669199 Records found
525541.
Biology | Chapter XVII
წყვეტილი გენები და რნმ-ის სპლაისინგი.
Split Genes and RNA Splicing.
525542.
Biology | Chapter XVII
ევკარიოტულ ბირთვში რნმ-ის პროცესინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია რნმ-ის მოლეკულიდან უკვე დასინთეზებული, საკმაოდ დიდი ნაწილების მოშორება - ამოჭრისა და დაწებების პროცედურა, რასაც რნმ სპლაისინგი ეწოდება.
The most remarkable stage of RNA processing in the eukaryotic nucleus is the removal of a large portion of the RNA molecule that is initially synthesized-a cut-and-paste job called RNA splicing.
525543.
Biology | Chapter XVII
ევკარიოტული დნმ-ის მოლეკულის გასწვრივ, ტრანსკრიფციული ერთეულის საშუალო სიგრძე დაახლოებით 8 000 ნუკლეოტიდია, ასე რომ, პირველადი რნმ ტრანსკრიპტიც ამავე სიგრძის იქნება.
The average length of a transcription unit along a eukaryotic DNA molecule is about 8,000 nucleotides, so the primary RNA transcript is also that long.
525544.
Biology | Chapter XVII
მაგრამ საშუალო ზომის, 400 ამინომჟავასაგან შემდგარი ცილის კოდირებისათვის მხოლოდ, დაახლოებით, 1 200 ნუკლეოტიდია საჭირო.
But it takes only about 1,200 nucleotides to code for an average-sized protein of 400 amino acids.
525545.
Biology | Chapter XVII
გაიხსენეთ, რომ თითოეული ამინომჟავა კოდირდება ნუკლეოტიდების ტრიპლეტის მიერ.
Remember, each amino acid is encoded by a triplet of nucleotides.
525546.
Biology | Chapter XVII
ეს ნიშნავს, რომ ევკარიოტული გენებისა და მათი რნმ ტრანსკრიპტების უმეტესობას აქვს ნუკლეოტიდების გრძელი, არამაკოდირებელი მონაკვეთები, უბნები, რომლებიც არ ტრანსლირდება.
This means that most eukaryotic genes and their RNA transcripts have long noncoding stretches of nucleotides, regions that are not translated.
525547.
Biology | Chapter XVII
კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ამ არამაკოდირებელი თანამიმდევრობების უმეტესობა გაბნეულია გენის მაკოდირებელ სეგმენტებს შორის და ე.ი. პრე-მრნმ-ის მაკოდირებელ სეგმენტებს შორისაც.
Even more surprising is that most of these noncoding sequences are interspersed between coding segments of the gene and thus between coding segments of the pre-mRNA.
525548.
Biology | Chapter XVII
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დნმ-ის ნუკლეოტიდების თანამიმდევრობა, რომელიც აკოდირებს ევკარიოტულ პოლიპეპტიდს, ჩვეულებრივ, არ არის უწყვეტი.
In other words, the sequence of DNA nucleotides that codes for a eukaryotic polypeptide is usually not continuous.
525549.
Biology | Chapter XVII
ის დაყოფილია სეგმენტებად.
It is split into segments.
525550.
Biology | Chapter XVII
ნუკლეინის მჟავის არამაკოდირებელ სეგმენტებს, რომლებიც მოთავსებულია მაკოდირებელ უბნებს შორის, უწოდებენ შუამდებარე თანამიმდევრობებს, ან ინტრონებს.
The noncoding segments of nucleic acid that lie between coding regions are called intervening sequences, or introns for short.
525551.
Biology | Chapter XVII
დანარჩენ უბნებს ეგზონებს უწოდებენ, რადგანაც ისინი საბოლოოდ ექსპრესირდებიან, ჩვეულებრივ ტრანსლაციის გზით, ამინომჟავურ თანამიმდევრობებში.
The other regions are called exons, because they are eventually expressed, usually by being translated into amino acid sequences.
525552.
Biology | Chapter XVII
გამონაკლისთა შორისაა რნმ-ის ბოლოებში განლაგებული ეგზონების ატუ-ები, რომლებიც შედიან მრნმ-ის შემადგენლობაში, მაგრამ არ ტრანსლირდებიან ცილებში.
Exceptions include the UTRS of the exons at the ends of the RNA, which make up part of the mRNA but are not translated into protein.
525553.
Biology | Chapter XVII
ამ გამონაკლისების გამო, შესაძლოა, მოსახერხებელი იყოს ეგზონები მივიჩნიოთ რნმ-ის იმ თანამიმდევრობებად, რომლებიც ტოვებენ ბირთვს.
Because of these exceptions, you may find it helpful to think of exons as sequences of RNA that exit the nucleus.
525554.
Biology | Chapter XVII
ტერმინები ინტრონი და ეგზონი იხმარება რნმ-ის თანამიმდევრობებისათვის და მათი მაკოდირებელი დნმ-ის თანამიმდევრობებისათვისაც.
The terms intron and exon are used for both RNA sequences and the DNA sequences that encode them.
525555.
Biology | Chapter XVII
გენიდან პირველადი ტრანსკრიპტის შექმნის პროცესში, რნმ-პოლიმერაზა II ახდენს დნმ-დან ორივეს, ინტრონებისა და ეგზონების, ტრანსკრიფციას.
In making a primary transcript from a gene, RNA polymerase II transcribes both introns and exons from the DNA.
525556.
Biology | Chapter XVII
მაგრამ მრნმ-ის მოლეკულა, რომელიც შედის ციტოპლაზმაში, შეკვეცილ ვერსიას წარმოადგენს.
But the mRNA molecule that enters the cytoplasm is an abridged version.
525557.
Biology | Chapter XVII
მოლეკულიდან ამოიჭრება ინტრონები, ეგზონები ერთდება და წარმოიქმნება მრნმ-ის მოლეკულა უწყვეტი მაკოდირებელი თანამიმდევრობით.
The introns are cut out from the molecule and the exons joined together, forming an mRNA molecule with a continuous coding sequence.
525558.
Biology | Chapter XVII
ეს არის რნმ-ის სპლაისინგის პროცესი.
This is the process of RNA splicing.
525559.
Biology | Chapter XVII
როგორ ხორციელდება პრე-მრნმ-ის სპლაისინგი?
How is pre-mRNA splicing carried out?
525560.
Biology | Chapter XVII
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რნმ სპლაისინგისათვის სიგნალს წარმოადგენს ინტრონის ორივე ბოლოზე განლაგებული მოკლე ნუკლეოტიდური თანამიმდევრობა.
Researchers have learned that the signal for RNA splicing is a short nucleotide sequence at each end of an intron.