669199 Records found
527321.
Biology | Chapter XX
ასეთ რუკებზე მარკერების განაწილება და მათ შორის არსებული ფარდობითი მანძილები რეკომბინაციის სიხშირეებს ეფუძნება.
The order of the markers and the relative distances between them on such a map are based on recombination frequencies.
527322.
Biology | Chapter XX
მარკერები შეიძლება იყოს გენები ან ნებისმიერი სხვა იდენტიფიცირებადი თანამიმდევრობები დნმ-ში, როგორებიცაა RFLP ან თავი 19-ში განხილული მარტივი თანამიმდევრობების დნმ.
The markers can be genes or any other identifiable sequences in the DNA, such as RFLPS or the simple sequence DNA discussed in Chapter 19.
527323.
Biology | Chapter XX
ძირითადად მარტივი თანმიმდევრობების დნმ-ზე დაყრდნობით, რომლებიც ჭარბადაა გავრცელებული ადამიანის გენომში და სიგრძის მიხედვით განსხვავებული სხვადასხვა “ალელები“ გააჩნია, მკვლევრებმა ადამიანის გენეტიკური რუკა შეადგინეს დაახლოებით 5 000 მარკერით.
Relying primarily on simple sequence DNA, which is abundant in the human genome and has various "alleles" differing in length, researchers compiled a human genetic map with some 5,000 markers.
527324.
Biology | Chapter XX
ასეთი რუკის დახმარებით კიდევ სხვა მარკერების, მათ შორის გენების ლოკალიზაცია გახდა შესაძლებელი ცნობილი მარკერებისადმი გენეტიკური კავშირების ტესტირების გზით.
Such a map enabled them to locate other markers, including genes, by testing for genetic linkage to the known markers.
527325.
Biology | Chapter XX
ის ასევე ფასეული იყო, როგორც კარკასი, განსაზღვრული უბნების უფრო დეტალური რუკების შესადგენად.
It was also valuable as a framework for organizing more detailed maps of particular regions.
527326.
Biology | Chapter XX
ფიზიკური კარტირება: დნმ-ის ფრაგმენტების განაწილების დადგენა.
Physical Mapping: Ordering DNA Fragments.
527327.
Biology | Chapter XX
ფიზიკურ რუკაში მარკერებს შორის არსებული დისტანცია გარკვეული ფიზიკური საზომით, როგორც წესი, დნმ-ის გასწვრივ წყვილ ფუძეთა რიცხვით გამოიხატება.
In a physical map, the distances between markers are expressed in some physical measure, usually the number of base pairs along the DNA.
527328.
Biology | Chapter XX
მთელი გენომის კარტირების შემთხვევაში, ფიზიკური რუკა იქმნება თითოეული ქრომოსომის დნმ-ის დაჭრით რიგ რესტრიქციულ ფრაგმენტებად და შემდგომ ქრომოსომურ დნმ-ში ფრაგმენტების თავდაპირველი განლაგების, განაწილების დადგენით.
For whole-genome mapping, a physical map is made by cutting the DNA of each chromosome into ad number of restriction fragments and then determining the original order of the fragments in the chromosomal DNA.
527329.
Biology | Chapter XX
მნიშვნელოვანია ისეთი ფრაგმენტების წარმოქმნა, რომლებიც ერთმანეთს გადაფარავენ და შემდეგ ნიმუშების ან ფრაგმენტების ბოლოების ავტომატიზებული ნუკლეოტიდური სიქვენირების საშუალებით ამ ურთიერთგადაფარვების აღმოჩენა.
The key is to make fragments that overlap and then use probes or automated nucleotide sequencing of the ends to find the overlaps.
527330.
Biology | Chapter XX
ამ გზით შესაძლებელია უფრო და უფრო მეტი ფრაგმენტის განლაგების დადგენა, რაც ქრომოსომაზე მათ განაწილებას შეესაბამება.
In this way, more and more fragments can be assigned to a sequential order that corresponds to their order in a chromosome.
527331.
Biology | Chapter XX
ფიზიკური კარტირებისთვის გამოსაყენებელი დნმ-ის ფრაგმენტები კლონირების საშუალებით მზადდება.
Supplies of the DNA fragments used for physical mapping are prepared by cloning.
527332.
Biology | Chapter XX
დიდ გენომებზე მუშაობისას მკვლევრები დნმ-ის დაჭრის, კლონირებისა და ფიზიკური კარტირების რამდენიმე ეტაპს ატარებენ.
In working with large genomes, researchers carry out several rounds of DNA cutting, cloning, and physical mapping.
527333.
Biology | Chapter XX
გენომის კარტირების საბოლოო მიზანს თითოეული ქრომოსომის სრული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის განსაზღვრა წარმოადგენს.
The ultimate goal in mapping a genome is to determine the complete nucleotide sequence of each chromosome.
527334.
Biology | Chapter XX
თუ შესაძლებელია 800 წყვილ ფუძემდე სიგრძის დნმ-ის ფრაგმენტის მრავალი ასლის სუფთად მიღება, ფრაგმენტის თანამიმდევრობა შეიძლება სიქვენირების დანადგარის საშუალებით დადგინდეს.
If a pure preparation of many copies of a DNA fragment up to about 800 base pairs in length is available, the sequence of the fragment can be determined by a sequencing machine.
527335.
Biology | Chapter XX
სიქვენირების ჩვეულებრივი მეთოდიკა, რაც აღწერილია სურათ 20.12-ზე, ბრიტანელმა მეცნიერმა, ფრედერიკ სენგერმა შეიმუშავა.
The usual sequencing technique, described in Figure 20.12, was developed by British scientist Frederick Sanger.
527336.
Biology | Chapter XX
მას ხშირად დიდეზოქსირიბონუკლეოტიდური (ან დიდოქსი, შემოკლებით) ჯაჭვის ტერმინაციის მეთოდს უწოდებენ.
It is often called the dideoxyribonucleotide (or dideoxy, for short) chain-termination method.
527337.
Biology | Chapter XX
ავტომატიზაციის შემთხვევაშიც კი, ადამიანის ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრების შემადგენელი 2.9 მილიარდი წყვილი ფუძის სიქვენირება ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს.
Even with automation, the sequencing of all 2.9 billion base pairs in a haploid set of human approach was further validated in March 2000 with comple chromosomes presented a formidable challenge.
527338.
Biology | Chapter XX
ფაქტობრივად, როგორც ეს ინტერვიუშიც არის განხილული, ადამიანის გენომის პროექტის მთავარ მიზანს სიქვენირების უფრო სწრაფი ტექნოლოგიის შემუშავება წარმოადგენდა თანმიმდევრობების ნაწილობრივი ანალიზისა და აწყობისთვის საჭირო უფრო დახვეწილი კომპიუტრული პროგრამების შექმნასთან ერთად.
In fact, as discussed in the interview, a major thrust of the Human Genome Project was the development of technology for faster sequencing, along with more sophisticated computer software for analyzing and assembling the partial sequences.
527339.
Biology | Chapter XX
პრაქტიკაში, სურათ 20.11-ზე ნაჩვენები სამი სტადია ერთმანეთს გადაფარავს, რასაც ჩვენს მიერ მოყვანილი გამარტივებული ვერსია არ ასახავს, მაგრამ კარგად წარმოადგენს ადამიანის გენომის პროექტში გამოყენებულ სტრატეგიას.
In practice, the three stages shown in Figure 20.11 overlap in a way that our simplified version does not portray, but they accurately represent the overarching strategy employed in the Human Genome Project.
527340.
Biology | Chapter XX
1992 წელს, სიქვენირებისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მიღწეული წარმატებებით შთაგონებულმა მოლეკულურმა ბიოლოგმა ჯ. კრეიგ ვენტერმა მთლიანი გენომების სიქვენირების ალტერნატიული მიდგომა შეიმუშავა.
In 1992, emboldened by advances in sequencing and computer technology, molecular biologist J. Craig Venter devised an alternative approach to the sequencing of whole genomes.