მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525701.
ბიოლოგია | თავი XVII
ფუძეთა ტრიპლეტები უაგ, უაა და უგა არ კოდირებენ ამინომჟავებს, არამედ მოქმედებენ, როგორც ტრანსლაციის დასრულების სიგნალები.
The base triplets UAG, UAA, and UGA do not code for amino acids but instead act as signals to stop translation.
525702.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილა, რომელსაც გამოთავისუფლების ფაქტორი ეწოდება, პირდაპირ უკავშირდება სტოპ კოდონს A საიტზე.
A protein called a release factor binds directly to the stop codon in the A site.
525703.
ბიოლოგია | თავი XVII
გამოთავისუფლების ფაქტორი იწვევს პოლიპეპტიდურ ჯაჭვთან, ამინომჟავას ნაცვლად, წყლის მოლეკულის მიერთებას.
The release factor causes the addition of a water molecule instead of an amino acid to the polypeptide chain.
525704.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს რეაქცია იწვევს დასრულებული პოლიპეპტიდის ჰიდროლიზს P საიტზე განლაგებული ტრნმ-ისაგან; და პოლიპეპტიდი გამოიყოფა რიბოსომის დიდი სუბერთეულის გასასვლელი გვირაბიდან.
This reaction hydrolyzes the completed polypeptide from the tRNA in the P site, releasing the polypeptide through the exit tunnel of the ribosome's large subunit.
525705.
ბიოლოგია | თავი XVII
ამის შემდეგ, ტრანსლაციური ანსამბლის დანარჩენი ნაწილებიც იშლება.
The remainder of the translation assembly then comes apart.
525706.
ბიოლოგია | თავი XVII
ერთ რიბოსომას შეუძლია საშუალო ზომის პოლიპეპტიდის სინთეზი წუთზე ნაკლებ დროში.
A single ribosome can make an average-sized polypeptide in less than a minute.
525707.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა, ჩვეულებრივ, ერთი მრნმ ერთდროულად პოლიპეპტიდის მრავალი ასლის შესაქმნელად გამოიყენება, რადგანაც რამდენიმე რიბოსომას ერთდროულად შეუძლია ერთი მრნმ-დან მესიჯის ტრანსლირება.
Typically, however, a single mRNA is used to make many copies of a polypeptide simultaneously because several ribosomes can translate the message from one mRNA at the same time.
525708.
ბიოლოგია | თავი XVII
მას შემდეგ, რაც რიბოსომა გაივლის სტარტ-კოდონს, მრნმ-ს შეიძლება დაუკავშირდეს მეორე რიბოსომა.
Once a ribosome moves past the start codon, a second ribosome can attach to the mRNA.
525709.
ბიოლოგია | თავი XVII
ამგვარად, მრნმ-ის გასწვრივ შეიძლება იმყოფებოდეს რამდენიმე რიბოსომა.
Thus, a number of ribosomes may trail along one mRNA.
525710.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომების ასეთ რიგს პოლირიბოსომებს (ან პოლისომებს) უწოდებენ და მათი დანახვა ელექტრონული მიკროსკოპითაა შესაძლებელი.
Such strings of ribosomes, called polyribosomes (or polysomes), can be seen with an electron microscope.
525711.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლირიბოსომები ნანახია როგორც პროკარიოტულ, ისე ევკარიოტულ უჯრედებში.
Polyribosomes are found in both prokaryotic and eukaryotic cells.
525712.
ბიოლოგია | თავი XVII
ისინი უჯრედს საშუალებას აძლევენ, ძალიან სწრაფად დაასინთეზოს პოლიპეპტიდის მრავალი ასლი.
They enable a cell to make many copies of a polypeptide very quickly.
525713.
ბიოლოგია | თავი XVII
ფუნქციონალური ცილის წარმოქმნის დასრულება და მიზანმიმართული გადატანა.
Completing and Targeting the Functional Protein.
525714.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის პროცესი ხშირად არ არის საკმარისი ფუნქციონალური ცილის შესაქმნელად.
The process of translation is often not sufficient to make a functional protein.
525715.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ ნაწილში, თქვენ გაეცნობით მოდიფიკაციებს, რომელთაც პოლიპეპტიდური ჯაჭვები განიცდიან ტრანსლაციის პროცესის შემდეგ და ასევე ზოგიერთ იმ მექანიზმს, რომელთა საშუალებით ხდება დასრულებული ცილების მიზანმიმართული გადატანა უჯრედის სპეციფიკური უბნების, საიტებისაკენ.
In this section, you will learn about modifications that polypeptide chains undergo after the translation process as well as some of the mechanisms used to target completed proteins to specific sites in the cell.
525716.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილის დახვევა და პოსტ-ტრანსლაციური მოდიფიკაციები.
Protein Folding and Post-Translational Modifications.
525717.
ბიოლოგია | თავი XVII
სინთეზის პროცესში, პოლიპეპტიდური ჯაჭვი სპონტანურად იწყებს დახვევასა და დაკეცვას და წარმოიქმნება სპეციფიკური კონფორმაციის ფუნქციონალური მოლეკულა: სამ-განზომილებიანი მოლეკულა მეორადი და მესამეული სტრუქტურით.
During its synthesis, a polypeptide chain begins to coil and fold spontaneously, forming a functional protein of specific conformation: a three-dimensional molecule with secondary and tertiary structure.
525718.
ბიოლოგია | თავი XVII
გენი განსაზღვრავს პირველად სტრუქტურას, ხოლო პირველადი სტრუქტურა, თავის მხრივ, განსაზღვრავს კონფორმაციას.
A gene determines primary structure, and primary structure in turn determines conformation.
525719.
ბიოლოგია | თავი XVII
ხშირ შემთხვევაში, ჩაპერონული ცილა (ჩაპერონინი) ეხმარება პოლიპეპტიდს სწორად დახვევაში.
In many cases, a chaperone protein (chaperonin) helps the polypeptide fold correctly.
525720.
ბიოლოგია | თავი XVII
სანამ ცილა თავისი Gგანსაკუთრებული სამუშაოს შესრულებას შეძლებს უჯრედში, შესაძლოა, საჭირო იყოს დამატებითი საფეხურები - პოსტ-ტრანსლაციური მოდიფიკაციები.
be Additional steps-post-translational modifications-may required before the protein can begin doing its particular job in the cell.