მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526621.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილა-ცილის ურთიერთქმედება გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევკარიოტული ტრანსკრიფციის ინიციაციაში.
Protein-protein interactions are crucial to the initiation of eukaryotic transcription.
526622.
ბიოლოგია | თავი XIX
პოლიმერაზას დნმ-ის საყალიბო ჯაჭვზე გადაადგილების დაწყება და ამის შედეგად რნმ-ის კომპლემენტარული ჯაჭვის წარმოება მხოლოდ ინიციაციის სრული კომპლექსის აწყობის შემდეგ შეუძლია.
Only when the complete initiation complex has assembled can the polymerase begin to move along the DNA template strand, producing a complementary strand of RNA.
526623.
ბიოლოგია | თავი XIX
ძირითადი ტრანსკრიფციული ფაქტორებისა და რნმ-პოლიმერაზა II-ის ურთიერთქმედება პრომოტორთან იძლევა დაბალი სიხშირის ინიციაციას და მცირე რაოდენობის რნმ-ის ტრანსკრიპტების წარმოქმნას.
The interaction of general transcription factors and RNA polymerase II with a promoter usually leads to only a low rate of initiation and production of few RNA transcripts.
526624.
ბიოლოგია | თავი XIX
შესაბამის დროსა და ადგილზე ევკარიოტების კონკრეტული გენების ტრანსკრიფციის მაღალი დონე დამოკიდებულია მაკონტროლებელი ელემენტების სხვა ცილებთან ურთიერთქმედებაზე, რომლებიც ალბათ სპეციფიკური ტრანსკრიფციული ფაქტორებია.
In eukaryotes, high levels of transcription of particular genes at the appropriate time and place depend on the interaction of control elements with other proteins that can be thought of as specific transcription factors.
526625.
ბიოლოგია | თავი XIX
გამაძლიერებლები (ენჰანსერები) და ტრანსკრიფციის სპეციფიკური ფაქტორები.
Enhancers and Specific Transcription Factors.
526626.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც 19.5 სურათზე ჩანს, ზოგიერთი მაკონტროლებელი ელემენტი - პროქსიმალური მაკონტროლებელი ელემენტები - განლაგებულია პრომოტორთან ახლოს.
As you can see in Figure 19.5, some control elements, named proximal control elements, are located close to the promoter.
526627.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთი ბიოლოგი პროქსიმალურ მაკონტროლებელ ელემენტებს პრომოტორის ნაწილად განიხილავს, თუმცა ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით.
Although some biologists consider proximal control elements part of the promoter, we do not.
526628.
ბიოლოგია | თავი XIX
უფრო დაშორებული დისტალური მაკონტროლებელი ელემენტები, რომელთა ჯგუფებს გამაძლიერებლებს (ენჰანსერებს) უწოდებენ, შეიძლება მდებარეობდნენ აღმავალი ან დაღმავალი მიმართულებით ათასობით ნუკლეოტიდით დაშორებულ ადგილას, ან თვით ინტრონის შიგნითაც.
The more distant distal control elements, groups of which are called enhancers, may be thousands of nucleotides upstream or downstream of a gene or even within an intron.
526629.
ბიოლოგია | თავი XIX
მოცემულ გენს შეიძლება მრავალი ენჰანსერი ჰქონდეს, რომელთაგან თითოეული აქტიურია ან სხვადასხვა დროს, ან სხვადასხვა ტიპის უჯრედში, ან ორგანიზმის სხვადასხვა ადგილას.
A given gene may have multiple enhancers, each active at a different time or in a different cell type or location in the organism.
526630.
ბიოლოგია | თავი XIX
ურთიერთქმედება ენჰანსერებსა და ტრანსკრიფციის სპეციფიკურ ფაქტორებს, აქტივატორებს ან რეპრესორებს შორის, გენთა ექსპრესიის რეგულაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
The interactions between enhancers and specific transcription factors called activators or repressors are particularly important in controlling gene expression.
526631.
ბიოლოგია | თავი XIX
აქტივატორი ცილაა, რომელიც ენჰანსერს უკავშირდება და გენის ტრანსკრიფციის სტიმულაციას იწვევს.
An activator is a protein that binds to an enhancer and stimulates transcription of a gene.
526632.
ბიოლოგია | თავი XIX
სურათი 19.6 ასახავს ამჟამად მიღებულ მოდელს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ტრანსკრიფციაზე აქტივატორების დაკავშირებამ პრომოტორისგან მოშორებით განლაგებულ ენჰანსერებთან.
Figure 19.6, on the next page, shows a current model for how binding of activators to enhancers located far from the promoter can influence transcription.
526633.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილასთან მიბმული დნმ-ის შეკვრა როგორც ჩანს, განაპირობებს ბმული აქტივატორების „მიტანას“ ე.წ. მედიატორული ცილების ჯგუფთან და მათ შორის კონტაქტს.
Protein-mediated bending of the DNA is thought to bring the bound activators in contact with a group of so-called mediator proteins.
526634.
ბიოლოგია | თავი XIX
მედიატორული ცილები კი, თავის მხრივ, ურთიერთქმედებს ცილებთან პრომოტორზე.
Mediator proteins, in turn interact with proteins at the promoter.
526635.
ბიოლოგია | თავი XIX
ცილების მრავალჯერადი ურთიერთქმედება ხელს უწყობს პრომოტორზე ინიციაციის კომპლექსის აწყობასა და განთავსებას.
These multiple proteinprotein interactions help assemble and position the initiation complex on the promoter.
526636.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტებში აღმოჩენილია ასობით ტრანსკრიფციის აქტივატორი.
Hundreds of transcription activators have been discovered in eukaryotes.
526637.
ბიოლოგია | თავი XIX
მკვლევრებმა აქტივატორი ცილების დიდ რაოდენობაში ორი საერთო სტრუქტურული ელემენტის იდენტიფიკაცია მოახდინეს.
Researchers have identified two common structural elements in a large number of activator proteins.
526638.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-დამაკავშირებელი დომენის - ცილის სამგანზომილებიანი სტრუქტურის ნაწილის, რომელიც დნმ-ს უკავშირდება, და ერთი ან მეტი აქტივაციის დომენის.
A DNA-binding domain-a part of the protein's three-dimensional structure that binds to DNA-and one or more activation domains.
526639.
ბიოლოგია | თავი XIX
აქტივაციის დომენები სხვა რეგულატორულ ცილებს ან ტრანსკრიფციული მექანიზმის კომპონენტებს უკავშირდება, რის შედეგად ცილების მთელი რიგი ურთიერთქმედება შესაძლებელი ხდება და საბოლოოდ მოცემული გენის ტრანსკრიფცია ხორციელდება.
Activation domains bind other regulatory proteins or components of the transcription machinery, allowing a sequence of protein-protein interactions that result in transcription of a given gene.
526640.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსკრიფციის ზოგიერთი სპეციფიკური ფაქტორი რეპრესორის სახით მოქმედებს და კრძალავს კონკრეტული გენის ექსპრესიას.
Some specific transcription factors function as repressors to inhibit expression of a particular gene.