მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526581.
ბიოლოგია | თავი XIX
ამან ჰისტონური კოდის ჰიპოთეზა წარმოშვა.
Which has led to the histone code hypothesis.
526582.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ მოდელის თანახმად, ქრომატინის კონფიგურაციის განსაზღვრაში (რომელიც თავის მხრივ ტრანსკრიფციაზე მოქმედებს) ჰისტონის აცეტილირების საერთო დონეზე მეტად მოდიფიკაციების სპეციფიკური კომბინაციების გარკვევა გვეხმარება.
According to this model, specific combinations of modifications, rather than the overall level of histone acetylation, help determine the chromatin configuration, which in turn influences transcription.
526583.
ბიოლოგია | თავი XIX
ჰისტონების მეთილირებისგან განსხვავებული პროცესია დნმ-ის სინთეზის შემდეგ მის გარკვეულ ფუძეებზე მეთილის ჯგუფების დამატება.
Distinct from methylation of histone tails is the addition of methyl groups to certain bases in DNA after DNA is synthesized.
526584.
ბიოლოგია | თავი XIX
მცენარეებისა და ცხოველების უმეტესობას აქვს დნმ-ს მეთილირებული ფუძეები, ჩვეულებრივ ციტოზინი.
In fact, the DNA of most plants and animals has methylated bases, usually cytosine.
526585.
ბიოლოგია | თავი XIX
ძუძუმწოვრების X ქრომოსომაში მყოფი ინაქტივირებულ დნმ-ის მსგავს ინაქტივირებულ დნმ-ს, აქტიურად ტრანსკრიბირებად დნმ-თან შედარებით, როგორც წესი მეთილირების უფრო მაღალი დონე ახასიათებს, თუმცა არის გამონაკლისებიც.
Inactive DNA, such as that of inactivated mammalian X chromosomes, is generally highly methylated compared with DNA that is actively transcribed, although there are exceptions.
526586.
ბიოლოგია | თავი XIX
სხვადასხვა ქსოვილების ერთი და იგივე გენების შედარება გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, უფრო მეტად ის გენებია მეთილირებული, რომლებიც არ ვლინდება.
Comparison of the same genes in different tissues shows that the genes are usually more heavily methylated in cells in which they are not expressed.
526587.
ბიოლოგია | თავი XIX
შესაძლოა, რომ ზოგი ასეთი გენი დამატებითი მეთილის ჯგუფების მოცილებამ გააქტიუროს.
Removal of the extra methyl groups can turn on certain of these genes.
526588.
ბიოლოგია | თავი XIX
ამასთან ერთად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ცილები, რომლებიც მეთილირებულ დნმ-ს უკავშირდება, ჰისტონის დეაცეტილირების ფერმენტებს ააქტიურებს.
Moreover, researchers have discovered that certain proteins that bind to methylated DNA recruit histone deacetylation enzymes.
526589.
ბიოლოგია | თავი XIX
ამგვარად, ორმაგი მექანიზმი, რომელიც დნმ-ის მეთილირებასაც და ჰისტონის დეაცეტილირებასაც მოიცავს, შეიძლება ტრანსკრიფციის რეპრესია გამოიწვიოს.
Thus, a dual mechanism, involving both DNA methylation and histone deacetylation, can repress transcription.
526590.
ბიოლოგია | თავი XIX
ზოგიერთ სახეობებში დნმ-ის მეთილირება აუცილებელია გარკვეული გენების ხანგრძლივი ინაქტივაციისათვის, რაც ჩვეულებრივი ემბრიონის უჯრედის დიფერენციაციის პროცესში ხდება.
At least in some species, DNA methylation seems to be essential for the long-term inactivation of certain genes that occurs during normal cell differentiation in the embryo.
526591.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩვეულებრივ, გენები ერთჯერადი მეთილირების შემდეგ იგივე მდგომარეობაში უჯრედის თანმიმდევრული დაყოფების განმავლობაში რჩებიან.
Once methylated, genes usually stay that way through successive cell divisions.
526592.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის იმ უბნებზე, სადაც ერთი ჯაჭვი უკვე მეთილირებულია, მეთილიზაციის ფერმენტები დნმ-ის რეპლიკაციის ყოველი ახალი წრის შემდეგ შვილეული ჯაჭვების ზუსტ მეთილირებას ახორციელებს.
At DNA sites where one strand is already methylated, methylation enzymes correctly methylate the daughter strand after each round of DNA replication.
526593.
ბიოლოგია | თავი XIX
ამგვარად ხდება დნმ-ის მეთილირების სურათის გადაცემა, რის შემდეგ სპეციალიზებული ქსოვილების შემადგენელი უჯრედები ინახავენ ემბრიონული განვითარების განმავლობაში მომხდარი მოვლენების ქიმიურ ჩანაწერს.
Methylation patterns are thus passed on, and cells forming specialized tissues keep a chemical record of what occurred during embryonic development.
526594.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ გზით შენახული მეთილირების სურათი ძუძუმწოვრებში ასევე გენომურ იმპრინტინგს განაპირობებს, სადაც მეთილირება მუდმივად არეგულირებს გარკვეული გენების იმ ალელის (დედის, თუ მამის) ექსპრესიას, რომელიც განვითარების დასაწყისში უნდა მოხდეს.
A methylation pattern maintained in this way also accounts for genomic imprinting in mammals, where methylation permanently regulates expression of either the maternal or paternal allele of certain genes at the start of development.
526595.
ბიოლოგია | თავი XIX
ეპიგენეტიკური მემკვიდრეობა.
Epigenetic Inheritance.
526596.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩვენს მიერ განხილულ ქრომატინის მოდიფიკაციებში არ შედის დნმ-ის თანამიმდევრობების ცვლილებები.
The chromatin modifications that we have just discussed do not involve a change in the DNA sequence.
526597.
ბიოლოგია | თავი XIX
მიუხედავად ამისა ის შეიძლება უჯრედების მომავალ თაობებს გადაეცეს.
Yet they may be passed along to future generations of cells.
526598.
ბიოლოგია | თავი XIX
თვისებების მემკვიდრეობითობას მექანიზმებით, რომლებშიც პირდაპირ არ მონაწილეობს ნუკლეოტიდური თანამიმდევრობები, ეპიგენეტიკური მემკვიდრეობა ეწოდება.
Inheritance of traits transmitted by mechanisms not directly involving the nucleotide sequence is called epigenetic inheritance.
526599.
ბიოლოგია | თავი XIX
მკვლევრები აგრძელებენ გენთა ექსპრესიის რეგულაციაში ეპიგენეტიკური ინფორმაციის მნიშვნელოვნების დამამტკიცებელი მასალის შეგროვებას.
Researchers are amassing more and more evidence for the importance of epigenetic information in regulation of gene expression.
526600.
ბიოლოგია | თავი XIX
ნათელია, რომ ფერმენტები, რომლებიც ქრომატინის სტრუქტურას ცვლიან, ტრანსკრიფციის რეგულაციის უჯრედული მექანიზმის შემადგენელი ნაწილებია.
Clearly, enzymes that modify chromatin structure appear to be integral parts of the cell's machinery for regulating transcription.