მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526941.
ბიოლოგია | თავი XIX
ერთი ოჯახი, განლაგებული ადამიანის მე-16 ქრომოსომაზე, α-გლობინის სხვადასხვა ფორმებს კოდირებს; მეორე კი, მე-11 ქრომოსომაზე, β-გლობინის ფორმებს კოდირებს.
One family, located on chromosome 16 in humans, encodes various forms of a-globin; the other, on chromosome 11, encodes forms of B-globin.
526942.
ბიოლოგია | თავი XIX
თითოეული გლობინის სუბერთეულის განსხვავებული ფორმები განვითარების სხვადასხვა დროს ექსპრესირდებიან, რაც საშუალებას აძლევს ჰემოგლობინს, ეფექტურად იფუნქციონიროს განვითარებადი ცხოველის ცვლად გარემოში.
The different forms of each globin subunit are expressed at different times in development, allowing hemoglobin to function effectively in the changing environment of the developing animal.
526943.
ბიოლოგია | თავი XIX
ადამიანებში, მაგალითად, ჰემოგლობინის ემბრიონულ ფორმებს უფრო მეტი თვისობა აქვთ ჟანგბადისადმი, ვიდრე ზრდასრულ ფორმებს, რაც დედიდან განვითარებად ნაყოფზე ჟანგბადის ეფექტური გადაცემისთვისაა საჭირო.
In humans, for example, the embryonic and fetal forms of hemoglobin have a higher affinity for oxygen than the adult forms, ensuring the efficient transfer of oxygen from mother to developing fetus.
526944.
ბიოლოგია | თავი XIX
გლობინის გენთა ოჯახურ კლასტერებში ასევე ნანახია რამდენიმე ფსევდოგენი, ფუნქციონალური გენების მსგავსი არა-ფუნქციონალური ნუკლეოტიდური თანამიმდევრობანი.
Also found in the globin gene family clusters are several pseudogenes, nonfunctional nucleotide sequences quite similar to the functional genes.
526945.
ბიოლოგია | თავი XIX
გენთა ოჯახებში გენების განთავსება გარკვეულ შუქს ფენს გენომების ევოლუციის საკითხებს.
The arrangement of the genes in gene families has provided insight into the evolution of genomes.
526946.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩვენ შემდეგ სექციაში განვიხილავთ ზოგიერთ იმ პროცესებს, რომელთაც სხვადასხვა სახეობების გენომების ფორმები განაპირობეს ევოლუციის დროს.
We will consider some of the processes that have shaped the genomes of different species over evolutionary time in the next section.
526947.
ბიოლოგია | თავი XIX
დნმ-ის დუპლიკაციები, რეარანჟირება (გადაწყობები) და მუტაციები გენომის ევოლუციას უწყობენ ხელს.
Duplications, rearrangements, and mutations of DNA contribute to genome evolution.
526948.
ბიოლოგია | თავი XIX
გენომის დონეზე ცვლილებების საწყისს მუტაცია წარმოადგენს, რომელიც საფუძვლად უდევს გენომის ევოლუციის უდიდეს ნაწილს.
The basis of change at the genomic level is mutation, which underlies much of genome evolution.
526949.
ბიოლოგია | თავი XIX
როგორც ჩანს, სიცოცხლის ადრეულ ფორმებს გენების მინიმალური რაოდენობა უნდა ჰქონოდათ - მხოლოდ ისინი, რაც აუცილებელი იყო გადარჩენისა და გამრავლებისათვის.
It seems likely that the earliest forms of life had a minimal number of genes-those necessary for survival and reproduction.
526950.
ბიოლოგია | თავი XIX
თუ მართლაც ასე იყო, ევოლუციის ერთი ასპექტი უნდა ყოფილიყო გენომის ზომის გადიდება, გენთა დივერსიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი გენეტიკური მასალის არსებობის უზრუნველსაყოფად.
If this was indeed the case, one aspect of evolution must have been an increase in the size of the genome, with the extra genetic material providing the raw material for gene diversification.
526951.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ სექციაში, ჩვენ პირველად აღვწერთ, როგორ შეიძლება გენომის ნაწილის ან მთელი გენომის დამატებითი ასლების წარმოქმნა.
In this section, we will first describe how extra copies of all or part of a genome can arise.
526952.
ბიოლოგია | თავი XIX
შემდეგ განვიხილავთ თანამიმდევარ პროცესებს, რომლებმაც შეიძლება მსგავსი ან სრულიად ახალი ფუნქციების მქონე ცილების (ან რნმ პროდუქტების) ევოლუციისაკენ მიგვიყვანონ.
Then consider subsequent processes that can lead to the evolution of proteins (or RNA products) with related or entirely new functions.
526953.
ბიოლოგია | თავი XIX
ქრომოსომური ნაკრებების დუპლიკაცია.
Duplication of Chromosome Sets.
526954.
ბიოლოგია | თავი XIX
მეიოზის დროს რაიმე შემთხვევამ შესაძლოა, ქრომოსომების ერთი ან მეტი დამატებითი ნაკრების წარმოქმნა გამოიწვიოს.
An accident in meiosis can result in one or more extra sets of chromosomes.
526955.
ბიოლოგია | თავი XIX
ეს მდგომარეობა პოლიპლოიდიის სახელითაა ცნობილი.
A condition known as polyploidy.
526956.
ბიოლოგია | თავი XIX
პოლიპლოიდურ ორგანიზმში, გენების ერთ სრულ ნაკრებს შეუძლია ორგანიზმისათვის აუცილებელი ფუნქციების უზრუნველყოფა.
In a polyploid organism, one complete set of genes can provide essential functions for the organism.
526957.
ბიოლოგია | თავი XIX
ერთი ან მეტი დამატებითი ნაკრების გენები დაგროვებული მუტაციების შედეგად შეიძლება დაშორდნენ ერთმანეთს, განსხვავებულნი გახდნენ; ეს ვარიაციები შენარჩუნდება, თუკი მათი მატარებელი ორგანიზმი არსებობს და რეპროდუცირდება.
The genes in the one or more extra sets can diverge by accumulating mutations; these variations may persist if the organism carrying them survives and reproduces.
526958.
ბიოლოგია | თავი XIX
ამგვარად, შესაძლოა, წარმოიქმნას ახალი ფუნქციების მქონე გენები.
In this way, genes with novel functions can evolve.
526959.
ბიოლოგია | თავი XIX
როდესაც მნიშვნელოვანი გენის ერთი ასლი ექსპრესირდება, მეორე ასლის განსხვავებულობამ შეიძლება მის მიერ კოდირებულ ცილის ახლებურ მოქმედებამდე მიგვიყვანოს, რის შედეგადაც ორგანიზმის ფენოტიპი შეიცვლება.
As long as one copy of a crucial gene is expressed, the divergence of another copy can lead to its encoded protein acting in a novel way, thereby changing the organism's phenotype.
526960.
ბიოლოგია | თავი XIX
ბევრ (ან თუნდაც ცოტა) გენებში მუტაციების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი სახეობების გამოცალკევება, რაც ხშირად ხდება მცენარეებში.
The accumulation of mutations in many (or even a few) genes may lead to the branching off of a new species, as happens often in plants.