მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525261.
ბიოლოგია | თავი XVI
ასეთი დარღვევების ერთ-ერთი ტიპი სურათ 16.17-ზეა ნაჩვენები.
One type of damage, the type shown in Figure 16.17.
525262.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს არის დნმ-ის ჯაჭვზე მოსაზღვრე თიმინის ფუძეებს შორის წარმოქმნილი კოვალენტური ბმა.
The covalent linking of thymine bases that are adjacent on a DNA strand.
525263.
ბიოლოგია | თავი XVI
ამგვარი თიმინური დიმერები დნმ-ის გამოზნექას იწვევს და ხელს უშლის დნმ-ის რეპლიკაციას.
Such thymine dimers cause the DNA to buckle and interfere with DNA replication.
525264.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ ტიპის დაზიანებების რეპარაციის მნიშვნელობას კარგად წარმოაჩენს დაავადება პიგმენტური ქსეროდერმა, რომელიც უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია ნუკლეოტიდების ამოჭრით რეპარაციის ფერმენტის მემკვიდრული დეფექტით.
The importance of repairing this kind of damage is underscored by the disorder xeroderma pigmentosum, which in most cases is caused by an inherited defect in a nucleotide excision repair enzyme.
525265.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ დაავადების მქონე პირები ზემგრძნობიარე არიან მზის სხივების მიმართ.
Individuals with this disorder are hypersensitive to sunlight.
525266.
ბიოლოგია | თავი XVI
მათი კანის უჯრედებში ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული მუტაციები შეუსწორებელი რჩება და იწვევს სიმსივნის განვითარებას.
The mutations in their skin cells caused by ultraviolet light are left uncorrected and cause skin cancer.
525267.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის მოლეკულების ბოლოების რეპლიკაცია.
Replicating the Ends of DNA Molecules.
525268.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციასა და რეპარაციაში დნმ პოლიმერაზების მთავარი როლის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ არსებობს უჯრედის დნმ-ის მცირე ნაწილები, რომელთა რეპლიკაცია და რეპარაცია დნმ პოლიმერაზებს არ შეუძლიათ.
In spite of the major role played by DNA polymerases in DNA replication and repair, it turns out that there is a small portion of the cell's DNA that DNA polymerases cannot replicate or repair.
525269.
ბიოლოგია | თავი XVI
ის ფაქტი, რომ დნმ პოლიმერაზას ნუკლეოტიდების მიბმა შეუძლია მხოლოდ უკვე არსებული პოლინუკლეოტიდის 3’ ბოლოსათვის, პრობლემა აღმოჩნდა ხაზობრივი დნმ-ისათვის, როგორიცაა ევკარიოტული ქრომოსომების დნმ.
For linear DNA, such as the DNA of eukaryotic chromosomes, the fact that a DNA polymerase can only add nucleotides to the 3' end of a preexisting polynucleotide leads to a problem.
525270.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩვეულებრივი რეპლიკაციური მანქანა ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს შვილეული დნმ-ის ჯაჭვის 5’ ბოლოების დასრულებას.
The usual replication machinery provides no way to complete the 5' ends of daughter DNA strands.
525271.
ბიოლოგია | თავი XVI
ოკაზაკის ფრაგმენტის სინთეზის დაწყება რომც შეიძლებოდეს საყალიბო ჯაჭვის სულ ბოლო ნაწილთან დაკავშირებული რნმ პრაიმერიდან, პრაიმერის მოშორების შემდეგ მისი შეცვლა დნმ-ით შეუძლებელი გახდება, რადგან არ არსებობს 3’ ბოლო, რომელსაც დნმ პოლიმერაზა დაამატებდა დნმ ნუკლეოტიდებს.
Even if an Okazaki fragment can be started with an RNA primer bound to the very end of the template strand, once that primer is removed, it cannot be replaced with DNA, because there is no 3' end onto which DNA polymerase can add DNA nucleotides.
525272.
ბიოლოგია | თავი XVI
შედეგად, რეპლიკაციის ყველა შემდგომ წრეზე უფრო და უფრო დამოკლებულ დნმ-ის მოლეკულას მივიღებთ.
As a result, repeated rounds of replication produce shorter and shorter DNA molecules.
525273.
ბიოლოგია | თავი XVI
პროკარიოტებში ეს პრობლემა არ არსებობს, რადგანაც მათი დნმ წრიულია (ანუ ბოლოების გარეშე).
Prokaryotes do not have this problem because their DNA is circular (with no ends).
525274.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ რა ხდება ევკარიოტებში?
But what about eukaryotes?
525275.
ბიოლოგია | თავი XVI
ევკარიოტული ქრომოსომური დნმ-ის მოლეკულას ორივე ბოლოზე აქვს ნუკლეოტიდური თანამიმდევრობები, რომელთაც ტელომერებს უწოდებენ.
Eukaryotic chromosomal DNA molecules have nucleotide sequences called telomeres at their ends.
525276.
ბიოლოგია | თავი XVI
ტელომერები არ შეიცავენ გენებს.
Telomeres do not contain genes.
525277.
ბიოლოგია | თავი XVI
ამის ნაცვლად, დნმ, ჩვეულებრივ, შეიცავს ერთი მოკლე ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის მრავალჯერად განმეორებას.
Instead, the DNA typically consists of multiple repetitions of one short nucleotide sequence.
525278.
ბიოლოგია | თავი XVI
ადამიანის ტელომერების განმეორებადი ერთეული, მაგალითად, არის ექვს-ნუკლეოტიდიანი თანამიმდევრობა თთაგგგ.
The repeated unit in human telomeres, for example, is the six-nucleotide sequence TTAGGG.
525279.
ბიოლოგია | თავი XVI
ტელომერში განმეორებათა რიცხვი ვარირებს დაახლოებით 100-დან 1000-მდე.
The number of repetitions in a telomere varies from about 100 to 1,000.
525280.
ბიოლოგია | თავი XVI
ტელომერული დნმ იცავს ორგანიზმის გენებს დარღვევისაგან დნმ-ის რეპლიკაციის თანამიმდევი წრეების შედეგად.
Telomeric DNA protects the organism's genes from being eroded through successive rounds of DNA replication.