მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525461.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის კოდონი ცცგ, მაგალითად, ტრანსლირდება როგორც ამინომჟავა პროლინი ყველა იმ ორგანიზმში, რომლის გენეტიკური კოდიც შესწავლილი იქნა.
The RNA codon CCG, for instance, is translated as the amino acid proline in all organisms whose genetic code has been examined.
525462.
ბიოლოგია | თავი XVII
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, გენებმა შეიძლება ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია განიცადონ ერთი სახეობიდან მეორეში ტრანსპლანტაციის შემდეგ.
In laboratory experiments, genes can be transcribed and translated after being transplanted from one species to another.
525463.
ბიოლოგია | თავი XVII
ბაქტერია შეიძლება დაპროგრამდეს მედიცინაში გამოსაყენებელი, ადამიანის გარკვეული ცილების დასასინთეზებლად, თუ მასში ადამიანის გენებს ჩავრთავთ.
Bacteria can be programmed by the insertion of human genes to synthesize certain human proteins for medical use.
525464.
ბიოლოგია | თავი XVII
ასეთმა მიდგომამ ძალიან ძალიან საინტერესო განვითარებები პოვა ბიოტექნოლოგიაში.
Such applications have produced many exciting developments in biotechnology.
525465.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური კოდის უნივერსალობიდან გამონაკლისი შემთხვევები მოიცავს ტრანსლაციურ სისტემებს, სადაც რამდენიმე კოდონი განსხვავდება სტანდარტული კოდონებისაგან.
Exceptions to the universality of the genetic code include translation systems where a few codons differ from the standard ones.
525466.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური კოდის მცირე ვარიაციები გვხვდება გარკვეულ ერთუჯრედიან ევკარიოტებსა და ზოგიერთი სახეობების ორგანელების გენებში.
Slight variations in the genetic code exist in certain unicellular eukaryotes and in the organelle genes of some species.
525467.
ბიოლოგია | თავი XVII
ზოგიერთმა პროკარიოტმა შესაძლოა, მოახდინოს სტოპ კოდონების ტრანსლაცია იმ ორი ამინომჟავადან ერთ-ერთში, რომლებიც არ არის ნანახი ორგანიზმების უმრავლესობაში.
Some prokaryotes can translate stop codons into one of two amino acids not found in most organisms.
525468.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ გამონაკლისების მიუხედავად, კოდის ფაქტობრივად უნივერსალობის ევოლუციური მნიშვნელობა ნათელია.
Despite these exceptions, the evolutionary significance of the code's near universality is clear.
525469.
ბიოლოგია | თავი XVII
ყველა ცოცხალი არსებისათვის საერთო ენას უნდა ემოქმედა სიცოცხლის ისტორიის საწყის ეტაპზე - საკმარისად ადრეულ ეტაპზე იმისათვის, რომ წარმოდგენილი იყოს ყველა თანამედროვე ორგანიზმის საერთო წინაპრებში.
A language shared by all living things must have been operating very early in the history of lifeearly enough to be present in the common ancestors of all modern organisms.
525470.
ბიოლოგია | თავი XVII
საერთო გენეტიკური ლექსიკონი შეგვახსენებს ნათესაობას, რომელიც აკავშირებს დედამიწაზე არსებულ ყველა სიცოცხლეს.
A shared genetic vocabulary is a reminder of the kinship that bonds all life on Earth.
525471.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფცია არის რნმ-ის სინთეზი, რომელსაც დნმ წარმართავს: დეტალურად.
Transcription is the DNA-directed synthesis of RNA: a closer look.
525472.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური კოდის ლინგვისტიკური ლოგიკისა და ევოლუციური მნიშვნელობის განხილვის შემდეგ, ჩვენ უკვე მზადა ვართ უფრო დეტალურად განვიხილოთ ტრანსკრიფცია, გენის ექსპრესიის პირველი საფეხური.
Now that we have considered the linguistic logic and evolutionary significance of the genetic code, we are ready to reexamine transcription, the first stage of gene expression, in more detail.
525473.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფციის მოლეკულური კომპონენტები.
Molecular Components of Transcription.
525474.
ბიოლოგია | თავი XVII
მესენჯერული რნმ, ინფორმაციის გადამტანი დნმ-დან უჯრედის ცილის-მასინთეზებელ მანქანაზე, ტრანსკრიბირდება გენის საყალიბო ჯაჭვიდან.
Messenger RNA, the carrier of information from DNA to the cell's protein-synthesizing machinery, is transcribed from the template strand of a gene.
525475.
ბიოლოგია | თავი XVII
ფერმენტი, სახელად რნმ-პოლიმერაზა, განაცალკევებს დნმ-ის ორ ჯაჭვს და დნმ-ის ყალიბის გასწვრივ დნმ-ის ფუძეებთან შეწყვილებულ რნმ ნუკლეოტიდებს აკავშირებს ერთმანეთთან.
An enzyme called an RNA polymerase pries the two strands of DNA apart and hooks together the RNA nucleotides as they base-pair along the DNA template.
525476.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ პოლიმერაზების მსგავსად, რომლებიც დნმ-ის რეპლიკაციაში მონაწილეობენ, რნმ პოლიმერაზებსაც მხოლოდ 5’ - 3’ მიმართულებით შეუძლიათ პოლინუკლეოტიდის აწყობა.
Like the DNA polymerases that function in DNA replication, RNA polymerases can only assemble a polynucleotide in its 5'- 3' direction.
525477.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგრამ, დნმ პოლიმერაზებისაგან განსხვავებით, რნმ პოლიმერაზებს შეუძლიათ ჯაჭვის სინთეზის დაწყება დასაწყისიდანვე, ანუ მათ არ ესაჭიროებათ პრაიმერი.
Unlike DNA polymerases, however, RNA polymerases are able to start a chain from scratch; they don't need a primer.
525478.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ზე ნუკლეოტიდების სპეციფიკური თანამიმდევრობები აღნიშნავს, სად იწყება და მთავრდება გენის ტრანსკრიფცია.
Specific sequences of nucleotides along the DNA mark where transcription of a gene begins and ends.
525479.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის თანამიმდევრობას, რომელსაც რნმ-პოლიმერაზა უკავშირდება და ტრანსკრიფციის ინიციირებას ახდენს, პრომოტორს უწოდებენ.
The DNA sequence where RNA polymerase attaches and initiates transcription is known as the promoter.
525480.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტებში, თანამიმდევრობას, რომელიც ტრანსკრიფციის დასრულებას აღნიშნავს, ტერმინატორი ეწოდება.
In prokaryotes, the sequence that signals the end of transcription is called the terminator.