669199 Records found
527201.
Biology | Chapter XX
ბაქტერიებს ევკარიოტული კდნმ გენის ექსპრესირება შეუძლიათ, თუ ვექტორი ბაქტერიულ პრომოტორსა და გენის ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციისთვის აუცილებელ ყველა სხვა მაკონტროლებელ ელემენტებს შეიცავს.
Bacteria can express a eukaryotic CDNA gene if the vector contains a bacterial promoter and any other control elements necessary for the gene's transcription and translation.
527202.
Biology | Chapter XX
ევკარიოტული კლონირება და ექსპრესიის სისტემები.
And Eukaryotic Cloning and Expression Systems.
527203.
Biology | Chapter XX
მოლეკულური დარგის ბიოლოგებს ევკარიოტულ-პროკარიოტული შეუთავსებლობის თავიდან არიდება შეუძლიათ, თუ სამიზნე ევკარიოტული გენების კლონირებისა და/თუ ექსპრესირებისთვის მასპინძელ უჯრედებად ბაქტერიების ნაცვლად ევკარიოტულ უჯრედებს, ვთქვათ საფუვრებს, გამოიყენებენ.
Molecular biologists can avoid eukaryotic-prokaryotic incompatibility by using eukaryotic cells such as yeasts, rather than bacteria, as hosts for cloning and/or expressing eukaryotic genes of interest.
527204.
Biology | Chapter XX
საფუვრის უჯრედები, ერთუჯრედიანი სოკოები ორ უპირატესობას გვთავაზობენ: ისინი ბაქტერიებივით ადვილად იზრდებიან და პლაზმიდებს შეიცავენ, რაც დიდი იშვიათობაა ევკარიოტებს შორის.
Yeast cells, single-celled fungi, offer two advantages: They are as easy to grow as bacteria, and they have plasmids, a rarity among eukaryotes.
527205.
Biology | Chapter XX
მეცნიერებმა ისეთი რეკომბინანტული პლაზმიდებიც კი შექმნეს, რომლებშიც საფუვრისა და ბაქტერიების დნმ-ია კომბინირებული და რომელთაც ორივე ტიპის უჯრედებში შეუძლიათ რეპლიცირება.
Scientists have even constructed recombinant plasmids that combine yeast and bacterial DNA and can replicate in either type of cell.
527206.
Biology | Chapter XX
ევკარიოტული გენების კლონირების სხვა გამოსადეგ იარაღს საფუვრის ხელოვნური ქრომოსომები (YACs) წარმოადგენენ, რომლებშიც ევკარიოტული ქრომოსომების მთავარი შემადგენლები - დნმ-ის რეპლიკაციის საწყისი, ცენტრომერა და ორი ტელომერა, უცხო დნმ-თანაა კომბინირებული.
Another useful tool for cloning eukaryotic genes are yeast artificial chromosomes (YACS), which combine the essentials of a eukaryotic chromosome-an origin for DNA replication, a centromere, and two telomeres-with foreign DNA.
527207.
Biology | Chapter XX
ასეთი ქრომოსომის მსგავსი ვექტორები მიტოზის დროს ჩვეულებრივ იქცევიან და საფუვრის უჯრედის დაყოფისას უცხო დნმ-ის კლონირებას ახდენენ.
These chromosomelike vectors behave normally in mitosis, cloning the foreign DNA as the yeast cell divides.
527208.
Biology | Chapter XX
რადგანაც YAC-ს პლაზმიდურ ვექტორთან შედარებით, დნმ-ის ბევრად უფრო გრძელი სეგმენტის ტარება შეუძლია, მეტი შანსია, კლონირებული ფრაგმენტი მთლიან გენს, და არა მხოლოდ მის ნაწილს, შეიცავდეს.
Because a YAC can carry a much longer DNA segment than can a plasmid vector, a cloned fragment is more likely to contain an entire gene rather than just a portion of it.
527209.
Biology | Chapter XX
კლონირებული ევკარიოტული გენის ექსპრესირებისთვის ევკარიოტული მასპინძელი უჯრედების გამოყენების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ევკარიოტული ცილა ვერ იფუნქციონირებს, თუ ტრანსლაციის შემდგომ მათი მოდიფიკაცია, მაგალითად ნახშირწყლოვანი ან ლიპიდური ჯგუფების დამატება არ განხორციელდა.
Another reason to use eukaryotic host cells for expressing a cloned eukaryotic gene is that many eukaryotic proteins will not function unless they are modified after translation, for example by the addition of carbohydrate or lipid groups.
527210.
Biology | Chapter XX
ბაქტერიულ უჯრედებს ამ მოდიფიკაციების ჩატარება არ შეუძლიათ და თუ ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ამგვარ პროცესინგს საჭიროებს, ძუძუმწოვრისგან არის, საფუვრის უჯრედებიც კი ვერ შეძლებენ მის სწორად მოდიფიცირებას.
Bacterial cells cannot carry out these modifications, and if the gene product requiring such processing is from a mammal, even yeast cells will not be able to modify the protein correctly.
527211.
Biology | Chapter XX
ამიტომ შესაძლოა, ცხოველთა უჯრედების კულტურიდან მასპინძელი უჯრედების გამოყენება გახდეს აუცილებელი.
The use of host cells from an animal cell culture may therefore be necessary.
527212.
Biology | Chapter XX
მეცნიერებმა რეკომბინანტული დნმ-ის ევკარიოტულ უჯრედებში გადატანის სხვადასხვა მეთოდები შეიმუშავეს.
Scientists have developed a variety of methods for introducing recombinant DNA into eukaryotic cells.
527213.
Biology | Chapter XX
ელექტროპორაციაში უჯრედების შემცველ ხსნარზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით მოქმედებენ, რის შედეგადაც უჯრედების პლაზმურ მემბრანებში დროებითი ხვრელები წარმოიქმნება, რომელთა გავლით მათში დნმ შეიძლება შევიდეს.
In electroporation, a brief electrical pulse applied to a solution containing cells creates temporary holes in their plasma membranes, through which DNA can enter.
527214.
Biology | Chapter XX
ეს ტექნიკა ახლა ფართოდ გამოიყენება ბაქტერიებისათვისაც.
This technique is now commonly used for bacteria as well.
527215.
Biology | Chapter XX
განსხვავებული მიდგომით, მეცნიერებს ცალკეულ ევკარიოტულ უჯრედებში პირდაპირ შეუძლიათ, მოახდინონ დნმ-ის ინექციირება მიკროსკოპიულად წვრილი ნემსების გამოყენებით.
Alternatively, scientists can inject DNA directly into single eukaryotic cells using microscopically thin needles.
527216.
Biology | Chapter XX
მცენარეულ უჯრედებში დნმ-ის შესატანად, ნიადაგის ბაქტერიის Agrobacterium–ის გამოყენება შეიძლება, როგორც შემდგომ შევიტყობთ.
To get DNA into plant cells, the soil bacterium Agrobacterium can be used, as you will learn later.
527217.
Biology | Chapter XX
თუკი შეტანილი დნმ გენური რეკომბინაციის საშუალებით უჯრედის გენომში ჩაერთვება, შემდგომ შესაძლებელია უჯრედის მიერ მისი ექსპრესირებაც მოხდეს.
If the introduced DNA is incorporated into a cell's genome by genetic recombination, then it may be expressed by the cell.
527218.
Biology | Chapter XX
დნმ-ის ამპლიფიცირება ინ-ვიტრო: პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია.
Amplifying DNA in Vitro: The Polymerase Chain Reaction (PCR).
527219.
Biology | Chapter XX
განსაზღვრული გენის ან დნმ-ის სხვა თანამიმდევრობის დიდი რაოდენობის მოსამზადებლად საუკეთესო მეთოდად რჩება უჯრედებში დნმ-ის კლონირება.
DNA cloning in cells remains the best method for preparing large quantities of a particular gene or other DNA sequence.
527220.
Biology | Chapter XX
თუმცა, როდესაც დნმ-ის წყარო არასაკმარისი ან გაუსუფთავებელია, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ანუ PCR უფრო სწრაფ და სელექციურ მეთოდს წარმოადგენს.
However, when the source of DNA is scanty or impure, the polymerase chain reaction, or PCR, is quicker and more selective.