669199 Records found
527181.
Biology | Chapter XX
თუმცა, კდნმ ბიბლიოთეკა გენომის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს - მასში გენების მხოლოდ ის ჯგუფი გვაქვს, რომლებიც მრნმ-ში ტრანსკრიბირდნენ საწყის უჯრედებში.
However, a cDNA library represents only part of the genome-only the subset of genes that were transcribed into mRNA in the original cells.
527182.
Biology | Chapter XX
გენომურ და კდნმ ბიბლიოთეკებს თითოეულს თავისი უპირატესობები აქვს, იმისდა მიხედვით, თუ რისი შესწავლა მიმდინარეობს.
Genomic and cDNA libraries each have advantages, depending on what is being studied.
527183.
Biology | Chapter XX
თუ თქვენ გინდათ გენის კლონირება, მაგრამ ზუსტად არ იცით, რა ტიპის უჯრედებში ხდება მისი ექსპრესია, ან ვერ ახერხებთ ამ ტიპის უჯრედების მოპოვებას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გენომურ ბიბლიოთეკაში ეს გენი იქნება.
If you want to clone a gene but are unsure in what cell type it is expressed or are unable to obtain that cell type, a genomic library is almost certain to contain the gene.
527184.
Biology | Chapter XX
ასევე, თუ თქვენ რეგულატორული თანამიმდევრობები ან გენთან ასოცირებული ინტრონები გაინტერესებთ, გენომური ბიბლიოთეკაა საჭირო, რადგანაც ასეთი თანამიმდევრობები საბოლოოდ დამუშავებულ მრნმ-ებში, რომელთაც კდნმ ბიბლიოთეკის შესაქმნელად იყენებენ, არ არის.
Also, if you are interested in the regulatory sequences or introns associated with a gene, a genomic library is required because these sequences are absent from the fully processed mRNAs used in making a cDNA library.
527185.
Biology | Chapter XX
სწორედ ამ მიზეზით, თუ თქვენ მხოლოდ გენის მაკოდირებელი თანამიმდევრობა გაინტერესებთ, კდნმ ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ მოიპოვოთ მისი დამუშავებული ვერსია.
For this very reason, if you are only interested in the coding sequence of a gene, you can obtain a stripped-down version of the gene from a cDNA library.
527186.
Biology | Chapter XX
კდნმ ბიბლიოთეკა ასევე სასარგებლოა განსაზღვრული ტიპის უჯრედების, ვთქვათ ტვინის ან ღვიძლის უჯრედების, სპეციალიზებული ფუნქციების განმაპირობებელი გენების შესასწავლად.
A cDNA library is also useful for studying genes responsible for the specialized functions of a particular cell type, such as brain or liver cells.
527187.
Biology | Chapter XX
და ბოლოს, გენთა ექსპრესიის სურათში განვითარების პროცესში წარმოქმნილ ცვლილებებს შეიძლება დავაკვირდეთ, თუკი ერთი და იგივე ტიპის უჯრედებიდან კდნმ ბიბლიოთეკებს ორგანიზმის სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპებზე გავაკეთებთ.
Finally, changes in patterns of gene expression during development can be traced by making cDNA from cells of the same type at different times in the life of an organism.
527188.
Biology | Chapter XX
ევკარიოტული გენების კლონირება და ექსპრესირება.
Cloning and Expressing Eukaryotic Genes.
527189.
Biology | Chapter XX
განსაზღვრული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის საპოვნელად დნმ-ის ბიბლიოთეკის სკრინინგის ალტერნატივა ხანდახან შეიძლება იყოს სამიზნე გენზე კლონების სკრინინგი, რაც მის მიერ კოდირებული ცილის აღმოჩენას ეფუძნება.
As an alternative to screening a DNA library for a particular nucleotide sequence, the clones can sometimes be screened for a desired gene based on detection of its encoded protein.
527190.
Biology | Chapter XX
მაგალითად, თუ ცილა ფერმენტს წარმოადგენს, შესაძლოა გაიზომოს მისი აქტივობა; ასევე, ცილის დეტექცია მათთან სპეციფიკურად დაკავშირებადი ანტისხეულების გამოყენებითაა შესაძლებელი.
For example, if the protein is an enzyme, its activity can be measured; alternatively, the protein can be detected using antibodies that bind specifically to it.
527191.
Biology | Chapter XX
და მას შემდეგ, რაც განსაზღვრული გენის კლონირება მასპინძელ უჯრედებში განხორციელდება, მისი ცილოვანი პროდუქტის წარმოება შეიძლება დიდი რაოდენობით, კვლევითი მიზნებისა თუ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენებისთვის.
And once a particular gene has been cloned in host cells, its protein product can be produced in larger amounts for research purposes or valuable practical applications.
527192.
Biology | Chapter XX
ბაქტერიული ექსპრესიის სისტემები.
Bacterial Expression Systems.
527193.
Biology | Chapter XX
კლონირებული ევკარიოტული გენის მიერ ბაქტერიულ მასპინძელ უჯრედებში ფუნქციონირების დაწყება სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რადგანაც გენთა ექსპრესიის გარკვეული ასპექტები ევკარიოტებსა და პროკარიოტებში განსხვავებულია.
Getting a cloned eukaryotic gene to function in bacterial host cells can be difficult because certain aspects of gene expression are different in eukaryotes and prokaryotes.
527194.
Biology | Chapter XX
პრომოტორებსა და დნმ-ის სხვა მაკონტროლებელ თანამიმდევრობებში არსებული სხვაობებით გამოწვეული სირთულეების გადასალახავად, მეცნიერები, ჩვეულებრივ, ექსპრესიის ვექტორს იყენებენ.
To overcome differences in promoters and other DNA control sequences, scientists usually employ an expression vector.
527195.
Biology | Chapter XX
ეს არის კლონირების ვექტორი, რომელიც რესტრიქციის საიტის გვერდზე აღმავალი მიმართულებით მაღალაქტიურ პროკარიოტულ პრომოტორს შეიცავს და აქვე შესაძლებელია ევკარიოტული გენის სწორი წაკითხვის ჩარჩოში ჩართვაც.
A cloning vector that contains a highly active prokaryotic promoter just upstream of a restriction site where the eukaryotic gene can be inserted in the correct reading frame.
527196.
Biology | Chapter XX
ბაქტერიული მასპინძელი უჯრედი ამოიცნობს პრომოტორს და წარმატებით განახორციელებს ამ პრომოტორთან მიბმული უცხო გენის ექსპრესიას.
The bacterial host cell will recognize the promoter and proceed to express the foreign gene now linked to that promoter.
527197.
Biology | Chapter XX
ასეთი ექსპრესიის ვექტორები ბაქტერიულ უჯრედებში მრავალი ევკარიოტული ცილის სინთეზის საშუალებას იძლევიან.
Such expression vectors allow the synthesis of many eukaryotic proteins in bacterial cells.
527198.
Biology | Chapter XX
კლონირებული ევკარიოტული გენების ბაქტერიებში ექსპრესირებასთან დაკავშირებული მეორე პრობლემა ევკარიოტული გენების უმეტესობაში არამაკოდირებელი უბნების (ინტრონების) არსებობაა.
Another problem with expressing cloned eukaryotic genes in bacteria is the presence of noncoding regions (introns) in most eukaryotic genes.
527199.
Biology | Chapter XX
ინტრონები ევკარიოტულ გენს ძალიან აგრძელებენ და მოუხერხებელს ხდიან და ასევე გენის სწორად ექსპრესიას უშლიან ხელს ბაქტერიული უჯრედების მიერ, რადგანაც ამ უკანასკნელთ არ აქვთ რნმ-ის სპლაისინგის მექანიზმი.
Introns can make a eukaryotic gene very long and unwieldy, and they prevent correct expression of the gene by bacterial cells, which do not have RNA-splicing machinery.
527200.
Biology | Chapter XX
ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია გენის კდნმ ფორმის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ ეგზონებს შეიცავს.
This problem can be surmounted by using a cDNA form of the gene, which includes only the exons.