მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527161.
ბიოლოგია | თავი XX
ამ შემთხვევაში კლონირება არ არის მიმართული რომელიმე ცალკეული გენისადმი.
No single gene is targeted for cloning.
527162.
ბიოლოგია | თავი XX
ათასობით სხვადასხვა რეკომბინანტული პლაზმიდის წარმოქმნა ხდება მე-3 საფეხურზე და თითოეული მათგანის კლონი მე-5 საფეხურზე (თეთრ) კოლონიად იზრდება.
Thousands of different recombinant plasmids are produced in step 3, and a clone of each ends up as a (white) colony in step 5.
527163.
ბიოლოგია | თავი XX
პლაზმიდების კლონების სრულ ნაკრებს, რომელთაგან თითოეული საწყისი გენომიდან მიღებული განსაზღვრული სეგმენტის ასლების მატარებელია, გენომურ ბიბლიოთეკას უწოდებენ.
The complete set of plasmid clones, each carrying copies of a particular segment from the initial genome, is referred to as a genomic library.
527164.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერები ხშირად მოიპოვებენ ასეთ ბიბლიოთეკებს (ან ცალკეულ კლონირებულ გენებსაც კი) სხვა მკვლევრისა თუ კომერციული წყაროდან.
Scientists often obtain such libraries (or even particular cloned genes) from another researcher or a commercial source.
527165.
ბიოლოგია | თავი XX
ამას ხანდახან „ტელეფონით კლონირებას” უწოდებენ!
Sometimes referred to as "cloning by phone"!
527166.
ბიოლოგია | თავი XX
გარკვეული ბაქტერიოფაგი ასევე ხშირად გამოიყენება კლონირების ვექტორებად გენომური ბიბლიოთეკების შესაქმნელად.
Certain bacteriophages are also common cloning vectors for making genomic libraries.
527167.
ბიოლოგია | თავი XX
უცხო დნმ-ის ფრაგმენტები შეიძლება სპლაისირდნენ ფაგის გენომში ისევე, როგორც პლაზმიდაში, რესტრიქციული ფერმენტისა და დნმ-ლიგაზას გამოყენებით.
Fragments of foreign DNA can be spliced into a phage genome, as into a plasmid, by using a restriction enzyme and DNA ligase.
527168.
ბიოლოგია | თავი XX
ვექტორებად ფაგების გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ფაგს ბაქტერიულ პლაზმიდასთან შედარებით დნმ-ის უფრო დიდი ნაწილის ჩართვა შეუძლია.
An advantage of using phages as vectors is that a phage can carry a larger DNA insert than a bacterial plasmid.
527169.
ბიოლოგია | თავი XX
რეკომბინანტული ფაგის დნმ ინ-ვიტრო თავსდება კაფსიდებში და შემდგომ გადადის ბაქტერიულ უჯრედში ჩვეულებრივი ინფიცირების პროცესის საშუალებით.
The recombinant phage DNA is packaged into capsids in vitro and introduced into a bacterial cell through the normal infection process.
527170.
ბიოლოგია | თავი XX
უჯრედის შიგნით, ფაგის დნმ რეპლიცირდება და ახალი ფაგის ნაწილაკებს წარმოქმნის, რომელთაგან თითოეული უცხო დნმ-ის მატარებელია.
Inside the cell, the phage DNA replicates and produces new phage particles, each carrying the foreign DNA.
527171.
ბიოლოგია | თავი XX
ფაგის გამოყენებით შექმნილი გენომური ბიბლიოთეკა ფაგის კლონების კოლექციის სახით ინახება.
A genomic library made using phage is stored as a collection of phage clones.
527172.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც რესტრიქციული ფერმენტები გენების საზღვრებს ვერ ცნობენ.
Since restriction enzymes do not recognize gene boundaries.
527173.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგიერთი გენი ორივე ტიპის გენომურ ბიბლიოთეკაში გაჭრილი და ორ ან მეტ კლონს შორის განაწილებული იქნება.
Some genes in either type of genomic library will be cut and divided up among two or more clones.
527174.
ბიოლოგია | თავი XX
მკვლევრებს სხვა ტიპის დნმ-ის ბიბლიოთეკის შექმნაც შეუძლიათ, თუ პროცესს უჯრედებიდან ექსტრაგირებული მრნმ-ით დაიწყებენ.
Researchers can make another kind of DNA library starting with mRNA extracted from cells.
527175.
ბიოლოგია | თავი XX
ფერმენტი უკუტრანსკრიპტაზას (მიღებული რეტროვირუსებიდან) გამოყენებით ინ-ვიტრო მრნმ-ის მოლეკულების ერთჯაჭვიანი დნმ ტრანსკრიპტები მიიღება.
The enzyme reverse transcriptase (obtained from retroviruses) is used in vitro to make singlestranded DNA transcripts of the mRNA molecules.
527176.
ბიოლოგია | თავი XX
მრნმ-ის ფერმენტული დეგრადაციის შემდეგ, დნმ პოლიმერაზას მიერ სინთეზდება დნმ-ის მეორე ჯაჭვი, პირველის კომპლემენტარული.
Following enzymatic degradation of the mRNA, a second DNA strand, complementary to the first, is synthesized by DNA polymerase.
527177.
ბიოლოგია | თავი XX
ეს ორჯაჭვიანი დნმ, რომელსაც კომპლემენტარული დნმ (კდნმ) ეწოდება, შემდგომ მოდიფიცირდება ორივე ბოლოზე რესტრიქციული ფერმენტის ამომცნობი თანამიმდევრობების დამატებით.
This double-stranded DNA, called complementary DNA (cDNA), is then modified by addition of restriction enzyme recognition sequences at each end.
527178.
ბიოლოგია | თავი XX
და ბოლოს, კდნმ ჩაერთვება დნმ ვექტორში გენომური დნმ ფრაგმენტების ჩართვის ანალოგიური მექანიზმით.
Finally, the cDNA is inserted into vector DNA in a manner similar to the insertion of genomic DNA fragments.
527179.
ბიოლოგია | თავი XX
გამოყოფილი მრნმ უჯრედების მიერ გამოყენებული, მრავალი სხვადასხვა გენიდან ტრანსკრიბირებული ყველა მრნმ მოლეკულების, ნარევს წარმოადგენდა.
The isolated mRNA was a mixture of all the mRNA molecules in the cells used, transcribed from many different genes.
527180.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, კდნმ, რომლის კლონირებაც განხორციელდა, გენების კოლექციის შემცველ ბიბლიოთეკას წარმოქმნიან.
Therefore, the cDNAs that are cloned make up a library containing a collection of genes.