მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526861.
ბიოლოგია | თავი XIX
დღეს არსებული მონაცემით ცილის არამაკოდირებელ დნმ-ს უჯრედში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
However, much evidence is accumulating that noncoding DNA plays important roles in the cell.
526862.
ბიოლოგია | თავი XIX
არამაკოდირებელი დნმ სხვადასხვა გენომში ასეულობით თაობების განმავლობაში შენარჩუნდა.
An idea supported by its persistence in diverse genomes over many hundreds of generations.
526863.
ბიოლოგია | თავი XIX
წიგნის ამ ნაწილში გავეცნობით დნმ-ს არამაკოდირებელ თანამიმდევრობებს და გენების ორგანიზაციას ევკარიოტულ გენომში; ამის მაგალითად ადამიანის გენომს გამოვიყენებთ.
In this section, we examine how genes and noncoding DNA sequences are organized within eukaryotic genomes, using the human genome as our prime example.
526864.
ბიოლოგია | თავი XIX
გენომის წარსულ და დღევანდელ ევოლუციაზე ინფორმაციას გენის ორგანიზაცია გვაწვდის, რომელიც ამ თავის ბოლო ნაწილის საგანია.
Genome organization tells us much about how genomes have evolved and continue to evolve, the subject of the final section of the chapter.
526865.
ბიოლოგია | თავი XIX
გენომის შემადგენლობასა და ორგანიზმის სირთულეს შორის კავშირი.
The Relationship Between Genomic Composition and Organismal Complexity.
526866.
ბიოლოგია | თავი XIX
როცა ვადარებთ პროკარიოტებისა და ევკარიოტების, მათ შორის უფრო რთული ჯგუფების, ძუძუმწოვრების, გენომებს რამდენიმე ტენდენციას ვხედავთ.
Several trends are evident when we compare the genomes of prokaryotes and those of eukaryotes, including more complex groups such as mammals.
526867.
ბიოლოგია | თავი XIX
მართალია გვაქვს გამონაკლისები, მაგრამ ვხედავთ მცირე გენომიდან დიდ გენომზე გადასვლას, თუმცა მოცემული სიგრძის დნმ-ში გენების უფრო მცირე რიცხვია.
Although there are exceptions, we find a general progression from smaller to larger genomes, but with fewer genes in a given length of DNA.
526868.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, ადამიანის გენომში 500-1500-ჯერ მეტი წყვილი ფუძეა, ვიდრე პროკარიოტების უმეტესობაში, მაგრამ მხოლოდ 5-15-ჯერ მეტი გენია ანუ დნმ-ის ნებისმიერ მოცემულ სიგრძეში ბევრად ნაკლები გენია განლაგებული.
For example, humans have 500 to 1,500 times as many base pairs in their genome as most prokaryotes, but on average only 5 to 15 times as many genes-thus many fewer genes in any given length of DNA.
526869.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტული გენომის დნმ-ის უმეტესი ნაწილი ცილას, ტრნმ-ს ან რრნმ-ს კოდირებს.
In prokaryotic genomes, most of the DNA codes for protein, tRNA, or rRNA.
526870.
ბიოლოგია | თავი XIX
არამაკოდირებელი დნმ-ის მცირე რაოდენობა ძირითადად რეგულატორული თანამიმდევრობებისაგან, მაგ. პრომოტორებისგან შედგება.
The small amount of noncoding DNA consists mainly of regulatory sequences, such as promoters.
526871.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტების გენომში ნუკლეოტიდების მაკოდირებელ თანამიმდევრობაში დასაწყისიდან ბოლომდე არამაკოდირებელი თანამიმდევრობები (ინტრონები) არაა ჩართული.
The coding sequence of nucleotides along a prokaryotic gene proceeds from start to finish without interruption by noncoding sequences (introns).
526872.
ბიოლოგია | თავი XIX
ევკარიოტების გენომში კი, პირიქით, დნმ-ის უმეტესი ნაწილი ცილას ან რნმ-ს არ კოდირებს და უფრო რთულ, კომპლექსურ რეგულატორულ თანამიმდევრობებს შეიცავს.
In eukaryotic genomes, by contrast, most of the DNA does not encode protein or RNA, and it includes more complex regulatory sequences.
526873.
ბიოლოგია | თავი XIX
ფაქტობრივად, ადამიანებს პროკარიოტებთან შედარებით 10 000-ჯერ მეტი არამაკოდირებელი დნმ აქვთ.
In fact, humans have 10,000 times as much noncoding DNA as prokaryotes.
526874.
ბიოლოგია | თავი XIX
მრავალუჯრედიან ევკარიოტებში ზოგიერთი არამაკოდირებელი დნმ გენის შიგნით ინტრონებით წარმოდგენილია.
Some of the noncoding DNA in multicellular eukaryotes is present as introns within genes.
526875.
ბიოლოგია | თავი XIX
მართლაც, სწორედ ინტრონებზე მოდის ადამიანის გენების საშუალო სიგრძეს (27 000 წყვილი ფუძე) და პროკარიოტების გენების საშუალო სიგრძეს (1 000 წყვილი ფუძე) შორის არსებული სხვაობის დიდი ნაწილი.
Indeed, introns account for most of the difference in average length between human genes (27,000 base pairs) and prokaryotic genes (1,000 base pairs).
526876.
ბიოლოგია | თავი XIX
ახლა, როცა ადამიანის გენომის სრული თანამიმდევრობა ხელმისაწვდომია, ვიცით რისგან შედგება ცილის, რრნმ-ებისა თუ ტრნმ-ების არამაკოდირებელი გენომის 98.5%.
Now that the complete sequence of the human genome is available, we know what makes up most of the 98.5% that does not code for proteins, rRNAs, or tRNAs.
526877.
ბიოლოგია | თავი XIX
გენებთან დაკავშირებული რეგულატორული თანამიმდევრობები და ინტრონები ადამიანის გენომის 24%-ია.
Gene-related regulatory sequences and introns account for 24% of the human genome.
526878.
ბიოლოგია | თავი XIX
ფუნქციონალურ გენებს შორის განლაგებული დანარჩენი თანამიმდევრობები მოიცავს ზოგიერთ უნიკალურ არამაკოდირებელ დნმ-ს, მაგალითად გენის ფრაგმენტებსა და მუტაციების შედეგად არაფუნქციონალურად ქცეულ გენებს.
The remaining sequences, located between functional genes, include some unique noncoding DNA, such as gene fragments and mutated genes that are nonfunctional.
526879.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ გენთაშორისი დნმ-ის უმეტესი ნაწილი განმეორებადი დნმ-ია, თანამიმდევრობები, რომლებიც გენომში მრავალი ასლის სახითაა წარმოდგენილი.
Most intergenic DNA, however, is repetitive DNA, sequences that are present in multiple copies in the genome.
526880.
ბიოლოგია | თავი XIX
საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ განმეორებადი დნმ-ის (რაც ადამიანის მთელი გენომის 44%-ია) დაახლოებით სამი მეოთხედი შედგება ტრანსპოზირებადი ელემენტებისა და მათი მონათესავე თანამიმდევრობებისაგან.
Somewhat surprisingly, about three-fourths of this repetitive DNA (44% of the entire human genome) is made up of transposable elements and sequences related to them.