669199 Records found
525441.
Biology | Chapter XVII
ისინი ტრანსლაციის დასასრულს აღნიშნავენ.
They are marking the end of translation.
525442.
Biology | Chapter XVII
ყურადღება მიაქციეთ, რომ კოდონ აუგ-ს ორმაგი ფუნქცია აქვს.
Notice that the codon AUG has a dual function.
525443.
Biology | Chapter XVII
ის კოდირებს ამინომჟავა მეთიონინს და ასევე მოქმედებს, როგორც „სტარტ“ სიგნალი, ანუ ინიციაციის კოდონი.
It codes for the amino acid methionine (Met) and also functions as a "start" signal, or initiation codon.
525444.
Biology | Chapter XVII
გენეტიკური მესიჯები იწყება მრნმ-ის კოდონით აუგ, რომელიც ცილის მასინთეზებელ მანქანას აწვდის სიგნალს, რომ ამ ადგილიდან დაიწყოს მრნმ-ის ტრანსლაცია.
Genetic messages begin with the mRNA codon AUG, which signals the protein-synthesizing machinery to begin translating the mRNA at that location.
525445.
Biology | Chapter XVII
რადგანაც აუგ ასევე კოდირებს მეთიონინს, პოლიპეპტიდური ჯაჭვები სინთეზირების შემთხვევაში მეთიონინით იწყება ხოლმე.
Because AUG also stands for methionine, polypeptide chains begin with methionine when they are synthesized.
525446.
Biology | Chapter XVII
თუმცა, შემდგომ შესაძლოა, ფერმენტმა მოახდინოს ამ საწყისი ამინომჟავას მოშორება ჯაჭვიდან.
However, an enzyme may subsequently remove this starter amino acid from the chain.
525447.
Biology | Chapter XVII
ყურადღება მიაქციეთ სურათ 17.5-ზე, რომ არსებობს გენეტიკური კოდის გადაგვარება, მაგრამ არა ორაზროვნება, გაურკვევლობა.
Notice in Figure 17.5 that there is redundancy in the genetic code, but no ambiguity.
525448.
Biology | Chapter XVII
მაგალითად, თუმცა კოდონები გაა და გაგ ორივე განსაზღვრავს გლუტამინის მჟავას (გადაგვარება), მაგრამ არცერთი მათგანი არასდროს განსაზღვრავს სხვა ამინომჟავას (არ არის ორაზროვნება).
For example, although codons GAA and GAG both specify glutamic acid (redundancy), neither of them ever specifies any other amino acid (no ambiguity).
525449.
Biology | Chapter XVII
კოდის გადაგვარება არ არის შემთხვევითი.
The redundancy in the code is not altogether random.
525450.
Biology | Chapter XVII
ხშირ შემთხვევაში, კოდონები, რომლებიც სინონიმურებია გარკვეული ამინომჟავასათვის, ერთმანეთისაგან მხოლოდ ტრიპლეტის მესამე ფუძის მიხედვით განსხვავდებიან.
In many cases, codons that are synonyms for a particular amino acid differ only in the third base of the triplet.
525451.
Biology | Chapter XVII
ამ გადაგვარების შესაძლო სარგებლობას ჩვენ ამ თავში ქვემოთ განვიხილავთ.
We will consider a possible benefit for this redundancy later in the chapter.
525452.
Biology | Chapter XVII
დაწერილი ტექსტის მნიშვნელობის გაგების უნარი დამოკიდებულია სიმბოლოების წაკითხვაზე სწორი დაჯგუფებით - ანუ სწორი წაკითხვის ჩარჩოზე.
Our ability to extract the intended message from a written language depends on reading the symbols in the correct groupings that is, in the correct reading frame.
525453.
Biology | Chapter XVII
განვიხილოთ წინადადება: „მან იას ძმა აქო.“
Consider this statement: "The red dog ate the cat."
525454.
Biology | Chapter XVII
დააჯგუფეთ ასოები არასწორად, წაკითხვის არასწორი წერტილიდან დაწყებით და შედეგად, ალბათ, აბდაუბდას მიიღებთ.
Group the letters incorrectly by starting at the wrong point, and the result will probably be gibberish: for example, "her edd oga tet hec at."
525455.
Biology | Chapter XVII
წაკითხვის ჩარჩო ასევე მნიშვნელოვანია უჯრედების მოლეკულური ენისათვის.
The reading frame is also important in the molecular language of cells.
525456.
Biology | Chapter XVII
სურათ 17.4-ზე ნაჩვენები პოლიპეპტიდის მოკლე უბანი სწორად მხოლოდ იმ შემთხვევაში დასინთეზდება, თუ მრნმ-ის ნუკლეოტიდებს წავიკითხავთ მარცხნიდან მარჯვნივ სამ-სამი ნუკლეოტიდის ჯგუფების სახით: უგგ უუუ გგც უცა.
The short stretch of polypeptide shown in Figure 17.4, for instance, will only be made correctly if the mRNA nucleotides are read from left to right (5'3') in the groups of three shown in the figure: UGG UUU GGC UCA.
525457.
Biology | Chapter XVII
მართალია, გენეტიკური მესიჯი კოდონებს შორის სივრცის დაუცველადაა დაწერილი, მაგრამ უჯრედის ცილის მასინთეზებელი მანქანა მესიჯს კითხულობს, როგორც ერთმანეთის არაგადამფარავი სამასოიანი სიტყვების სერიას.
Although a genetic message is written with no spaces between the codons, the cell's protein-synthesizing machinery reads the message as a series of nonoverlapping three-letter words.
525458.
Biology | Chapter XVII
მესიჯი არ იკითხება ერთმანეთის გადამფარავი სიტყვების სერიის სახით - გააგააუ და ა.შ. რაც განსხვავებული მესიჯის მატარებელი იქნებოდა.
The message is not read as a series of overlapping words-UGGUUU, and so on-which would convey a very different message.
525459.
Biology | Chapter XVII
გენეტიკური კოდის ევოლუცია.
Evolution of the Genetic Code.
525460.
Biology | Chapter XVII
გენეტიკური კოდი თითქმის უნივერსალურია, საერთო ყველა ორგანიზმისათვის, უმარტივესი ბაქტერიიდან ყველაზე რთულ ცხოველებამდე.
The genetic code is nearly universal, shared by organisms from the simplest bacteria to the most complex animals.