669199 Records found
525521.
Biology | Chapter XVII
ტრანსკრიფციის ტერმინაცია ხდება, როდესაც პოლიმერაზა საბოლოოდ ვარდება დნმ-დან (მექანიზმით, რომელიც ბოლომდე არ არის გარკვეული).
Transcription is terminated when the polymerase eventually falls off the DNA (by a mechanism that is not fully understood).
525522.
Biology | Chapter XVII
პრე-მრნმ-ის დასინთეზების შემდეგ, ის მოდიფიცირებას განიცდის რნმ-ის პროცესინგის განმავლობაში, რაც წიგნის შემდეგი ნაწილის თემას წარმოადგენს.
Once the pre-mRNA has been made, it is modified during RNA processing, the topic of our next section.
525523.
Biology | Chapter XVII
ევკარიოტულ უჯრედებში ტრანსკრიფციის შემდგომ ხდება რნმ-ის მოდიფიცირება.
Eukaryotic cells modify RNA after transcription.
525524.
Biology | Chapter XVII
ევკარიოტულ ბირთვში, გენეტიკური მესიჯის ციტოპლაზმაში გაგზავნამდე, ფერმენტები პრე-მრნმ-ის სპეციფიკურ მოდიფიცირებას ახდენენ.
Enzymes in the eukaryotic nucleus modify pre-mRNA in specific ways before the genetic messages are dispatched to the cytoplasm.
525525.
Biology | Chapter XVII
რნმ-ის პროცესინგის განმავლობაში, ჩვეულებრივ, პირველადი ტრანსკრიპტის ორივე ბოლო იცვლება.
During this RNA processing, both ends of the primary transcript are usually altered.
525526.
Biology | Chapter XVII
ასევე, ხშირ შემთხვევაში, ხდება მოლეკულის შიდა უბნების ამოჭრა და დარჩენილი ნაწილების ერთმანეთთან მიერთება (სპლაისირება).
Also, in most cases, certain interior sections of the molecule are cut out and the remaining parts spliced together.
525527.
Biology | Chapter XVII
ასეთი მოდიფიკაციების საშუალებით, მიიღება ტრანსლაციისათვის გამზადებული მრნმ-ის მოლეკულა.
These modifications help form an mRNA molecule that is ready to be translated.
525528.
Biology | Chapter XVII
მრნმ-ის ბოლოების ცვლილება.
Alteration of mRNA Ends.
525529.
Biology | Chapter XVII
პრე-მრნმ-ის ორივე ბოლო სპეციფიკურად მოდიფიცირდება.
Each end of a pre-mRNA molecule is modified in a particular way.
525530.
Biology | Chapter XVII
5’ ბოლოს, რომელიც პირველი ტრანსკრიბირდა, პირველი 20-40 ნუკლეოტიდის ტრანსკრიფციის შემდეგ, ემატება (ეხურება) ნუკლეოტიდ გუანინის მოდიფიცირებული ფორმა და წარმოიქმნება 5’ კეპი (ქუდი).
The 5' end, the end transcribed first, is capped off with a modified form of a guanine (G) nucleotide after transcription of the first 20 to 40 nucleotides, forming a 5' cap.
525531.
Biology | Chapter XVII
პრე-მრნმ-ის მოლეკულის 3’ ბოლო ასევე მოდიფიცირდება, სანამ მრნმ ბირთვს დატოვებს.
The 3' end of the pre-mRNA molecule is also modified before the mRNA exits the nucleus.
525532.
Biology | Chapter XVII
გაიხსენეთ, რომ პრე-მრნმ გამოთავისუფლდა პოლიადენილიზაციის სიგნალის, ააუააა, ტრანსკრიბირების შემდეგ.
Recall that the premRNA is released soon after the polyadenylation signal, AAUAAA, is transcribed.
525533.
Biology | Chapter XVII
3’ ბოლოს ფერმენტი ამატებს 50-250 ადენინის (ა) ნუკლეოტიდს და წარმოიქმნება პოლი-ა კუდი.
At the 3' end, an enzyme adds 50 to 250 adenine (A) nucleotides, forming a poly-A tail.
525534.
Biology | Chapter XVII
5’ კეპსა და პოლი-ა კუდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ.
The 5' cap and poly-A tail share several important functions.
525535.
Biology | Chapter XVII
პირველი, ისინი უნდა აადვილებდნენ ზრდასრული მრნმ-ის ექსპორტს ბირთვიდან.
First, they seem to facilitate the export of the mature mRNA from the nucleus.
525536.
Biology | Chapter XVII
მეორე, ისინი იცავენ მრნმ-ს ჰიდროლიზური ფერმენტების მიერ დეგრადაციისაგან.
Second, they help protect the mRNA from degradation by hydrolytic enzymes.
525537.
Biology | Chapter XVII
და მესამე, მას შემდეგ, რაც მრნმ მიაღწევს ციტოპლაზმას, ორივე სტრუქტურა ეხმარება რიბოსომას მრნმ-ის 5’ ბოლოსთან დაკავშირებაში.
And third, once the mRNA reaches the cytoplasm, both structures help ribosomes attach to the 5' end of the mRNA.
525538.
Biology | Chapter XVII
სურათი 17.9 გვიჩვენებს ევკარიოტული მრნმ-ის მოლეკულის დიაგრამას კეპითა და კუდით.
Figure 17.9 shows a diagram of a eukaryotic mRNA molecule with cap and tail.
525539.
Biology | Chapter XVII
სურათზე ასევე ჩანს მრნმ-ის 5’ და 3’ ბოლოებთან არსებული არატრანსლირებადი უბნები (ატუ-ები) (რომელთაც აღნიშნავენ 5’ ატუ და 3’ ატუ, შესაბამისად).
The figure also shows the untranslated regions (UTRS) at the 5' and 3' ends of the mRNA (referred to as the 5' UTR and 3' UTR).
525540.
Biology | Chapter XVII
ეს არის მრნმ-ის უბნები, რომლებიც არ ტრანსლირდებიან ცილებად, მაგრამ აქვთ სხვა ფუნქციები, მაგალითად რიბოსომასთან დაკავშირება.
The UTRs are parts of the mRNA that will not be translated into protein, but they have other functions, such as ribosome binding.