669199 Records found
526901.
Biology | Chapter XIX
ტრანსპოზირებადი ელემენტები და მათი მონათესავე თანამიმდევრობები ძუძუმწოვრების უმეტესობის გენომის 25-50%-ს შეადგენს და კიდევ უფრო მაღალი პროცენტებითაა წარმოდგენილი ამფიბიებსა და უმაღლეს მცენარეებში.
Transposable elements and related sequences make up 25-50% of most mammalian genomes and even higher percentages in amphibians and higher plants.
526902.
Biology | Chapter XIX
ადამიანებსა და სხვა პრიმატებში ტრანსპოზირებადი ელემენტების მონათესავე დნმ-ის დიდი ნაწილი შედგება მსგავსი თანამიმდევრობების ოჯახისაგან, რომელთაც Alu ელემენტებს უწოდებენ.
In humans and other primates, a large portion of transposable element-related DNA consists of a family of similar sequences called Alu elements.
526903.
Biology | Chapter XIX
მხოლოდ ეს თანამიმდევრობები ადამიანის გენომის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ.
These sequences alone account for approximately 10% of the human genome.
526904.
Biology | Chapter XIX
Alu ელემენტები დაახლოებით 300 ნუკლეოტიდის სიგრძისაა, ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე უმეტესი ფუნქციონალური ტრანსპოზირებადი ელემენტი და ისინი არ კოდირებენ არანაირ ცილას.
Alu elements are about 300 nucleotides long, much shorter than most functional transposable elements, and they do not code for any protein.
526905.
Biology | Chapter XIX
თუმცა, მრავალი Alu ელემენტი ტრანსკრიბირდება რნმ მოლეკულებში; მათი უჯრედული ფუნქცია, თუ გააჩნიათ ასეთი, უცნობია.
However, many Alu elements are transcribed into RNA molecules; their cellular function, if any, is unknown.
526906.
Biology | Chapter XIX
მართალია ბევრი ტრანსპოზირებადი ელემენტი კოდირებს ცილებს, ეს ცილები არ ახორციელებენ ნორმალურ უჯრედულ ფუნქციებს.
Although many transposable elements encode proteins, these proteins do not carry out normal cellular functions.
526907.
Biology | Chapter XIX
ამიტომ, ეს ელემენტები ხშირად განიხილებიან, როგორც „არამაკოდირებელი“ დნმ სხვა განმეორებად თანამიმდევრობებთან ერთად.
Thus, these elements often are described as "noncoding" DNA, along with other repetitive sequences.
526908.
Biology | Chapter XIX
სხვა განმეორებადი დნმ, მათ შორის მარტივი თანამიმდევრობების დნმ.
Other Repetitive DNA, Including Simple Sequence DNA.
526909.
Biology | Chapter XIX
განმეორებადი დნმ-ები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ტრანსპოზირებად ელემენტებთან, სავარაუდოდ, დნმ-ის რეპლიკაციის ან რეკომბინაციის პროცესში წარმოქმნილი შეცდომების შედეგად გაჩნდნენ.
Repetitive DNA that is not related to transposable elements probably arose by mistakes that occurred during DNA replication or recombination.
526910.
Biology | Chapter XIX
ის ადამიანის გენომის დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
It accounts for about 15% of the human genome.
526911.
Biology | Chapter XIX
ასეთი დნმ-ის დაახლოებით მესამედი (ანუ ადამიანის გენომის 5%) შედგება დიდი სეგმენტების დუპლიკაციებისაგან, რომლებშიც ალბათ მოხდა დნმ-ის გრძელი მონაკვეთის, 10 000-დან 300 000-მდე ნუკლეოტიდური წყვილის, კოპირება ერთი ქრომოსომური მდებარეობიდან მეორეზე, იგივე ან სხვა ქრომოსომაზე.
About a third of this (5% of the human genome) consists of large-segment duplications, in which a long stretch of DNA, between 10,000 and 300,000 nucleotide pairs, seems to have been copied from one chromosomal location to another, on the same or a different chromosome.
526912.
Biology | Chapter XIX
გრძელი თანამიმდევრობების ერთჯერადი დუპლიკაციებისაგან განსხვავებით, მარტივი თანამიმდევრობების დნმ მრავალ ასლს შეიცავს, რომლებიც ერთად განმეორებადი მოკლე თანამიმდევრობებისაგან შედგება.
In contrast to single duplications of long sequences, simple sequence DNA contains many copies of tandemly repeated short sequences.
526913.
Biology | Chapter XIX
ამის მაგალითი ქვემოთაა მოყვანილი (ნაჩვენებია დნმ-ის მხოლოდ ერთი ჯაჭვი): ამ შემთხვევაში, განმეორებადი ერთეული შეიცავს 5 ნუკლეოტს.
As in the following example (showing one DNA strand only): In this case, the repeated unit consists of five nucleotides (GTTAC).
526914.
Biology | Chapter XIX
განმეორებადი ერთეულები ხშირად შედგებიან 15-ზე ნაკლები ნუკლეოტიდისაგან, მაგრამ ისინი შეიძლება 500 ნუკლეოტიდამდეც შეიცავდნენ.
Repeated units often contain fewer than 15 nucleotides, but they may include as many as 500 nucleotides.
526915.
Biology | Chapter XIX
გენომში განსაზღვრულ საიტზე განმეორებადი ერთეულების რიცხვი ასევე ვარირებს.
The number of repeated units at a particular site in the genome varies as well.
526916.
Biology | Chapter XIX
მაგალითად, გთთაც ერთეულის რამდენიმე ასეულ ათასი განმეორება შეიძლება იყოს ერთ საიტზე.
For example, there could be as many as several hundred thousand repetitions of the GTTAC unit at one site.
526917.
Biology | Chapter XIX
მთლიანად, მარტივი თანამიმდევრობების დნმ ადამიანის გენომის 3%-ს შეადგენს.
Altogether, simple sequence DNA makes up 3% of the human genome.
526918.
Biology | Chapter XIX
მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ის ნუკლეოტიდური შემადგენლობა ხშირად იმდენად განსხვავდება უჯრედის დანარჩენი დნმ-ის შემადგენლობისაგან, რომ მნიშვნელოვნად განსხვავებული სიმკვრივე აქვს.
The nucleotide composition of simple sequence DNA is often different enough from the rest of the cell's DNA to have an intrinsically different density.
526919.
Biology | Chapter XIX
როდესაც გენომურ დნმ-ს დავჭრით და მაღალ სიჩქარეზე დავაცენტრიფუგირებთ, სხვადასხვა სიმკვრივის სეგმენტები ცენტრიფუგის სინჯარაში სხვადასხვა პოზიციებზე მიგრირებენ.
If genomic DNA is cut into pieces and centrifuged at high speed, segments of different density migrate to different positions in the centrifuge tube.
526920.
Biology | Chapter XIX
ამგვარად გამოყოფილ განმეორებად დნმ-ს თავდაპირველად სატელიტური დნმ დაარქვეს, რადგანაც ცენტრიფუგის სინჯარაში ის „სატელიტური“ ხაზის სახით იყო წარმოდგენილი, განცალკევებული დანარჩენი დნმ-ისაგან.
Repetitive DNA isolated in this way was originally called satellite DNA because it appeared as a "satellite" band in the centrifuge tube, separate from the rest of the DNA.