მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525661.
ბიოლოგია | თავი XVII
P საიტი (პეპტიდილტრნმსაიტი) იკავშირებს ტრნმ-ს, რომელიც მზარდი პოლიპეპტიდური ჯაჭვის მატარებელია.
The P site (peptidyl-tRNA site) holds the tRNA carrying the growing polypeptide chain.
525662.
ბიოლოგია | თავი XVII
A საიტი (ამინოაცილტრნმ საიტი) იკავშირებს ტრნმ-ს, რომელიც ჯაჭვზე დასამატებელ მომდევნო ამინომჟავას ატარებს.
The A site (aminoacyl-tRNA site) holds the tRNA carrying the next amino acid to be added to the chain.
525663.
ბიოლოგია | თავი XVII
განტვირთული (ამინომჟავასაგან განთავისუფლებული) ტრნმ-ები რიბოსომას ტოვებენ E საიტის (გასვლის საიტი) საშუალებით.
Discharged tRNAs leave the ribosome from the E site (exit site).
525664.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომა განათავსებს ტრნმ-სა და მრნმ-ს ერთმანეთთან ახლო მანძილზე და აწვდის ახალ ამინომჟავას მზარდი პოლიპეპტიდის კარბოქსი-ბოლოზე დასამატებლად.
The ribosome holds the tRNA and mRNA in close proximity and positions the new amino acid for addition to the carboxyl end of the growing polypeptide.
525665.
ბიოლოგია | თავი XVII
შემდგომ, ის აკატალიზებს პეპტიდური ბმის წარმოქმნას.
It then catalyzes the formation of the peptide bond.
525666.
ბიოლოგია | თავი XVII
როდესაც პოლიპეპტიდი გრძელდება, ის გადის რიბოსომის დიდი სუბერთეულის გასასვლელ გვირაბში.
As the polypeptide becomes longer, it passes through an exit tunnel in the ribosome's large subunit.
525667.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიპეპტიდის სინთეზის დასრულების შემდეგ, ის გამოთავისუფლდება ციტოზოლში გასასვლელი გვირაბიდან.
When the polypeptide is complete, it is released to the cytosol through the exit tunnel.
525668.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომის სტრუქტურის გენეტიკური და ბიოქიმიური კვლევა ოთხი ათეული წელი მიმდინარეობდა და მისი კულმინაციაა ბაქტერიული რიბოსომის დეტალური სტრუქტურა, რომლის მოდელიც წარმოდგენილია 17.1 სურათზე.
Four decades of genetic and biochemical research on ribosome structure have culminated in the detailed structure of the bacterial ribosome, which appears as a ribbon model in Figure 17.1.
525669.
ბიოლოგია | თავი XVII
უახლესი მონაცემები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ რიბოსომის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში მთავარი როლი აკისრია რნმ-ს, და არა ცილას.
Recent research strongly supports the hypothesis that rRNA, not protein, is primarily responsible for both structure and function of the ribosome.
525670.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილები, რომლებიც რიბოსომაზე, ძირითადად, გარედან არიან განთავსებული, ხელს უწყობენ რრნმ-ის კონფორმაციულ ცვლილებებს, როდესაც ისინი ტრანსლაციის პროცესში კატალიზს ახორციელებენ.
The proteins, which are largely on the exterior, support the conformational changes of the rRNA molecules as they carry out catalysis during translation.
525671.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ წარმოადგენს რიბოსომის ორი სუბერთეულის საზღვრისა და A და P საიტების მთავარ შემადგენელს და ის აკატალიზებს პეპტიდური ბმის წარმოქმნას.
RNA is the main constituent of the interface between the two subunits and of the A and P sites, and it is the catalyst of peptide bond formation.
525672.
ბიოლოგია | თავი XVII
ამრიგად, რიბოსომა შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ერთი უზარმაზარი რიბოზომი!
Thus, a ribosome can be regarded as one colossal ribozyme!
525673.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიპეპტიდის აშენება.
Building a Polypeptide.
525674.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაცია, პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზი, შეიძლება დაიყოს სამ სტადიად (ტრანსკრიფციის ეტაპების ანალოგიურად): ინიციაცია, ელონგაცია და ტერმინაცია.
We can divide translation, the synthesis of a polypeptide chain, into three stages (analogous to those of transcription): initiation, elongation, and termination.
525675.
ბიოლოგია | თავი XVII
სამივე ეტაპი საჭიროებს ცილოვან „ფაქტორებს“, რომლებიც ეხმარებიან მრნმ-ს, ტრნმ-სა და რიბოსომებს ტრანსლაციის პროცესში.
All three stages require protein "factors" that aid mRNA, tRNA, and ribosomes in the translation process.
525676.
ბიოლოგია | თავი XVII
ჯაჭვის ინიციაციისა და ელონგაციის გარკვეული ასპექტებისათვის ასევე საჭიროა ენერგია.
For certain aspects of chain initiation and elongation, energy is also required.
525677.
ბიოლოგია | თავი XVII
ის მოიპოვება გტფ-ის (გუანოზინ ტრიფოსფატის), ატფ-ის მონათესავე მოლეკულის, ჰიდროლიზის საშუალებით.
It is provided by the hydrolysis of GTP (guanosine triphosphate), a molecule closely related to ATP.
525678.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომის ასოციაცია და ტრანსლაციის ინიციაცია.
Ribosome Association and Initiation of Translation.
525679.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაციის ინიციაციის საფეხური ერთმანეთთან აერთებს მრნმ-ს, პოლიპეპტიდის პირველი ამინომჟავას მატარებელ ტრნმ-სა და რიბოსომის ორ სუბერთეულს.
The initiation stage of translation brings together mRNA, a tRNA bearing the first amino acid of the polypeptide, and the two subunits of a ribosome.
525680.
ბიოლოგია | თავი XVII
პირველად, რიბოსომის პატარა სუბერთეული უკავშირდება მრნმ-სა და სპეციფიკურ ინიციატორულ ტრნმ-ს, რომელიც ამინომჟავა მეთიონინის მატარებელია.
First, a small ribosomal subunit binds to both mRNA and a specific initiator tRNA, which carries the amino acid methionine.