669199 Records found
526421.
Biology | Chapter XVIII
ლაქტოზის არარსებობისას (და შესაბამისად ალოლაქტოზისაც), lac რეპრესორი თავის აქტიურ კონფიგურაციაშია და ამიტომ, lac ოპერონის გენები არ ექსპრესირდებიან.
In the absence of lactose (and hence allolactose), the lac repressor is in its active configuration, and the genes of the lac operon are silenced.
526422.
Biology | Chapter XVIII
თუ უჯრედის გარემომცველ არეს დაემატება ლაქტოზა, ალოლაქტოზა დაუკავშირდება lac რეპრესორს, შეცვლის მის კონფორმაციას და ამით ართმევს მას ოპერატორთან დაკავშირების უნარს.
If lactose is added to the cell's surroundings, allolactose binds to the lac repressor and alters its conformation, nullifying the repressor's ability to attach to the operator.
526423.
Biology | Chapter XVIII
მასთან ბმული რეპრესორის გარეშე, lac ოპერონი ტრანსკრიბირდება ლაქტოზას მომნელებელი ფერმენტების განმსაზღვრელ მრნმ-ში.
Without bound repressor, the lac operon is transcribed into mRNA for the lactose-utilizing enzymes.
526424.
Biology | Chapter XVIII
გენთა რეგულაციის კონტექსტში, ლაქტოზის გზის ფერმენტებს განიხილავენ, როგორც ინდუცირებად ფერმენტებს, რადგანაც მათი სინთეზი ინდუცირდება ქიმიური სიგნალის (ალოლაქტოზას, ამ შემთხვევაში) მიერ.
In the context of gene regulation, the enzymes of the lactose pathway are referred to as inducible enzymes, because their synthesis is induced by a chemical signal (allolactose, in this case).
526425.
Biology | Chapter XVIII
ანალოგიურად, ტრიპტოფანის სინთეზის ფერმენტებს რეპრესირებად ფერმენტებს უწოდებენ.
Analogously, the enzymes for tryptophan synthesis are said to be repressible.
526426.
Biology | Chapter XVIII
რეპრესირებადი ფერმენტები, ძირითადად, მოქმედებენ ანაბოლურ გზებში, რომელთა საშუალებითაც ხდება უმი მასალისაგან (პრეკურსორებისაგან) აუცილებელი საბოლოო პროდუქტების სინთეზი.
Repressible enzymes generally function in anabolic pathways, which synthesize essential end products from raw materials (precursors).
526427.
Biology | Chapter XVIII
როდესაც საბოლოო პროდუქტი უკვე არსებობს საკმარისი რაოდენობით, უჯრედი წყვეტს მის წარმოებას და ამ გზით, შეუძლია მისი ორგანული წინამორბედებისა და მისი სინთეზისათვის საჭირო ენერგიის მიმართვა სხვა დანიშნულებისათვის.
By suspending production of an end product when it is already present in sufficient quantity, the cell can allocate its organic precursors and energy for other uses.
526428.
Biology | Chapter XVIII
ამის საპირისპიროდ, ინდუცირებადი ფერმენტები, ჩვეულებრივ, მოქმედებენ კატაბოლურ გზებში, რომელთა საშუალებით ხდება საკვები ნივთიერებების დაშლა უფრო მარტივ მოლეკულებამდე.
In contrast, inducible enzymes usually function in catabolic pathways, which break down a nutrient to simpler molecules.
526429.
Biology | Chapter XVIII
შესაბამისი ფერმენტების წარმოებით მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვები ნივთიერება ხელმისაწვდომია, უჯრედი თავიდან ირიდებს ენერგიისა და წინამორბედი მოლეკულების ხარჯვას იმ ცილების შესაქმნელად, რომლებიც ამ მომენტში არ არიან საჭირო.
By producing the appropriate enzymes only when the nutrient is available, the cell avoids wasting energy and precursors making proteins that are not needed.
526430.
Biology | Chapter XVIII
როგორც ტრპ, ისე lac ოპერონების რეგულაცია მოიცავს გენების ნეგატიურ (უარყოფით) კონტროლს, რადგანაც ხდება ოპერონების გამორთვა რეპრესორული ცილის აქტიური ფორმის მიერ.
Regulation of both the trp and lac operons involves the negative control of genes, because the operons are switched off by the active form of the repressor protein.
526431.
Biology | Chapter XVIII
ამის დანახვა, შესაძლოა, უფრო მარტივია ტრპ ოპერონისათვის, მაგრამ აღნიშნული დებულება ჭეშმარიტია lac ოპერონის შემთხვევაშიც.
It may be easier to see this for the trp operon, but it is also true for the lac operon.
526432.
Biology | Chapter XVIII
ალოლაქტოზა ფერმენტის სინთეზს იწვევს არა პირდაპირ გენომზე მოქმედებით, არამედ lac ოპერონის განთავისუფლებით რეპრესორის ნეგატიური ეფექტისაგან.
Allolactose induces enzyme synthesis not by acting directly on the genome, but by freeing the lac operon from the negative effect of the repressor.
526433.
Biology | Chapter XVIII
მიჩნეულია, რომ გენთა რეგულაცია მხოლოდ მაშინ არის პოზიტიური (დადებითი), როდესაც რეგულატორული ცილა პირდაპირ ურთიერთქმედებს გენომთან ტრანსკრიფციის ჩასართავად.
Gene regulation is said to be positive only when a regulatory protein interacts directly with the genome to switch transcription on.
526434.
Biology | Chapter XVIII
მოდით, განვიხილოთ გენთა პოზიტიური რეგულაციის მაგალითი, კვლავ lac ოპერონის შემთხვევაში.
Let's look at an example of positive control of genes, again involving the lac operon.
526435.
Biology | Chapter XVIII
გენთა პოზიტიური რეგულაცია.
Positive Gene Regulation.
526436.
Biology | Chapter XVIII
ლაქტოზას მომნელებელი ფერმენტების საგრძნობი რაოდენობით დასასინთეზებლად არ არის საკმარისი ბაქტერიულ უჯრედში ლაქტოზის არსებობა.
For the lactose-utilizing enzymes to be synthesized in appreciable quantity, it is not sufficient for lactose to be present in the bacterial cell.
526437.
Biology | Chapter XVIII
მეორე საჭირო პირობა არის, რომ უჯრედი უნდა განიცდიდეს მარტივი შაქრის, გლუკოზას, ნაკლებობას.
The other requirement is that the simple sugar glucose be in short supply.
526438.
Biology | Chapter XVIII
გლიკოლიზისა და სხვა კატაბოლური გზებისათვის, E.coli სხვა სუბსტრატებთან შედარებით, უპირატესად გლუკოზას იყენებს.
Given a choice of substrates for glycolysis and other catabolic pathways, E. coli preferentially uses glucose.
526439.
Biology | Chapter XVIII
გლუკოზის დაშლისათვის (გლიკოლიზისათვის) საჭირო ფერმენტები მუდმივადაა წარმოდგენილი.
The enzymes for glucose breakdown (glycolysis) are continually present.
526440.
Biology | Chapter XVIII
როგორ შეიგრძნობს E.coli-ს უჯრედი გლუკოზის კონცენტრაციებს და როგორ გადაეცემა ეს ინფორმაცია გენომს?
How does the E. coli cell sense the glucose concentration, and how is this information relayed to the genome?