669199 Records found
525561.
Biology | Chapter XVII
სპლაისინგის ამ საიტებს ამოიცნობენ ნაწილაკები, რომელთაც მცირე ბირთვული რიბონუკლეოპროტეინები, შემოკლებით მბრნპ (ინგლისური აბრევიატურაა snRNP, გამოითქმის სნარპ) ეწოდებათ.
Particles called small nuclear ribonucleoproteins, abbreviated snRNPS (pronounced "snurps") recognize these splice sites.
525562.
Biology | Chapter XVII
როგორც სახელწოდებაც მიუთითებს, მბრნპ-ები განლაგებული არიან უჯრედის ბირთვში და შედგებიან რნმ-ისა და ცილის მოლეკულებისაგან.
As the name implies, snRNPs are located in the cell nucleus and are composed of RNA and protein molecules.
525563.
Biology | Chapter XVII
მბრნპ ნაწილაკის რნმ-ს უწოდებენ მცირე ბირთვულ რნმ-ს; თითოეული ეს მოლეკულა, დაახლოებით, 150 ნუკლეოტიდის სიგრძისაა.
The RNA in a snRNP particle is called a smal nuclear RNA (snRNA); each molecule is about 150 nucleotides long.
525564.
Biology | Chapter XVII
რამდენიმე სხვადასხვა მბრნპ ერთდება დამატებით ცილებთან, რომ ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო დიდი ანსამბლი, სპლაისოსომა, რომელიც თითქმის რიბოსომის ზომისაა.
Several different snRNPs join with additional proteins to form an even larger assembly called a spliceosome, which is almost as big as a ribosome.
525565.
Biology | Chapter XVII
სპლაისოსომა ურთიერთქმედებს გარკვეულ საიტებთან ინტრონზე და შედეგად ინტრონი გამოთავისუფლდება, მისი მიმდებარე ეგზონები კი ერთდება.
The spliceosome interacts with certain sites along an intron, releasing the intron and joining together the two exons that flanked the intron.
525566.
Biology | Chapter XVII
არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ მბრნმ-ები მთავარ როლს ასრულებენ ამ კატალიზურ პროცესებში, ისევე, როგორც სპლაისოსომის აწყობასა და სპლაისინგის საიტის ამოცნობაში.
There is strong evidence that snRNAs play a major role in these catalytic processes, as well as in spliceosome assembly and splice site recognition.
525567.
Biology | Chapter XVII
მბრნმ–ის კატალიზური როლის შესახებ იდეა წარმოიშვა რიბოზიმების აღმოჩენის შედეგად.
The idea of a catalytic role for snRNA arose from the discovery of ribozymes.
525568.
Biology | Chapter XVII
რიბოზიმები რნმ-ის მოლეკულებია, რომლებიც ფერმენტებივით მოქმედებენ.
RNA molecules that function as enzymes.
525569.
Biology | Chapter XVII
ზოგიერთ ორგანიზმებში რნმ-ის სპლაისინგი ხორციელდება ცილების ან რნმ-ის დამატებითი მოლეკულების გარეშეც.
In some organisms, RNA splicing can occur without proteins or additional RNA molecules.
525570.
Biology | Chapter XVII
ინტრონის რნმ მოქმედებს, როგორც რიბოზომი და აკატალიზებს თავისსავე მოცილებას!
The intron RNA functions as a ribozyme and catalyzes its own excision!
525571.
Biology | Chapter XVII
მაგალითად, პროტოზოა Tetrahymena-ში თვით-სპლაისინგსა აქვს ადგილი რიბოსომული რნმ-ის (რრნმ), ორგანიზმის რიბოსომის კომპონენტის, წარმოქმნის დროს.
For example, in the protozoan Tetrahymena, self-splicing occurs in the production of ribosomal RNA (rRNA), a component of the organism's ribosomes.
525572.
Biology | Chapter XVII
პრე-რ-რნმ, ფაქტობრივად, საკუთარ ინტრონებს იშორებს.
The pre-rRNA actually removes its own introns.
525573.
Biology | Chapter XVII
ის ფაქტი, რომ რნმ ერთჯაჭვიანი მოლეკულაა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რნმ-ის გარკვეული მოლეკულებისათვის რიბოზიმებად ფუნქციონირების უნარის მინიჭებაში.
The fact that RNA is single-stranded plays an important role in allowing certain RNA molecules to function as ribozymes.
525574.
Biology | Chapter XVII
რნმ-ის მოლეკულის უბანი შესაძლოა, ფუძეთა შეწყვილების საშუალებით დაუკავშირდეს იმავე მოლეკულაზე სადმე სხვაგან მდებარე კომპლემენტარულ უბანს და ამგვარად, რნმ-ის მთელ მოლეკულას სპეციფიკური ფუნქცია მიანიჭოს.
A region of an RNA molecule may base-pair with a complementary region elsewhere in the same molecule, thus imparting specific structure to the RNA molecule as a whole.
525575.
Biology | Chapter XVII
გარდა ამისა, ზოგიერთი ფუძე შეიცავს ფუნქციონალურ ჯგუფებს, რომლებიც შესაძლოა, კატალიზში მონაწილეობდნენ.
Also, some of the bases contain functional groups that may participate in catalysis.
525576.
Biology | Chapter XVII
ზუსტად ისევე, როგორც ფერმენტული ცილის სპეციფიკური ფორმა და ფუნქციონალური ჯგუფები მის ამინომჟავურ გვერდით ჯაჭვებზე ანიჭებენ ცილას კატალიზატორის უნარს, ზოგიერთი რნმ-ის მოლეკულის სტრუქტურაც აძლევს მათ საშუალებას, იმოქმედონ კატალიზატორებად.
Just as the specific shape of an enzymatic protein and the functional groups on its amino acid side chains allow the protein to function as a catalyst, the structure of some RNA molecules allows them to function as catalysts, too.
525577.
Biology | Chapter XVII
რიბოზიმების აღმოჩენამ შეარყია რწმენა, რომ ყველა ბიოლოგიური კატალიზატორი ცილას წარმოადგენს.
The discovery of ribozymes rendered obsolete the belief that all biological catalysts were proteins.
525578.
Biology | Chapter XVII
ინტრონების ფუნქციონალური და ევოლუციური მნიშვნელობა.
The Functional and Evolutionary Importance of Introns.
525579.
Biology | Chapter XVII
რა არის ინტრონებისა და რნმ-ის სპლაისინგის ბიოლოგიური ფუნქცია?
What are the biological functions of introns and RNA splicing?
525580.
Biology | Chapter XVII
ერთი იდეის მიხედვით, ინტრონები რეგულატორულ როლს ასრულებენ უჯრედში.
One idea is that introns play regulatory roles in the cell.