669199 Records found
526921.
Biology | Chapter XIX
ახლა ეს ტერმინი და მარტივი თანამიმდევრობების დნმ ურთიერთშემცვლელად იხმარება.
Now the term is often used interchangeably with simple sequence DNA.
526922.
Biology | Chapter XIX
გენომის მარტივი თანამიმდევრობების დნმ-ის უმეტესი ნაწილი ქრომოსომურ ტელომერებსა და ცენტრომერებზეა განლაგებული, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს დნმ ქრომოსომებისათვის სტრუქტურულ როლს ასრულებს.
Much of a genome's simple sequence DNA is located at chromosomal telomeres and centromeres, suggesting that this DNA plays a structural role for chromosomes.
526923.
Biology | Chapter XIX
ცენტრომერებთან განლაგებული დნმ აუცილებელია ქრომატიდების დაცალკევებისათვის უჯრედის დაყოფისას.
The DNA at centromeres is essential for the separation of chromatids in cell division.
526924.
Biology | Chapter XIX
ცენტრომერული დნმ, სხვა ადგილებზე განლაგებული მარტივი თანამიმდევრობების დნმ-თან ერთად, ასევე შესაძლოა მონაწილეობდეს ინტერფაზულ ბირთვში ქრომატინის ორგანიზებაში.
Centromeric DNA, along with simple sequence DNA located elsewhere, also may help organize the chromatin within the interphase nucleus.
526925.
Biology | Chapter XIX
ტელომერებთან, ანუ ქრომოსომების ბოლოებთან, განლაგებული მარტივი თანამიმდევრობების დნმ რეპლიკაციის ყოველ წრესთან ერთად წარმოქმნილი დნმ-ის დამოკლების შედეგად გენების განლევას გვარიდებს თავიდან.
The simple sequence DNA located at telomeres, at the tips of chromosomes, prevents genes from being lost as the DNA shortens with each round of replication.
526926.
Biology | Chapter XIX
ტელომერული დნმ ასევე უკავშირდება ცილებს, რომლებიც ქრომოსომის ბოლოებს დეგრადაციისაგან და სხვა ქრომოსომებთან შეერთებისაგან იცავენ.
Telomeric DNA also binds proteins that protect the ends of chromosome from degradation and from joining to other chromosomes.
526927.
Biology | Chapter XIX
შეგახსენებთ, რომ ცილებისა და სტრუქტურული რნმ-ების მაკოდირებელი თანამიმდევრობები ადამიანის გენომის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ.
Recall that sequences coding for proteins and structural RNAs compose a mere 1.5% of the human genome.
526928.
Biology | Chapter XIX
თუ ინტრონებსა და გენებთან ასოცირებულ რეგულატორულ თანამიმდევრობებსაც დავუმატებთ, მაშინ გენებისა და მათთან დაკავშირებული დნმ-ის, მაკოდირებელსაც და არამაკოდირებელსაც, მთელი რაოდენობა ადამიანის გენომის დაახლოებით 25% იქნება.
If we include introns and regulatory sequences associated with genes, the total amount of gene-related DNA-coding and noncoding constitutes about 25% of the human genome.
526929.
Biology | Chapter XIX
პროკარიოტების მსგავსად, ევკარიოტული გენების უმრავლესობაც წარმოდგენილია უნიკალური თანამიმდევრობის სახით, მხოლოდ ერთი ასლით ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებზე.
As in prokaryotes, most eukaryotic genes are present as unique sequences, with only one copy per haploid set of chromosomes.
526930.
Biology | Chapter XIX
მაგრამ ადამიანის გენომში, ასეთი ერთეული გენები მთლიანი მაკოდირებელი დნმ-ის მხოლოდ დაახლოებით ნახევარს შეადგენენ.
But in the human genome, such solitary genes make up only about half of the total coding DNA.
526931.
Biology | Chapter XIX
დანარჩენი წარმოდგენილია მულტიგენურ ოჯახებში, ანუ იდენტური თუ ძალიან მსგავსი გენების კრებულში.
The rest occurs in multigene families, collections of identical or very similar genes.
526932.
Biology | Chapter XIX
ზოგიერთი მულტიგენური ოჯახები შედგება დნმ-ის იდენტური თანამიმდევრობებისაგან, რომლებიც ჩვეულებრივ ერთადაა კლასტერიზებული.
Some multigene families consist of identical DNA sequences, usually clustered tandemly.
526933.
Biology | Chapter XIX
ჰისტონის ცილების მაკოდირებელი გენების შემთხვევაში არსებული გამონაკლისის გარდა, იდენტური გენების მულტიგენური ოჯახები რნმ პროდუქტებს კოდირებენ.
With the notable exception of the genes for histone proteins, multigene families of identical genes code for RNA products.
526934.
Biology | Chapter XIX
ამის მაგალითია სამი უდიდესი რიბოსომული რნმ-ის (რრნმ-ის) მოლეკულების მაკოდირებელი იდენტური თანამიმდევრობების ოჯახი.
An example is the family of identical sequences encoding the three largest ribosomal RNA (rRNA) molecules.
526935.
Biology | Chapter XIX
ეს რრნმ-ის მოლეკულები კოდირებული არიან ერთ ტრანსკრიფციულ ერთეულში, რომელიც ერთად მეორდება ასიდან ათასამდე ჯერად ერთ ან რამდენიმე კლასტერში მრავალუჯრედიანი ევკარიოტების გენომში.
These TRNA molecules are encoded in a single transcription unit that is repeated tandemly hundreds to thousands of times in one or several clusters in the genome of a multicellular eukaryote.
526936.
Biology | Chapter XIX
რრნმ-ის ტრანსკრიფციული ერთეულის მრავალი ასლი უჯრედებს აქტიური ცილის სინთეზისათვის საჭირო მილიონობით რიბოსომების სწრაფად წარმოქმნაში ეხმარება.
The many copies of this rRNA transcription unit help cells to quickly make the millions of ribosomes needed for active protein synthesis.
526937.
Biology | Chapter XIX
პირველადი ტრანსკრიპტი შემდეგ იხლიჩება, რათა სამი რრნმ-ის მოლეკულა მივიღოთ.
The primary transcript is cleaved to yield the three rRNA molecules.
526938.
Biology | Chapter XIX
ისინი შემდგომ ცილებთან და ერთი სხვა ტიპის რრნმ-თან (5შ რრნმ) კომბინაციაში რიბოსომულ სუბერთეულებს წარმოქმნიან.
These are then combined with proteins and one other kind of rRNA (5S rRNA) to form ribosomal subunits.
526939.
Biology | Chapter XIX
არაიდენტური გენების მულტიგენური ოჯახების კლასიკური მაგალითებია გლობინების მაკოდირებელი გენების ორი მონათესავე ოჯახი.
The classic examples of multigene families of nonidentical genes are two related families of genes.
526940.
Biology | Chapter XIX
გლობინები ცილების ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებშიც ჰემოგლობინის α და β პოლიპეპტიდური სუბერთეულები შედიან.
The families of genes that encode globins, a group of proteins that include the a and ẞ polypeptide subunits of hemoglobin.