მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526401.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრიპტოფანის დაგროვებისას, უფრო მეტი ტრიპტოფანის მოლეკულა ასოცირდება ტრპ რეპრესორის მოლეკულებთან, რომელთაც ამის შემდეგ შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ტრპ ოპერატორს და შეაჩერონ ტრიპტოფანის გზის ფერმენტების წარმოქმნა.
As tryptophan accumulates, more tryptophan molecules associate with trp repressor molecules, which can then bind to the trp operator and shut down production of the tryptophan pathway enzymes.
526402.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ უჯრედში ტრიპტოფანის დონე შემცირდება, ოპერონის გენების ტრანსკრიფცია კვლავ განახლდება.
If the cell's tryptophan level drops, transcription of the operon's genes resumes.
526403.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს არის ერთი მაგალითი, თუ როგორ სწრაფად პასუხობს გენთა ექსპრესია ცვლილებებს უჯრედის შიდა თუ გარე გარემოში.
This is one example of how gene expression responds rapidly to changes in the cell's internal and external environment.
526404.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეპრესირებადი და ინდუცირებადი ოპერონები: გენთა ნეგატიური რეგულაციის ორი ტიპი.
Repressible and Inducible Operons: Two Types of Negative Gene Regulation.
526405.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრპ ოპერონს რეპრესირებად ოპერონს უწოდებენ, რადგანაც მისი ტრანსკრიფცია, ჩვეულებრივ, ჩართულია, მაგრამ შესაძლოა, მოხდეს მისი ინჰიბირება (რეპრესირება), როდესაც სპეციფიკური მცირე მოლეკულა (ტრიპტოფანი) ალოსტერულად დაუკავშირდება რეგულატორულ ცილას.
The trp operon is said to be a repressible operon because its transcription is usually on but can be inhibited (repressed) when a specific small molecule (tryptophan) binds allosterically to a regulatory protein.
526406.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის საპირისპიროდ, ინდუცირებადი ოპერონი, ჩვეულებრივ, გამორთულია, მაგრამ შესაძლოა, მოხდეს მისი სტიმულირება (ინდუცირება), როდესაც სპეციფიკური მცირე მოლეკულა ურთიერთქმედებს რეგულატორულ ცილასთან.
In contrast, an inducible operon is usually off but can be stimulated (induced) when a specific small molecule interacts with a regulatory protein.
526407.
ბიოლოგია | თავი XVIII
ინდუცირებადი ოპერონის კლასიკური მაგალითია lac ოპერონი (lac აღნიშნავს ლაქტოზას), რომელიც ჟაკობისა და მონოს პიონერული კვლევის საგანს წარმოადგენდა.
The classic example of an inducible operon is the lac operon (lac for lactose), the subject of Jacob and Monod's pioneering research.
526408.
ბიოლოგია | თავი XVIII
დისაქარიდი ლაქტოზა (რძის შაქარი) მისაწვდომია E.coli-ისათვის, თუკი მისი მასპინძელი ადამიანი რძეს სვამს.
The disaccharide lactose (milk sugar) is available to E. coli if the human host drinks milk.
526409.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლაქტოზის მეტაბოლიზმი იწყება დისაქარიდის ჰიდროლიზით მის შემადგენელ მონოსაქარიდებად, გლუკოზად და გალაქტოზად.
Lactose metabolism begins with hydrolysis of the disaccharide into its component monosaccharides, glucose and galactose.
526410.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი β-გალაქტოზიდაზა.
A reaction catalyzed by the enzyme B-galactosidase.
526411.
ბიოლოგია | თავი XVIII
აღნიშნული ფერმენტის მხოლოდ რამდენიმე მოლეკულაა წარმოდგენილი E.coli-ის უჯრედში, რომელიც ლაქტოზის არარსებობისას იზრდება.
Only a few molecules of this enzyme are present in an E. coli cell growing in the absence of lactose.
526412.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ, თუ ბაქტერიის გარემოცვას ლაქტოზას დავუმატებთ, უჯრედში β-გალაქტოზიდაზების მოლეკულების რიცხვი დაახლოებით 15 წუთში ათასჯერ გაიზრდება.
But if lactose is added to the bacterium's environment, the number of B-galactosidase molecules in the cell increases a thousandfold within about 15 minutes.
526413.
ბიოლოგია | თავი XVIII
β-გალაქტოზიდაზას გენი წარმოადგენს lac ოპერონის ნაწილს, რომელშიც მის გარდა ლაქტოზას მეტაბოლიზმში მონაწილე სხვა ორი ფერმენტის მაკოდირებელი გენიც არის ჩართული.
The gene for B-galactosidase is part of the lac operon, which includes two other genes coding for enzymes that function in lactose metabolism.
526414.
ბიოლოგია | თავი XVIII
მთელი ტრანსკრიფციის ერთეული ერთი ოპერატორისა და პრომოტორის მიერ კონტროლდება.
The entire transcription unit is under the command of a single operator and promoter.
526415.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეგულატორული გენი, lacI, განთავსებულია ოპერონის გარეთ და კოდირებს ალოსტერულ რეპრესორულ ცილას, რომელსაც ოპერატორთან დაკავშირების შედეგად, lac ოპერონის გამორთვა შეუძლია.
The regulatory gene, lacl, located outside the operon, codes for an allosteric repressor protein that can switch off the lac operon by binding to the operator.
526416.
ბიოლოგია | თავი XVIII
აქამდე, ყველაფერი ტრპ ოპერონის რეგულაციის მსგავსად გამოიყურება, მაგრამ არსებობს ერთი, მნიშვნელოვანი განსხვავება.
So far, this sounds just like regulation of the trp operon, but there is one important difference.
526417.
ბიოლოგია | თავი XVIII
გაიხსენეთ, რომ ტრპ რეპრესორი თავისთავად ინაქტიურია და ოპერატორთან დასაკავშირებლად საჭიროებს ტრიპტოფანს, როგორც კორეპრესორს.
Recall that the trp repressor is inactive by itself and requires tryptophan as a corepressor in order to bind to the operator.
526418.
ბიოლოგია | თავი XVIII
lac რეპრესორი კი, მისგან განსხვავებით, თავისთავად არის აქტიური, უკავშირდება რა ოპერატორს და თიშავს lac ოპერონს.
The lac repressor, in contrast, is active all by itself, binding to the operator and switching the lac operon off.
526419.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ შემთხვევაში, რეპრესორის ინაქტივაციას იწვევს სპეციფიკური მცირე მოლეკულა, რომელსაც ინდუქტორი ეწოდება.
In this case, a specific small molecule, called an inducer, inactivates the repressor.
526420.
ბიოლოგია | თავი XVIII
lac ოპერონისათვის, ინდუქტორს წარმოადგენს ალოლაქტოზა, ლაქტოზას იზომერი, რომელიც უჯრედში შესული ლაქტოზიდან მიიღება მცირე რაოდენობებით.
For the lac operon, the inducer is allolactose, an isomer of lactose formed in small amounts from lactose that enters the cell.