მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526461.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტული და პროკარიოტული უჯრედების გენების ექსპრესიის მიზეზები ერთი და იგივეა.
Eukaryotic cells face the same challenges as prokaryotic cells in expressing their genes.
526462.
ბიოლოგია | თავი XIX
თუმცა ტიპური ევკარიოტული გენომი პროკარიოტულზე ბევრად დიდია, თანაც მრავალუჯრედიან ევკარიოტებში უჯრედთა სპეციალიზაცია წამყვანი ფაქტორია.
However, the typical eukaryotic genome is much larger, and, in multicellular eukaryotes, cell specialization is crucial.
526463.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს ორი თვისება ძალიან ართულებს ევკარიოტული უჯრედები მიერ ინფორმაციის დამუშავებას.
These two features present a formidable information-processing task for the eukaryotic cell.
526464.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, ადამიანის გენომში დადგენილია 25 000 გენის არსებობა, რაც ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივი პროკარიოტის გენების რიცხვს.
The human genome, for instance, has an estimated 25,000 genes-more than five times that of a typical prokaryote.
526465.
ბიოლოგია | თავი XIX
ადამიანის გენომში აგრეთვე აღინიშნება დნმ-ის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც რნმ-ს ან ცილას არ კოდირებს.
It also includes an enormous amount of DNA that does not code for RNA or protein.
526466.
ბიოლოგია | თავი XIX
ამდენი დნმ-ის მართვა დახვეწილი ორგანიზაციის მქონე გენომს მოითხოვს.
Managing so much DNA requires that the genome be elaborately organized.
526467.
ბიოლოგია | თავი XIX
ყველა ორგანიზმის დნმ ასოცირებულია ცილებთან, რომლებიც მის კონდენსაციას (კომპაქტურად შეფუთვას) განაპირობებს.
In all organisms, DNA associates with proteins that condense it.
526468.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტებში დნმ - ცილის კომპლექსის (ქრომატინის) სტრუქტურული მოწყობა უფრო მაღალ დონეებს აღწევს, ვიდრე პროკარიოტების დნმ-ცილის კომპლექსის.
In eukaryotes, the DNA-protein complex, called chromatin, is ordered into higher structural levels than the DNA-protein complex in prokaryotes.
526469.
ბიოლოგია | თავი XIX
19.1 სურათზე მოცემულია ფლუორესცენტული მიკროფოტო, რომელიც ევკარიოტულ ქრომოსომაში ქრომატინის რთულ ორგანიზაციას ასახავს.
The fluorescence micrograph in Figure 19.1 gives a sense of the complex organization of the chromatin in a eukaryotic chromosome.
526470.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომატინის ნაწილი განლაგებულია ქრომოსომის მთავარ ღერძში (თეთრი), ხოლო აქტიური ტრანსკრიბირების პროცესში მყოფი ნაწილები მარყუჟების (წითელი) სახით გარეთ გამოდის.
Part of the chromatin is packed into the main axis (white) of the chromosome, while those parts that are being actively transcribed are spread out in loops (red).
526471.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტებშიც და ევკარიოტებშიც მიმდინარე გენების ექსპრესია გარემო პირობების ცვლილებების საპასუხოდ უნდა იცვლებოდეს.
Both prokaryotes and eukaryotes must alter their patterns of gene expression in response to changes in environmental conditions.
526472.
ბიოლოგია | თავი XIX
ამასთან ერთად, მრავალუჯრედიანმა ევკარიოტებმა უნდა განავითარონ და შეინარჩუნონ მრავალგვარი ტიპის უჯრედები.
Multicellular eukaryotes, in addition, must develop and maintain multiple cell types.
526473.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედების თითოეული ტიპი ერთ და იგივე გენომს შეიცავს, მაგრამ გენების სხვადასხვა დაჯგუფებების ექსპრესიას ახორციელებს.
Each of these cell types contains the same genome but expresses a different subset of genes.
526474.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ მოვლენის გადალახვა გენთა რეგულაციის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
It is a significant challenge in gene regulation.
526475.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ თავში გაეცნობით ქრომატინის სტრუქტურასა და გენების ექსპრესიაზე მისი ცვლილებების მოქმედებას.
In this chapter, you will first learn about the structure of gene chromatin and how changes in chromatin structure affect expression.
526476.
ბიოლოგია | თავი XIX
განიხილავთ ევკარიოტული გენების ექსპრესიის რეგულაციის სხვა მექანიზმებსაც.
Then we will discuss other mechanisms for regulating expression of eukaryotic genes.
526477.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტების მსგავსად, ევკარიოტული გენის ექსპრესიის რეგულირებაც უფრო ხშირად ტრანსკრიფციის სტადიაზე მიმდინარეობს.
As in prokaryotes, eukaryotic gene expression is most often regulated at the stage of transcription.
526478.
ბიოლოგია | თავი XIX
გაეცნობით კიბოს განვითარებას, რომელსაც გენის რეგულაციის დარღვევა იწვევს.
Next, we will describe how disruptions in gene regulation can lead to cancer.
526479.
ბიოლოგია | თავი XIX
განიხილავთ ევკარიოტულ გენომებში არსებულ სხვადასხვა ტიპის ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობებს, მათ წარმოქმნასა და გენომის ცვლილებას ევოლუციის პროცესში.
In the remainder of the chapter, we will consider the various types of nucleotide sequences in eukaryotic genomes and explain how they arose and changed during genome evolution.
526480.
ბიოლოგია | თავი XIX
იმ ძალების ცოდნა, რომლებმაც გენომები ჩამოაყალიბეს და მათ ჩამოყალიბებას კვლავ აგრძელებენ, დაგეხმარებათ ბიოლოგიური მრავალფეროვნების განვითარების გაგებაში.
Being aware of the forces that have shaped and continue to shape-genomes will help you understand how biological diversity has evolved.