მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525421.
ბიოლოგია | თავი XVII
ტერმინი კოდონი ხანდახან ასევე გამოიყენება დნმ-ის ფუძე ტრიპლეტების აღსანიშნავად არასაყალიბო ჯაჭვზე.
The term codon is also sometimes used for the DNA base triplets along the nontemplate strand.
525422.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს კოდონები საყალიბო ჯაჭვის კომპლემენტარულია და ამიტომ, მრნმ-ის თანამიმდევრობის იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ მათ უ-ს ნაცვლად თ აქვთ.
These codons are complementary to the template strand and thus identical in sequence to the mRNA except that they have T instead of U.
525423.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ მიზეზით, დნმ-ის არასაყალიბო ჯაჭვს ხანდახან „მაკოდირებელ ჯაჭვს“ უწოდებენ.
For this reason, the nontemplate DNA strand is sometimes called the "coding strand."
525424.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის დროს, ხდება მრნმ-ის მოლეკულის გასწვრივ განლაგებული კოდონების თანამიმდევრობის გაშიფვრა (დეკოდირება) ანუ გადათარგმნა (ტრანსლაცია) პოლიპეპტიდური ჯაჭვის შემადგენელი ამინომჟავების თანამიმდევრობაში.
During translation, the sequence of codons along an mRNA molecule is decoded, or translated, into a sequence of amino acids making up a polypeptide chain.
525425.
ბიოლოგია | თავი XVII
კოდონები ტრანსლაციის მანქანის მიერ იკითხება 5’ - 3’ მიმართულებით მრნმ-ის გასწვრივ.
The codons are read by the translation machinery in the 5'- 3' direction along the mRNA.
525426.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეული კოდონი განსაზღვრავს, 20 ამინომჟავადან რომელი ჩაერთვება შესაბამის პოზიციაზე პოლიპეპტიდში.
Each codon specifies which one of the 20 amino acids will be incorporated at the corresponding position along a polypeptide.
525427.
ბიოლოგია | თავი XVII
რადგანაც კოდონები წარმოადგენენ ფუძეთა ტრიპლეტებს, გენეტიკური მესიჯის მატარებელი ნუკლეოტიდების რიცხვი სამჯერ მეტი უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტის შემადგენელი ამინომჟავების რიცხვზე.
Because codons are base triplets, the number of nucleotides making up a genetic message must be three times the number of amino acids making up the protein product.
525428.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, მრნმ-ის გასწვრივ 300 ნუკლეოტიდია საჭირო, რომ მოხდეს 100 ამინომჟავას სიგრძის მქონე პოლიპეპტიდის კოდირება.
For example, it takes 300 nucleotides along an mRNA strand to code for a polypeptide that is 100 amino acids long.
525429.
ბიოლოგია | თავი XVII
კოდის გახსნა.
Cracking the Code.
525430.
ბიოლოგია | თავი XVII
მოლეკულურმა ბიოლოგებმა სიცოცხლის კოდი 1960-იანი წლების დასაწყისში გაშიფრეს, მაშინ, როდესაც რიგი ნატიფი ექსპერიმენტების შედეგად ცნობილი გახდა თითოეული რნმ კოდონის ამინომჟავური „თარგმანი“.
Molecular biologists cracked the code of life in the early 1960s, when a series of elegant experiments disclosed the amino acid translations of each of the RNA codons.
525431.
ბიოლოგია | თავი XVII
პირველი კოდონი 1961 წელს გაიშიფრა მარშალ ნირენბერგისა, ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტიდან, და მისი კოლეგების მიერ.
The first codon was deciphered in 1961 by Marshall Nirenberg, of the National Institutes of Health, and his colleagues.
525432.
ბიოლოგია | თავი XVII
ნირენბერგმა დაასინთეზა ხელოვნური მრნმ იდენტური რნმ ნუკლეოტიდებისაგან, რომლებიც ფუძის სახით ურაცილს შეიცავდნენ.
Nirenberg synthesized an artificial mRNA by linking identical RNA nucleotides containing uracil as their base.
525433.
ბიოლოგია | თავი XVII
იმის მიუხედავად, სად დაიწყება ან დამთავრდება ეს მესიჯი, ის შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთი კოდონის: უუუ-ს განმეორებებს.
No matter where this message started or stopped, it could contain only one codon in repetition: UUU.
525434.
ბიოლოგია | თავი XVII
ნირენბერგმა ეს „პოლი-უ“ დაუმატა სინჯარას, რომელიც შეიცავდა ამინომჟავებს, რიბოსომებსა და ცილის სინთეზისათვის საჭირო სხვა კომპონენტებს.
Nirenberg added this "poly-U" to a test-tube mixture containing amino acids, ribosomes, and the other components required for protein synthesis.
525435.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ ხელოვნურმა სისტემამ მოახდინა პოლი-უ-ს ტრანსლაცია პოლიპეპტიდში, რომელიც ერთადერთ ამინომჟავას, ფენილალანინს (Pჰე) შეიცავდა, ანუ გრძელი პოლიფენილალანინის ჯაჭვი მიიღო.
His artificial system translated the poly-U into a polypeptide containing a single amino acid, phenylalanine (Phe), strung together as a long polyphenylalanine chain.
525436.
ბიოლოგია | თავი XVII
ამრიგად, ნირენბერგმა დაადგინა, რომ მრნმ-ის კოდონი უუუ განსაზღვრავს ამინომჟავა ფენილალანინს.
Thus, Nirenberg determined that the mRNA codon UUU specifies the amino acid phenylalanine.
525437.
ბიოლოგია | თავი XVII
მალე ასევე განისაზღვრა ააა, გგგ და ცცც კოდონების შესაბამისი ამინომჟავებიც.
Soon, the amino acids specified by the codons AAA, GGG, and CCC were also determined.
525438.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა უფრო დახვეწილი ტექნიკა იყო საჭირო არეული ტრიპლეტების, როგორიცაა აუა და ცგა, განსასაზღვრავად, 1960 წლების ბოლომდე ყველა, 64-ივე, კოდონის გაშიფვრა მოხერხდა.
Although more elaborate techniques were required to decode mixed triplets such as AUA and CGA, all 64 codons were deciphered by the mid-1960s.
525439.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც სურათი 17.5 გვიჩვენებს, 64-დან 61 ტრიპლეტი კოდირებს ამინომჟავებს.
As Figure 17.5 on the next page shows, 61 of the 64 triplets code for amino acids.
525440.
ბიოლოგია | თავი XVII
ის სამი კოდონი, რომელიც არ განსაზღვრავს ამინომჟავებს, არის „სტოპ“ სიგნალები, ანუ ტერმინაციის კოდონები.
The three codons that do not designate amino acids are "stop" signals, or termination codons.