669199 Records found
526881.
Biology | Chapter XIX
ტრანსპოზირებადი ელემენტები და მათი მონათესავე თანამიმდევრობები.
Transposable Elements and Related Sequences.
526882.
Biology | Chapter XIX
როგორც ჩანს, ყველა ორგანიზმს აქვს დნმ-ის მონაკვეთები, რომელთაც გენომს შიგნით ერთი მდებარეობიდან მეორეზე გადაადგილება შეუძლიათ.
All organisms seem to have stretches of DNA that can move from one location to another within the genome.
526883.
Biology | Chapter XIX
მე-18 თავში, ჩვენ აღვწერეთ ტრანსპოზირებადი ელემენტები პროკარიოტებში, რომლებიც შესაძლოა ვირუსების წარმოქმნის ევოლუციური წყარო ყოფილიყვნენ.
In Chapter 18, we described transposable elements in prokaryotes, which may have been an evolutionary source of viruses.
526884.
Biology | Chapter XIX
თუმცა, დნმ-ის მოხეტიალე სეგმენტების შესახებ პირველი მონაცემები წამოვიდა არა პროკარიოტებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან, არამედ ამერიკელი გენეტიკოსის ბარბარა მაკკლინტოკის სიმინდზე ჩატარებული შეჯვარების ცდებიდან 1940-იან და 1950-იან წლებში.
However, the first evidence for wandering DNA segments did not come from experiments with prokaryotes, but from American geneticist Barbara McClintock's breeding experiments with Indian corn (maize) in the 1940s and 1950s.
526885.
Biology | Chapter XIX
მაკკლინტოკმა მოახდინა სიმინდის მარცვლების ფერის ცვლილებების იდენტიფიკაცია, რომელთა ახსნა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებდით გენომში ერთი მდებარეობიდან მარცვლების ფერის განმსაზღვრელ გენში გადანაცვლების უნარის მქონე გენეტიკური ელემენტების არსებობას.
McClintock identified changes in the color of corn kernels that made sense only if she postulated the existence of genetic elements capable of moving from other locations in the genome into the genes for kernel color.
526886.
Biology | Chapter XIX
მაკკლინტოკის აღმოჩენამ არ დაიმსახურა სათანადო ყურადღება, სანამ მრავალი წლის შემდეგ ტრასპოზირებადი ელემენტები არ აღმოაჩინეს ბაქტერიებში და ბაქტერიების შემსწავლელმა გენეტიკოსებმა უფრო მეტი არ შეიტყვეს ტრანსპოზიციის მოლეკულური საფუძვლების შესახებ.
McClintock's discovery received little attention until transposable elements were discovered in bacteria many years later and microbial geneticists learned more about the molecular basis of transposition.
526887.
Biology | Chapter XIX
ტრანსპოზონებისა და რეტროტრანსპოზონების გადაადგილება.
Movement of Transposons and Retrotransposons.
526888.
Biology | Chapter XIX
ევკარიოტული ტრანსპოზირებადი ელემენტები ორი ტიპისაა.
Eukaryotic transposable elements are of two types.
526889.
Biology | Chapter XIX
ტრანსპოზონები გადაადგილდებიან „ამოჭრისა და ჩაწებების“ მექანიზმით, რომელიც ელემენტს გადაიტანს საწყისი საიტიდან, ან „კოპირებისა და ჩაწებების“ მექანიზმით, რომელიც ასლს საწყის საიტზეც ტოვებს.
Transposons can move by a "cut-and-paste" mechasonism, which removes the element from the original site, or by a "copy-and-paste" mechanism, which leaves a copy behind.
526890.
Biology | Chapter XIX
რეტროტრანსპოზონები ტრანსპოზიციის პროცესში ყოველთვის ტოვებენ ასლს მის საწყის საიტზე, რადგანაც თავდაპირველად ხდება მათი ტრანსკრიბირება რნმ შუამავალში.
Retrotransposons always leave a copy at the original site during transposition, since they are initially transcribed into an RNA intermediate.
526891.
Biology | Chapter XIX
სხვა საიტზე ინსერციისათვის, რნმ შუამავალი ჯერ კვლავ დნმ-ად უნდა იქცეს უკუტრანსკრიპტაზას მოქმედებით.
To insert at another site, the RNA intermediate is first converted back to DNA by reverse transcriptase.
526892.
Biology | Chapter XIX
ამ ფერმენტს თავად რეტროტრანსპოზონი კოდირებს.
An enzyme encoded in the retrotransposon itself.
526893.
Biology | Chapter XIX
ამგვარად, უკუტრანსკრიპტაზა შეიძლება იმ უჯრედებშიც არსებობდეს, რომლებიც რეტროვირუსებით არ არიან ინფიცირებული.
Thus, reverse transcriptase can be present in cells not infected with retroviruses.
526894.
Biology | Chapter XIX
ფაქტობრივად, შესაძლოა, რომ რეტროვირუსების წარმოქმნა რეტროტრანსპოზონებიდან მოხდა ევოლუციის შედეგად.
In fact, retroviruses may have evolved from retrotransposons.
526895.
Biology | Chapter XIX
უჯრედული ფერმენტი აკატალიზებს უკუტრანსკრიბირებული დნმ-ის ჩამატებას ახალ საიტზე.
A cellular enzyme catalyzes insertion of the reverse-transcribed DNA at a new site.
526896.
Biology | Chapter XIX
ევკარიოტულ გენომებში ტრანსპოზირებადი ელემენტების უმეტესობა რეტროტრანსპოზონებს წარმოადგენს.
Most transposable elements in eukaryotic genomes are retrotransposons.
526897.
Biology | Chapter XIX
ტრანსპოზირებადი ელემენტების მონათესავე თანამიმდევრობები.
Sequences Related to Transposable Elements.
526898.
Biology | Chapter XIX
ტრანსპოზირებადი ელემენტებისა და მათი მონათესავე თანამიმდევრობების მრავალი ასლია მიმობნეული მთელს ევკარიოტულ გენომში.
Multiple copies of transposable elements and sequences related to them are scattered throughout eukaryotic genomes.
526899.
Biology | Chapter XIX
ერთი ერთეული, ჩვეულებრივ, ასიდან ათასამდე წყვილი ფუძის სიგრძისაა და მიმოფანტული „ასლები“ მსგავსი, მაგრამ ჩვეულებრივ ერთმანეთის არაიდენტურები არიან.
A single unit is usually hundreds to thousands of base pairs long, and the dispersed "copies" are similar but usually not identical to each other.
526900.
Biology | Chapter XIX
ზოგიერთი მათგანი არიან ტრანსპოზირებადი ელემენტები, რომლებიც გადაადგილდებიან თავის ან სხვა ტრანსპოზირებადი ელემენტების მიერ კოდირებული ფერმენტების გამოყენებით, და ზოგიერთი კი წარმოადგენს მათ მონათესავე თანამიმდევრობებს, რომელთაც გადაადგილების უნარი აქვთ დაკარგული.
Some of these are transposable elements that move using enzymes encoded either by themselves or by other transposable elements, and some are related sequences that have lost the ability to move altogether.