669199 Records found
526601.
Biology | Chapter XIX
ტრანსკრიფციის ინიციაციის რეგულაცია.
Regulation of Transcription Initiation.
526602.
Biology | Chapter XIX
ქრომატინის მოდიფიკაციის განმახორციელებელი ფერმენტები გენთა ექსპრესიის პირველად კონტროლს უზრუნველყოფს.
Chromatin-modifying enzymes provide initial control of gene expression.
526603.
Biology | Chapter XIX
ისინი ქმნიან დნმ-ის უბანს, რომელსაც ტრანსკრიფციის მექანიზმთან უფრო ან ნაკლებად მჭიდროდ მიბმა შეუძლია.
They are making a region of DNA either more or less able to bind the transcription machinery.
526604.
Biology | Chapter XIX
ექსპრესიისთვის ოპტიმალურად მოდიფიცირებული გენისთვის ტრანსკრიფციის ინიციაცია გენების ექსპრესიის რეგულაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნივერსალურად გამოყენებადი საფეხურია.
Once a gene is optimally modified for expression, the initiation of transcription is the most important and universally used stage at which gene expression is regulated.
526605.
Biology | Chapter XIX
სანამ გადავალთ უჯრედების მიერ ტრანსკრიფციის კონტროლზე, გავეცნოთ ტიპური ევკარიოტული გენისა და მისი ტრანსკრიპტის სტრუქტურას.
Before looking at how cells control their transcription, let's review the structure of a typical eukaryotic gene and its transcript.
526606.
Biology | Chapter XIX
ტიპური ევკარიოტული გენის აგებულება.
Organization of a Typical Eukaryotic Gene.
526607.
Biology | Chapter XIX
ევკარიოტული გენისა და მისი მაკონტროლებელი დნმ-ის ელემენტების (სეგმენტების) ტიპური ორგანიზაცია ნაჩვენებია 19.5 სურათზე.
A eukaryotic gene and the DNA elements (segments) that control it are typically organized as shown in Figure 19.5.
526608.
Biology | Chapter XIX
გაიხსენეთ, რომ ცილების კლასტერი (ჯგუფი) - ტრანსკრიფციის ინიციაციის კომპლექსი - მონტაჟდება პრომოტორის თანამიმდევრობაზე, გენის „აღმავალ“ ბოლოსთან.
Recall that a cluster of proteins called a transcription initiation complex assembles on the promoter sequence at the “upstream" end of the gene.
526609.
Biology | Chapter XIX
კომპლექსის აწყობის შემდეგ ერთ-ერთი ცილა, რნმ-პოლიმერაზა II, გენის ტრანსკრიფციას ახორციელებს.
One of these proteins, RNA polymerase II, then proceeds to transcribe the gene.
526610.
Biology | Chapter XIX
ვიღებთ პირველადი რნმ ტრანსკრიპტს (პრე-მრნმ).
Synthesizing a primary RNA transcript (pre-mRNA).
526611.
Biology | Chapter XIX
რნმ-ის პროცესინგი მოიცავს 5’ დასაწყისის და პოლი-A კუდის ფერმენტების დამატებას და სპლაისინგის შედეგად ინტრონების ამოღებას.
RNA processing includes enzymatic addition of a 5' cap and a poly-A tail, as well as splicing out of introns.
526612.
Biology | Chapter XIX
წარმოიქმნება საბოლოო მ-რნმ.
To yield a mature mRNA.
526613.
Biology | Chapter XIX
ევკარიოტული გენების უმეტესობასთან ასოცირებულია დიდი რაოდენობის მაკონტროლებელი ელემენტები.
Associated with most eukaryotic genes are multiple control elements.
526614.
Biology | Chapter XIX
არა-მაკოდირებელი დნმ-ის სეგმენტები, რომლებიც ტრანსკრიფციის რეგულირებაში კონკრეტულ ცილებთან კავშირის შექმნით მონაწილეობენ.
Segments of noncoding DNA that help regulate transcription by binding certain proteins.
526615.
Biology | Chapter XIX
მაკონტროლებელ ელემენტებს და მათთან დაკავშირებულ ცილებს გადამწყვეტი როლი აქვთ უჯრედების სხვადასხვა ტიპებში გენთა ექსპრესიის ზუსტ რეგულაციაში.
These control elements and the proteins they bind are critical to the precise regulation of gene expression seen in different cell types.
526616.
Biology | Chapter XIX
ტრანსკრიფციული ფაქტორების როლი.
The Roles of Transcription Factors.
526617.
Biology | Chapter XIX
ტრანსკრიფციის ინიციაციისათვის ევკარიოტულ რნმ-პოლიმერაზას ცილების - ტრანსკრიფციული ფაქტორების - დახმარება სჭირდება.
To initiate transcription, eukaryotic RNA polymerase requires the assistance of proteins called transcription factors.
526618.
Biology | Chapter XIX
მე-17 თავში ნახსენები ტრანსკრიფციული ფაქტორები აუცილებელია ცილის მაკოდირებელი ყოველი გენის ტრანსკრიფციისათვის, ამიტომ მათ ხშირად ძირითად ტრანსკრიფციულ ფაქტორებს უწოდებენ.
Because the transcription factors mentioned in Chapter 17 are essential for the transcription of all proteincoding genes, they are sometimes called general transcription factors.
526619.
Biology | Chapter XIX
ძირითადი ტრანსკრიფციული ფაქტორებიდან მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია დნმ-ის ისეთ თანამიმდევრობებთან დამოუკიდებელი დაკავშირება, როგორიცაა პრომოტორში არსებული თათა ბოქსი.
Only a few general transcription factors independ ently bind a DNA sequence, such as the TATA box within the promoter.
526620.
Biology | Chapter XIX
დანარჩენები ჯერ სხვა ცილებს, ერთმანეთს, და რნმ-პოლიმერაზა II-ს უკავშირდება.
The others primarily bind proteins, including each other and RNA polymerase II.