მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525581.
ბიოლოგია | თავი XVII
ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ინტრონი შეიცავს თანამიმდევრობებს, რომელნიც რაღაც გზით აკონტროლებენ გენის აქტივობას.
At least some introns contain sequences that control gene activity in some way.
525582.
ბიოლოგია | თავი XVII
სპლაისინგის პროცესი კი, თავისთავად, აუცილებელია მრნმ-ის ბირთვიდან ციტოპლაზმაში გადასასვლელად.
And the splicing process itself is necessary for the passage of mRNA from the nucleus to the cytoplasm.
525583.
ბიოლოგია | თავი XVII
გენში ეგზონებისა და ინტრონების არსებობის ერთი შედეგი ის არის, რომ ერთეულ გენს შეუძლია აკოდიროს ერთზე მეტი ტიპის პოლიპეპტიდი.
One established benefit of the presence of exons and introns in genes is to enable a single gene to encode more than one kind of polypeptide.
525584.
ბიოლოგია | თავი XVII
ცნობილია მთელი რიგი გენები, რომელთაგანაც წარმოიქმნება ორი ან მეტი სხვადასხვა პოლიპეპტიდი, იმის მიხედვით, თუ რომელი სეგმენტები იქნება განხილული ეგზონებად რნმ-ის პროცესინგის განმავლობაში.
A number of genes are known to give rise to two or more different polypeptides, depending on which segments are treated as exons during RNA processing.
525585.
ბიოლოგია | თავი XVII
ამას რნმ-ის ალტერნატიული სპლაისინგი ეწოდება.
This is called alternative RNA splicing.
525586.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, დროზოფილაში სქესთა შორის განსხვავებანი მეტწილად გამოწვეულია იმით, თუ როგორ ახდენენ მდედრები და მამრები გარკვეული გენებიდან ტრანსკრიბირებული რნმ-ის სპლაისინგს.
For example, sex differences in fruit flies are largely due to differences in how males and females splice the RNA transcribed from certain genes.
525587.
ბიოლოგია | თავი XVII
ადამიანის გენომის პროექტიდან (განხილულია მე-20 თავში) მიღებული პირველადი შედეგები გვაფიქრებინებს, რომ რნმ-ის ალტერნატიული სპლაისინგი უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ადამიანებისათვის სავსებით საკმარისია გენების შედარებით მცირე რაოდენობა - მათი რიცხვი დროზოფილას გენების რიცხვზე ორჯერ მეტიც კი არ არის.
Early results from the Human Genome Project (discussed in Chapter 20) suggest that alternative RNA splicing may be one reason humans can get along with a relatively small number of genes-not quite twice as many as a fruit fly.
525588.
ბიოლოგია | თავი XVII
ალტერნატიული სპლაისინგის შედეგად, ორგანიზმის მიერ წარმოებული სხვადასხვა ცილოვანი პროდუქტის რაოდენობა ბევრად აღემატება მისი გენების რაოდენობას.
Because of alternative splicing, the number of different protein products an organism can produce is much greater than its number of genes.
525589.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილებს ხშირად მოდულური არქიტექტურა აქვთ, შედგებიან რა დისკრეტული სტრუქტურული და ფუნქციონალური უბნებისაგან, რომელთაც დომენებს უწოდებენ.
Proteins often have a modular architecture consisting of discrete structural and functional regions called domains.
525590.
ბიოლოგია | თავი XVII
ფერმენტული ცილის ერთი დომენი, მაგალითად, შეიძლება შეიცავდეს აქტიურ ცენტრს, ხოლო მეორე, შესაძლოა, აკავშირებდეს ცილას უჯრედულ მემბრანასთან.
One domain of an enzymatic protein, for instance, might include the active site, while another might attach the protein to a cellular membrane.
525591.
ბიოლოგია | თავი XVII
უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა ეგზონები კოდირებენ ცილის სხვადასხვა დომენებს.
In many cases, different exons code for the different domains of a protein.
525592.
ბიოლოგია | თავი XVII
გენში ინტრონების არსებობამ, შესაძლოა, ხელი შეუწყო ახალი და პოტენციურად სასარგებლო ცილების ევოლუციას იმ პროცესის საშუალებით, რომელიც ცნობილია ეგზონთა არევის სახელით.
The presence of introns in a gene may facilitate the evolution of new and potentially useful proteins as a result of a process known as exon shuffling.
525593.
ბიოლოგია | თავი XVII
ინტრონები ზრდიან ალელების ეგზონებს შორის პოტენციურად მომგებიანი კროსინგოვერის ალბათობას - უბრალოდ, კროსინგოვერისათვის მეტი ადგილის წარმოქმნით, მაკოდირებელი თანამიმდევრობების გაწყვეტის გარეშე.
Introns increase the probability of potentially beneficial crossing over between the exons of alleles-simply by providing more terrain for crossovers without interrupting coding sequences.
525594.
ბიოლოგია | თავი XVII
ჩვენ ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სრულიად განსხვავებულ (არაალელურ) გენებს შორის ეგზონების შემთხვევითი არევა და გაცვლა.
We can also imagine the occasional mixing and matching of exons between completely different (nonallelic) genes.
525595.
ბიოლოგია | თავი XVII
ეგზონების ორივე ტიპის არევამ შესაძლოა, წარმოქმნას ახალი ცილები ფუნქციათა ახალი კომბინაციებით.
Exon shuffling of either sort could lead to new proteins with novel combinations of functions.
525596.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა არევის უმეტესობის შედეგად არახელსაყრელ ცვლილებებს მივიღებთ, ხანდახან სასარგებლო ვარიანტიც შეიძლება წარმოიქმნას.
While most of the shuffling would result in nonbeneficial changes, occasionally a beneficial variant might arise.
525597.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაცია არის პოლიპეპტიდის სინთეზი, რომელსაც რნმ წარმართავს.
Translation is the RNA-directed synthesis of a polypeptide.
525598.
ბიოლოგია | თავი XVII
ჩვენ ახლა უფრო დეტალურად განვიხილავთ, როგორ გადადის გენეტიკური ინფორმაცია მრნმ-დან ცილაში - ტრანსლაციის პროცესს.
We will now examine in greater detail how genetic information flows from mRNA to protein-the process of translation.
525599.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც ტრანსკრიფციის შემთხვევაში, აქაც ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსლაციის ძირითად საფეხურებზე, რომლებსაც ადგილი აქვს პროკარიოტებშიც და ევკარიოტებშიც და მივუთითებთ მათ შორის არსებულ განსხვავებებზე.
As we did for transcription, we'll concentrate on the basic steps of translation that occur in both prokaryotes and eukaryotes while pointing out key differences.
525600.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის მოლეკულური კომპონენტები.
Molecular Components of Translation.