669199 Records found
526441.
Biology | Chapter XVIII
აქაც, მექანიზმი დამოკიდებულია ალოსტერული რეგულატორული ცილის ურთიერთქმედებაზე მცირე ორგანულ მოლეკულასთან, ამ შემთხვევაში ციკლურ ამფ-თან (ცამფ), რომელიც აკუმულირდება გლუკოზის ნაკლებობის დროს.
Again, the mechanism depends on the interaction of an allosteric regulatory protein with a small organic molecule, in this case cyclic AMP (CAMP), which accumulates when glucose is scarce.
526442.
Biology | Chapter XVIII
რეგულატორული ცილა, რომელსაც კატაბოლიტის აქტივატორი ცილა (კაც) ეწოდება, ტრანსკრიფციის აქტივატორს წარმოადგენს.
The regulatory protein, called catabolite activator protein (CAP), is an activator of transcription.
526443.
Biology | Chapter XVIII
როდესაც ცამფ უკავშირდება კაც-ს, რეგულატორული ცილა (კაც) იღებს თავის აქტიურ ფორმას და შეუძლია, დაუკავშირდეს lac პრომოტორის აღმავალ ბოლოში განლაგებულ სპეციფიკურ საიტს.
When cAMP binds to CAP, the regulatory protein (CAP) assumes its active shape and can bind to a specific site at the upstream end of the lac promoter.
526444.
Biology | Chapter XVIII
კაც-ის პრომოტორთან დაკავშირება პირდაპირ ასტიმულირებს გენის ექსპრესიას.
The attachment of CAP to the promoter directly stimulates gene expression.
526445.
Biology | Chapter XVIII
ამრიგად, ეს მექანიზმი კვალიფიცირდება, როგორც დადებითი რეგულაცია.
Thus, this mechanism qualifies as positive regulation.
526446.
Biology | Chapter XVIII
თუ გლუკოზის რაოდენობა უჯრედში მატულობს, ცამფის კონცენტრაცია მცირდება, მის გარეშე კი, კაც შორდება ოპერონს.
If the amount of glucose in the cell increases, the CAMP concentration falls, and without it, CAP detaches from the operon.
526447.
Biology | Chapter XVIII
რადგანაც კაც ინაქტიურია, lac ოპერონის ტრანსკრიფცია მხოლოდ დაბალი სიხშირით მიმდინარეობს, ლაქტოზის თანაობის მიუხედავადაც.
Because CAP is inactive, transcription of the lac operon proceeds at only a low level, even in the presence of lactose.
526448.
Biology | Chapter XVIII
ამგვარად, lac ოპერონი ორმაგ კონტროლს განიცდის: ნეგატიურ კონტროლს lac რეპრესორისაგან და პოზიტიურ კონტროლს CAP-ისაგან.
Thus, the lac operon is under dual control: negative control by the lac repressor and positive control by CAP.
526449.
Biology | Chapter XVIII
lac რეპრესორის მდგომარეობა (ალოლაქტოზასთან დაკავშირებული თუ არა) განსაზღვრავს განხორციელდება, თუ არა lac ოპერონის გენების ტრანსკრიფცია საერთოდ.
The state of the lac repressor (with or without bound allolactose) determines whether or not transcription of the lac operon's genes occurs at all.
526450.
Biology | Chapter XVIII
კაც-ის მდგომარეობა კი (ცამფ-თან დაკავშირებული თუ არა) აკონტროლებს ტრანსკრიფციის სიჩქარეს, თუ ოპერონი რეპრესორისაგან თავისუფალია.
The state of CAP (with or without bound cAMP) controls the rate of transcription if the operon is repressor-free.
526451.
Biology | Chapter XVIII
ყოველივე ისე გამოიყურება, თითქოს ოპერონს აქვს როგორც ჩართვა-გამორთვის ღილაკი, ასევე ხმის ასაწევი კონტროლი.
It is as though the operon has both an on-off switch and a volume control.
526452.
Biology | Chapter XVIII
ოპერონის გარდა, კაც ასევე მონაწილეობს ზოგიერთი სხვა ოპერონების რეგულაციაშიც, რომლებიც კატაბოლურ გზებში გამოყენებულ ფერმენტებს კოდირებენ.
In addition to the lac operon, CAP helps regulate several other operons that encode enzymes used in catabolic pathways.
526453.
Biology | Chapter XVIII
როდესაც გლუკოზა ჭარბადაა და კაც ინაქტიურია, იმ ფერმენტების სინთეზი, რომლებიც გლუკოზის გარდა სხვა ნაერთების კატაბოლიზმს ახორციელებენ, ძირითადად, შემცირებულია.
When glucose is plentiful and CAP is inactive, the synthesis of enzymes that catabolize compounds other than glucose generally slows down.
526454.
Biology | Chapter XVIII
უჯრედის უნარი, მოახდინოს სხვა ნაერთების, როგორიცაა ლაქტოზა, კატაბოლიზმი, გადარჩენის საშუალებას აძლევს გლუკოზას მოკლებულ უჯრედებს.
The cell's ability to catabolize other compounds, such as lactose, enables a cell deprived of glucose to survive.
526455.
Biology | Chapter XVIII
განსაზღვრული მომენტისათვის არსებული სპეციფიკური ნაერთები განაპირობებენ, რომელი ოპერონები უნდა ჩაირთოს.
The specific compounds present at the moment determine which operons are switched on.
526456.
Biology | Chapter XVIII
ასეთი, მრავალგვარ შემთხვევაზე გათვალისწინებული მექანიზმები კარგად შეესაბამება ორგანიზმს, რომელიც ვერ აკონტროლებს, რით იკვებება მისი მასპინძელი.
These multiple contingency mechanisms suit an organism that cannot control what its host eats.
526457.
Biology | Chapter XVIII
ბაქტერიები აღსანიშნავი არიან თავისი ადაპტაციის უნარით - როგორც ხანგრძლივი დროის თვალსაზრისით ევოლუციური ცვლილებების საშუალებით თავის გენეტიკურ შემადგენლობაში, ისე ხანმოკლე დროში ცალკეულ უჯრედებში გენთა ექსპრესიის კონტროლის საშუალებით.
Bacteria are remarkable in their ability to adapt-over the long term by evolutionary changes in their genetic makeup and over the short term by the control of gene expression in individual cells.
526458.
Biology | Chapter XVIII
რა თქმა უნდა, ნაირგვარი მაკონტროლებელი მექანიზმები ასევე ევოლუციის პროდუქტებს წარმოადგენენ, რომლებიც იმიტომ არსებობენ, რომ მათ ხელი ბუნებრივმა გადარჩევამ შეუწყო.
Of course, the various control mechanisms are also evolutionary products that exist because they have been favored by natural selection.
526459.
Biology | Chapter XIX
ევკარიოტული გენომის ორგანიზაცია, რეგულაცია და ევოლუცია.
Eukaryotic Genomes Organization, Regulation, and Evolution.
526460.
Biology | Chapter XIX
როგორ მუშაობს და ვითარდება ევკარიოტული გენომები.
How Eukaryotic Genomes Work and Evolve.