მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525941.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, წითელას ვირუსი და პოლიოვირუსი მხოლოდ ადამიანებს აინფიცირებენ.
Measles virus and poliovirus, for instance, can infect only humans.
525942.
ბიოლოგია | თავი XVIII
გარდა ამისა, მრავალუჯრედიანი ევკარიოტების ვირუსული ინფექციები, ჩვეულებრივ, განსაზღვრული ქსოვილებითაა ლიმიტირებული.
Furthermore, infection by viruses of multicellular eukaryotes is usually limited to particular tissues.
525943.
ბიოლოგია | თავი XVIII
ადამიანის გაცივების ვირუსები აინფიცირებენ მხოლოდ ზედა რესპირატორული ტრაქტის ამომფენ უჯრედებს, ხოლო შიდსი-ს ვირუსი უკავშირდება სისხლის გარკვეული ტიპის თეთრ უჯრედებზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს.
Human cold viruses infect only the cells lining the upper respiratory tract, and the AIDS virus binds to specific receptors on certain types of white blood cells.
525944.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ინფექცია იწყება, როდესაც ვირუსის გენომი შეაღწევს მასპინძელ უჯრედში.
A viral infection begins when the genome of a virus makes its way into a host cell.
525945.
ბიოლოგია | თავი XVIII
ნუკლეინის მჟავის უჯრედში შესვლის მექანიზმები სხვადასხვაგვარია ვირუსის ტიპისა და მასპინძელი უჯრედის ტიპის მიხედვით.
The mechanism by which this nucleic acid enters the cell varies, depending on the type of virus and the type of host cell.
525946.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, T-რიგის ფაგები ბაქტერიაში დნმ-ის შესაყვანად იყენებენ თავის დახვეწილ კუდის აპარატს.
For example, the T-even phages use their elaborate tail apparatus to inject DNA into a bacterium.
525947.
ბიოლოგია | თავი XVIII
უჯრედში შეღწევის შემდეგ, ვირუსული გენომი იპყრობს საკუთარ მასპინძელს, გადააპროგრამებს რა უჯრედს ვირუსული ნუკლეინის მჟავის ასლებისა და ვირუსული ცილების საწარმოებლად.
Once inside, the viral genome can commandeer its host, reprogramming the cell to copy the viral nucleic acid and manufacture viral proteins.
525948.
ბიოლოგია | თავი XVIII
მასპინძელი უჯრედიდან იღებს ნუკლეოტიდებს, ვირუსული ნუკლეინის მჟავების შესაქმნელად, ასევე ფერმენტებს, რიბოსომებს, ტრნმ-ებს, ამინომჟავებს, ატფსა და სხვა კომპონენტებს, რომლებიც საჭიროა ვირუსული გენების კარნახით ვირუსული ცილების დასასინთეზებლად.
The host provides the nucleotides for making viral nucleic acids, as well as enzymes, ribosomes, tRNAs, amino acids, ATP, and other components needed for making the viral proteins dictated by viral genes.
525949.
ბიოლოგია | თავი XVIII
დნმ ვირუსების უმეტესობა იყენებს მასპინძელი უჯრედის დნმ პოლიმერაზებს, ვირუსული დნმ-ის ყალიბების მიხედვით ახალი გენომების შესაქმნელად.
Most DNA viruses use the DNA polymerases of the host cell to synthesize new genomes along the templates provided by the viral DNA.
525950.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის საპირისპიროდ, თავისი გენომის რეპლიცირებისათვის, რნმ ვირუსები იყენებენ სპეციალურ, ვირუსის მიერ კოდირებულ პოლიმერაზებს, რომელთაც ყალიბად რნმ-ის გამოყენება შეუძლიათ.
In contrast, to replicate their genomes, RNA viruses use special virus-encoded polymerases that can use RNA as a template.
525951.
ბიოლოგია | თავი XVIII
არაინფიცირებული უჯრედები, ძირითადად, არ ასინთეზებენ ამ ბოლო პროცესის განმახორციელებელ ფერმენტებს.
Uninfected cells generally make no enzymes for carrying out this latter process.
525952.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ნუკლეინის მჟავის მოლეკულებისა და კაპსომერების წარმოქმნის შემდეგ, მათი აწყობა ახალ ვირუსებად ხშირად თვითაწყობის სპონტანურ პროცესს წარმოადგენს.
After the viral nucleic acid molecules and capsomeres are produced, their assembly into new viruses is often a spontaneous process of self-assembly.
525953.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაქტობრივად, შესაძლოა, თმვ-ის რნმ-ისა და კაპსომერების დაცალკევება ლაბორატორიაში და შემდეგ, მათი ხელახლა აწყობა მთლიან ვირუსებად მოხდება შესაბამის პირობებში კომპონენტების უბრალო შერევით.
In fact, the RNA and capsomeres of TMV can be separated in the laboratory and then reassembled to form complete viruses simply by mixing the components together under the right conditions.
525954.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული რეპროდუქციული ციკლის უმარტივესი ტიპი მთავრდება ინფიცირებული მასპინძელი უჯრედიდან ასეულობით ან ათასეულობით ვირუსების გამოსვლით.
The simplest type of viral reproductive cycle ends with the exit of hundreds or thousands of viruses from the infected host cell.
525955.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ პროცესის შედეგად თვითონ მასპინძელი უჯრედი ხშირად ზიანდება, ან იღუპება.
A process that often damages or destroys the cell.
525956.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარი უჯრედული დაზიანება ან სიკვდილი, ისევე როგორც ორგანიზმის საპასუხო რეაქციები ამ დაზიანებებზე, იწვევს ვირუსულ ინფექციებთან ასოცირებულ ზოგიერთ სიმპტომს.
Such cellular damage and death, as well as the body's responses to this destruction, cause some of the symptoms associated with viral infections.
525957.
ბიოლოგია | თავი XVIII
უჯრედიდან გამოსულ ვირუსულ შთამომავლობას დამატებითი უჯრედების ინფიცირების პოტენციალი აქვს და ამგვარად ხდება ვირუსული ინფექციის გავრცელება.
The viral progeny that exit a cell have the potential to infect additional cells, spreading the viral infection.
525958.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩვენს მიერ ზოგადად განხილული ვირუსის უმარტივესი რეპროდუქციული ციკლის მრავალი ვარიაცია არსებობს.
There are many variations on the simplified viral reproductive cycle we have traced in this overview.
525959.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩვენ ახლა ცოტა უფრო დეტალურად განვიხილავთ ზოგიერთ ამ ვარიაციას ბაქტერიულ ვირუსებსა (ფაგებსა) და ცხოველურ ვირუსებში; უფრო მოგვიანებით, ამავე თავში, მცენარეთა ვირუსებსაც შევეხებით.
We will now take a closer look at some of these variations in bacterial viruses (phages) and animal viruses; later in the chapter, we will consider plant viruses.
525960.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგების რეპროდუქციული ციკლები.
Reproductive Cycles of Phages.