფორმაცია, გენეტიკური მასალა, წარმოდგენილია დნმ-ის ჯაჭვის გასწვრივ ნუკლეოტიდების სპეციფიკური თანამიმდევრობის ფორმით.
The information content of DNA, the genetic material, is in the form of specific sequences of nucleotides along the DNA strands.
525305.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგრამ როგორ განსაზღვრავს ეს ინფორმაცია ორგანიზმის დამახასიათებელ ნიშნებს?
But how does this information determine an organism's traits?
525306.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ფაქტობრივად რას ამბობს გენი?
Put another way, what does a gene actually say?
525307.
ბიოლოგია | თავი XVII
და როგორ გადათარგმნის უჯრედი მის მესიჯს სპეციფიკურ ნიშანში, როგორიცაა, მაგალითად, ყავისფერი თმა ან A ჯგუფის სისხლი?
And how is its message translated by cells into a specific trait, such as brown hair or type A blood?
525308.
ბიოლოგია | თავი XVII
განვიხილოთ, ერთხელ კიდევ, მენდელის ბარდა.
Consider, once again, Mendel's peas.
525309.
ბიოლოგია | თავი XVII
ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც მენდელი შეისწავლიდა, იყო ღეროს სიგრძე.
One of the characters Mendel studied was stem length.
525310.
ბიოლოგია | თავი XVII
მენდელმა არ იცოდა ბარდის მაღალ და ჯუჯა სახეობებს შორის სხვაობის ფიზიოლოგიური საფუძველი; მაგრამ შემდგომ, მცენარეთა შემსწავლელმა მეცნიერებმა დაადგინეს ამის მიზეზი.
Mendel did not know the physiological basis for the difference between the tall and dwarf varieties of pea plants, but plant scientists have since worked out the explanation.
525311.
ბიოლოგია | თავი XVII
ჯუჯა ბარდებს აკლიათ ზრდის ჰორმონები, ჰიბერელინები, რომლებიც ღეროს ნორმალურ ზრდას ასტიმულირებენ.
Dwarf peas lack growth hormones called gibberellins, which stimulate the normal elongation of stems.
525312.
ბიოლოგია | თავი XVII
გარე წყაროდან მიღებული ჰიბერელინებით დამუშავების შედეგად ჯუჯა მცენარეც ასევე ნორმალური სიგრძეს აღწევს.
A dwarf plant treated with gibberellins from an external source grows to normal height.
525313.
ბიოლოგია | თავი XVII
რატომ ვერ წარმოქმნიან ჯუჯა მცენარეები საკუთარ ჰიბერელინებს?
Why do dwarf peas fail to make their own gibberellins?
525314.
ბიოლოგია | თავი XVII
მათ აკლიათ საკვანძო ცილა, ფერმენტი, რომელიც აუცილებელია გიბერელინის სინთეზისათვის.
They are missing a key protein, an enzyme required for gibberellin synthesis.
525315.
ბიოლოგია | თავი XVII
ხოლო ეს ცილა იმიტომ აკლიათ, რომ მისი გენი სწორად ვერ ფუნქციონირებს.
And they are missing that protein because they do not have a properly functioning gene for that protein.
525316.
ბიოლოგია | თავი XVII
აღნიშნული მაგალითი ნათლად გვიჩვენებს წინამდებარე თავის დედააზრს.
This example illustrates the main point of this chapter.
525317.
ბიოლოგია | თავი XVII
ორგანიზმის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ დნმ-ს მივყავართ სპეციფიკურ ნიშნებამდე.
The DNA inherited by an organism leads to specific traits by dictating the synthesis of proteins.
525318.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვა სიტყვებით, ცილები წარმოადგენენ გენოტიპისა და ფენოტიპის დამაკავშირებელ რგოლს.
In other words, proteins are the links between genotype and phenotype.
525319.
ბიოლოგია | თავი XVII
პროცესი, რომლითაც დნმ განსაზღვრავს ცილის სინთეზს, ანუ გენის ექსპრესია, ორი სტადიისაგან შედგება, რომელთაც ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია ეწოდება.
The process by which DNA directs protein synthesis, gene expression, includes two stages, called transcription and translation.
525320.
ბიოლოგია | თავი XVII
სურათ 17.1-ზე შეგიძლიათ, დაინახოთ რიბოსომის კომპიუტერული მოდელი.
In Figure 17.1, you can see a computer model of a ribosome.