669199 Records found
525921.
Biology | Chapter XVIII
ზოგიერთი ვირუსი კაპსიდის შიგნით რამდენიმე ვირუსული ფერმენტის მოლეკულას ატარებს.
Some viruses carry a few viral enzyme molecules within their capsids.
525922.
Biology | Chapter XVIII
ყველაზე რთული კაპსიდები ნანახია ბაქტერიების დამაინფიცირებელ ვირუსებში, რომელთაც ბაქტერიოფაგებს, ან უბრალოდ ფაგებს, უწოდებენ.
The most complex capsids are found among viruses that infect bacteria, called bacteriophages, or simply phages.
525923.
Biology | Chapter XVIII
ფაგებიდან პირველად შესწავლილი იქნა შვიდი ფაგი, რომლებიც E.coli-ს აინფიცირებენ.
The first phages studied included seven that infect E. coli.
525924.
Biology | Chapter XVIII
ამ შვიდ ფაგს შემდეგი სახელწოდებები მიანიჭეს: ტიპი 1, ტიპი 2 და ა.შ. მათი აღმოჩენის რიგის მიხედვით.
These seven phages were named type 1 (T1), type 2 (T2), and so forth, in the order of their discovery.
525925.
Biology | Chapter XVIII
სამი ტიპის ფაგები სტრუქტურულად ძალიან მსგავსი აღმოჩნდნენ.
The three T-even phages turned out to be very similar in structure.
525926.
Biology | Chapter XVIII
მათ კაპსიდებს დნმ-ის შემცველი წაგრძელებული იკოსაედრული თავები აქვთ.
Their capsids have elongated icosahedral heads enclosing their DNA.
525927.
Biology | Chapter XVIII
თავთან მიმაგრებულია ცილოვანი კუდის ნაწილი ბოჭკოებით, რასაც ფაგები ბაქტერიასთან მისამაგრებლად იყენებენ.
Attached to the head is a protein tail piece with fibers that the phages use to attach to a bacterium.
525928.
Biology | Chapter XVIII
ვირუსული რეპროდუქციული ციკლების ძირითადი მახასიათებლები.
General Features of Viral Reproductive Cycles.
525929.
Biology | Chapter XVIII
ვირუსები იძულებითი უჯრედშიდა პარაზიტებია: მათ რეპროდუცირება მხოლოდ მასპინძელ უჯრედში შეუძლიათ.
Viruses are obligate intracellular parasites: They can reproduce only within a host cell.
525930.
Biology | Chapter XVIII
დამოუკიდებლად, ვირუსს გამრავლების ან რაიმეს გაკეთების უნარი არა აქვს, მხოლოდ შესაბამისი მასპინძელი უჯრედის ინფიცირება შეუძლია.
An isolated virus is unable to reproduce or do anything else except infect an appropriate host cell.
525931.
Biology | Chapter XVIII
ვირუსებს არ გააჩნიათ მეტაბოლური ფერმენტები, რიბოსომები და ცილის სინთეზისათვის საჭირო სხვა ორგანელები.
Viruses lack metabolic enzymes, ribosomes, and other equipment for making proteins.
525932.
Biology | Chapter XVIII
ამრიგად, გამოცალკევებული ვირუსები წარმოადგენენ უბრალოდ „ჩალაგებული“ გენების ნაკრებს, რომელიც უნდა გადაიტანონ ერთი მასპინძელი უჯრედიდან მეორეში.
Thus, isolated viruses are merely packaged sets of genes in transit from one host cell to another.
525933.
Biology | Chapter XVIII
თითოეული ტიპის ვირუსს შეუძლია მასპინძელი უჯრედების მხოლოდ განსაზღვრული, ლიმიტირებული არეალის ინფიცირება, რასაც მისი მასპინძელი არეალი ეწოდება.
Each type of virus can infect only a limited range of host cells, called its host range.
525934.
Biology | Chapter XVIII
მასპინძლის ეს სპეციფიკურობა ვირუსის მიერ რეკოგნიციული (ამოცნობის) სისტემის ევოლუციის შედეგია.
This host specificity results from the evolution of recognition systems by the virus.
525935.
Biology | Chapter XVIII
ვირუსები ამოიცნობენ თავის მასპინძელ უჯრედებს ვირუსის გარე ნაწილზე მდებარე ცილებსა და უჯრედების ზედაპირზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორულ მოლეკულებს შორის წარმოქმნილი „კლიტისა და გასაღების“ შესაბამისობით.
Viruses identify their host cells by a "lock-and-key" fit between proteins on the outside of the virus and specific receptor molecules on the surface of cells.
525936.
Biology | Chapter XVIII
სავარაუდოდ, რეცეპტორები თავდაპირველად იმიტომ განვითარდნენ, რომ ორგანიზმისათვის სასარგებლო ფუნქციებს ასრულებდნენ.
Presumably, the receptors first evolved because they carried out functions of benefit to the organism.
525937.
Biology | Chapter XVIII
ზოგიერთი ვირუსის მასპინძელი არეალი საკმაოდ ფართოა.
Some viruses have broad host ranges.
525938.
Biology | Chapter XVIII
მაგალითად, ვესტ ნილის ვირუსს შეუძლია კოღოების, ფრინველებისა და ადამიანების დასნებოვნება.
West Nile virus, for example, can infect mosquitoes, birds, and humans.
525939.
Biology | Chapter XVIII
ცხენის ენცეფალიტის ვირუსი კი აინფიცირებს კოღოებს, ფრინველებს, ცხენებსა და ადამიანებს.
Equine encephalitis virus can infect mosquitoes, birds, horses, and humans.
525940.
Biology | Chapter XVIII
სხვა ვირუსების მასპინძელი არეალი იმდენად ვიწროა, რომ მათ მხოლოდ ცალკეული სახეობების ინფიცირება შეუძლიათ.
Other viruses have host ranges so narrow that they infect only a single species.