669199 Records found
525681.
Biology | Chapter XVII
პატარა სუბერთეული შემდეგ გადაადგილდება მრნმ-ის გასწვრივ დაღმავალი მიმართულებით, ანუ ახდენს მის სკანირებას, სანამ არ მიაღწევს სტარტ-კოდონამდე, აუგ, რომელიც ტრანსლაციის დაწყების სიგნალს წარმოადგენს.
The small subunit then moves, or scans, downstream along the mRNA until it reaches the start codon, AUG, which signals the start of translation.
525682.
Biology | Chapter XVII
ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც განსაზღვრავს კოდონთა წაკითხვის ჩარჩოს მრნმ-ისათვის.
This is important because it establishes the codon reading frame for the mRNA.
525683.
Biology | Chapter XVII
კომპლექსთან უკვე ასოცირებული ინიციატორული ტრნმ ამის შემდეგ უკვე წყალბადურ ბმებს ამყარებს სტარტ-კოდონთან.
The initiator tRNA, already associated with the complex, then hydrogenbonds with the start codon.
525684.
Biology | Chapter XVII
მრნმ-ის, ინიციატორული ტრნმ-ისა და რიბოსომის პატარა სუბერთეულის კავშირს ემატება რიბოსომის დიდი სუბერთეულიც, რითაც სრულდება ტრანსლაციის ინიციაციის კომპლექსის ჩამოყალიბება.
The union of mRNA, initiator tRNA, and a small ribosomal subunit is followed by the attachment of a large ribosomal subunit, completing a translation initiation complex.
525685.
Biology | Chapter XVII
ყველა ამ კომპონენტის ერთად შესაკრებად საჭიროა ცილები, რომელთაც ინიციაციის ფაქტორებს უწოდებენ.
Proteins called initiation factors are required to bring all these components together.
525686.
Biology | Chapter XVII
ინიციაციის კომპლექსის შესაქმნელად, უჯრედი ენერგიასაც ხარჯავს, გტფ-ის მოლეკულების სახით.
The cell also spends energy in the form of a GTP molecule to form the initiation complex.
525687.
Biology | Chapter XVII
ინიციაციის პროცესის დასრულებისას, ინიციატორული ტრნმ განლაგებულია რიბოსომის P საიტზე, ხოლო ვაკანტური A საიტი მზად არის შემდეგი ამინოაცილ ტრნმ-ისათვის.
At the completion of the initiation process, the initiator tRNA sits in the P site of the ribosome, and the vacant A site is ready for the next aminoacyl tRNA.
525688.
Biology | Chapter XVII
ყურადღება მიაქციეთ, რომ პოლიპეპტიდის სინთეზი ყოველთვის ერთი მიმართულებით ხორციელდება, საწყისი მეთიონინიდან ამინო-ბოლოზე, ასევე უწოდებენ N-ბოლოს, საბოლოო ამინომჟავასაკენ კარბოქსი-ბოლოზე, ასევე უწოდებენ C-ბოლოს.
Note that a polypeptide is always synthesized in one direction, from the initial methionine at the amino end, also called the N-terminus, toward the final amino acid at the carboxyl end, also called the C-terminus.
525689.
Biology | Chapter XVII
პოლიპეპტიდური ჯაჭვის ელონგაცია.
Elongation of the Polypeptide Chain.
525690.
Biology | Chapter XVII
ტრანსლაციის ელონგაციის სტადიაზე, ამინომჟავები, სათითაოდ, ემატებიან წინამდებარე ამინომჟავას.
In the elongation stage of translation, amino acids are added one by one to the preceding amino acid.
525691.
Biology | Chapter XVII
თითოეულ დამატებაში მონაწილეობს რამდენიმე ცილა, რომელთაც ელონგაციის ფაქტორებს უწოდებენ.
Each addition involves the participation of several proteins called elongation factors.
525692.
Biology | Chapter XVII
ენერგიის ხარჯვა ხდება პირველ და მესამე საფეხურებზე.
Energy expenditure occurs in the first and third steps.
525693.
Biology | Chapter XVII
კოდონის ამოცნობა საჭიროებს გტფ-ის ორი მოლეკულის ჰიდროლიზს, რაც ამ საფეხურის სიზუსტესა და ეფექტურობას ზრდის.
Codon recognition requires hydrolysis of two molecules of GTP, which increases the accuracy and efficiency of this step.
525694.
Biology | Chapter XVII
კიდევ ერთი გტფ ჰიდროლიზდება ტრანსლოკაციის საფეხურის ენერგიით უზრუნველსაყოფად.
One more GTP is hydrolyzed to provide energy for the translocation step.
525695.
Biology | Chapter XVII
მრნმ გადაადგილდება რიბოსომაში მხოლოდ ერთი მიმართულებით, 5’ ბოლოთი წინ; ეს შეესაბამება რიბოსომის გადაადგილებას მრნმ-ზე 5’ - 3’ მიმართულებით.
The mRNA is moved through the ribosome in one direction only, 5' end first; this is equivalent to the ribosome moving 5'3' on the mRNA.
525696.
Biology | Chapter XVII
მნიშვნელოვანია, რომ რიბოსომა და მრნმ ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ ერთი მიმართულებით და გადაადგილება კოდონობით ხდება (ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობის ბიჯი არის კოდონი).
The important point is that the ribosome and the mRNA move relative to each other, unidirectionally, codon by codon.
525697.
Biology | Chapter XVII
პროკარიოტებში ელონგაციის ციკლს წამის მეათედზე ნაკლები დრო სჭირდება და ჯაჭვზე ყოველი ამინომჟავას დამატებისას თავიდან მეორდება, სანამ არ დასრულდება პოლიპეპტიდის სინთეზი.
The elongation cycle takes less than a tenth of a second in prokaryotes and is repeated as each amino acid is added to the chain until the polypeptide is completed.
525698.
Biology | Chapter XVII
ტრანსლაციის ტერმინაცია.
Termination of Translation.
525699.
Biology | Chapter XVII
ტრანსლაციის საბოლოო სტადია ტერმინაციაა.
The final stage of translation is termination.
525700.
Biology | Chapter XVII
ელონგაცია გრძელდება, სანამ მრნმ-ზე განლაგებული სტოპ კოდონი მიაღწევს რიბოსომის A საიტს.
Elongation continues until a stop codon in the mRNA reaches the A site of the ribosome.