მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525901.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ ვირუსების სტრუქტურასა და შემდგომ, მათი რეპროდუქციის საშუალებებს.
Let's examine the structure of viruses more closely and then how they reproduce.
525902.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული გენომები.
Viral Genomes.
525903.
ბიოლოგია | თავი XVIII
გენებს ჩვენ, ჩვეულებრივ, წარმოვიდგენთ, როგორც ორჯაჭვიანი დნმ-ის - ორმაგი სპირალისაგან შედგენილ სტრუქტურას.
We usually think of genes as being made of double-stranded DNA-the conventional double helix.
525904.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ მრავალი ვირუსი უარყოფს ამ მოსაზრებას.
But many viruses defy this convention.
525905.
ბიოლოგია | თავი XVIII
მათი გენომები შესაძლოა, შედგებოდეს ორჯაჭვიანი დნმ-ის, ერთჯაჭვიანი დნმ-ის, ორჯაჭვიანი რნმ-ის ან ერთჯაჭვიანი რნმ-ისაგან, იმის მიხედვით, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე.
Their genomes may consist of doublestranded DNA, single-stranded DNA, double-stranded RNA, or single-stranded RNA, depending on the kind of virus.
525906.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსს უწოდებენ დნმ ვირუსს, ან რნმ ვირუსს, მისი გენომის შემადგენელი ნუკლეინის მჟავის ტიპის შესაბამისად.
A virus is called a DNA virus or an RNA virus, according to the kind of nucleic acid that makes up its genome.
525907.
ბიოლოგია | თავი XVIII
ორივე შემთხვევაში, გენომი, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია ერთი ხაზობრივი ან წრიული მოლეკულის სახით.
In either case, the genome is usually organized as a single linear or circular molecule of nucleic acid.
525908.
ბიოლოგია | თავი XVIII
უმცირეს ვირუსებს მხოლოდ ოთხი გენი აქვთ, ხოლო უდიდესებს - რამდენიმე ასეული.
The smallest viruses have only four genes, while the largest have several hundred.
525909.
ბიოლოგია | თავი XVIII
კაპსიდები და გარეთა გარსები.
Capsids and Envelopes.
525910.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების გენომის ცილოვან გარსს კაპსიდას უწოდებენ.
The protein shell enclosing the viral genome is called a capsid.
525911.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსის ტიპის მიხედვით, კაპსიდა შეიძლება იყოს ჩხირის ფორმის, მრავალწახნაგოვანი (პოლიედრული) ან უფრო რთული ფორმის (T4-ის მსგავსად).
Depending on the type of virus, the capsid may be rod-shaped, polyhedral, or more complex in shape (like T4).
525912.
ბიოლოგია | თავი XVIII
კაპსიდები აგებულია დიდი რაოდენობით ცილოვანი სუბერთეულების, კაპსომერებისაგან.
Capsids are built from a large number of protein subunits called capsomeres.
525913.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ ცილების სხვადასხვა ტიპების რაოდენობა, ჩვეულებრივ, მცირეა.
But the number of different kinds of proteins is usually small.
525914.
ბიოლოგია | თავი XVIII
თამბაქოს მოზაიკის ვირუსს აქვს მყარი, ჩხირის ფორმის კაპსიდა, რომელიც შედგება სპირალურად განლაგებული მხოლოდ ერთი ტიპის ცილის ათასზე მეტი მოლეკულისაგან.
Tobacco mosaic virus has a rigid, rod-shaped capsid made from over a thousand molecules of a single type of protein arranged in a helix.
525915.
ბიოლოგია | თავი XVIII
ადენოვირუსებს, რომლებიც აინფიცირებენ ცხოველთა რესპირატორულ გზებს, აქვთ 252 იდენტური ცილის მოლეკულა, რომლებიც განლაგებულია მრავალწახნაგოვან კაპსიდაში 20 სამკუთხა ფაცეტით - იკოსაედრში.
Adenoviruses, which infect the respiratory tracts of animals, have 252 identical protein molecules arranged in a polyhedral capsid with 20 triangular facets-an icosahedron.
525916.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთ ვირუსს აქვს დამატებითი სტრუქტურები, რომლებიც მასპინძელი უჯრედების ინფიცირებაში ეხმარებათ.
Some viruses have accessory structures that help them infect their hosts.
525917.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, გრიპის ვირუსებს და ასევე ცხოველებში ნანახ სხვა მრავალ ვირუსს კაპსიდის გარშემო აქვთ მემბრანული გარსი.
For instance, a membranous envelope surrounds the capsids of influenza viruses and many other viruses found in animals.
525918.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ვირუსული გარეთა გარსები წარმოქმნილია მასპინძელი უჯრედის მემბრანიდან და შეიცავს მასპინძელი უჯრედის ფოსფოლიპიდებსა და მემბრანულ ცილებს.
These viral envelopes, which are derived from the membrane of the host cell, contain host cell phospholipids and membrane proteins.
525919.
ბიოლოგია | თავი XVIII
ისინი ასევე შეიცავს ვირუსული წარმოშობის ცილებსა და გლიკოპროტეინებს.
They also contain proteins and glycoproteins of viral origin.
525920.
ბიოლოგია | თავი XVIII
გლიკოპროტეინები არის ცილები, რომლებიც კოვალენტურადაა დაკავშირებული ნახშირწყლებთან
Glycoproteins are proteins with carbohydrate covalently attached.