მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527301.
ბიოლოგია | თავი XX
სიხშირე, რომლითაც ორი RFLP მარკერი - ან RFLP მარკერი და გარკვეული გენის ალელი - მემკვიდრეობით ერთად გადაეცემა, ქრომოსომაზე ამ ორი ლოკუსის განლაგების სიახლოვის ზომას წარმოადგენს.
The frequency with which two RFLP markersor a RFLP marker and a certain allele for a gene-are inherited together is a measure of the closeness of the two loci on a chromosome.
527302.
ბიოლოგია | თავი XX
RFLP-ის აღმოჩენამ ადამიანის გენომის კარტირებისთვის ხელმისაწვდომი მარკერების რიცხვი ძალიან გაზარდა.
The discovery of RFLPs greatly increased the number of markers available for mapping the human genome.
527303.
ბიოლოგია | თავი XX
გენეტიკოსები უკვე აღარ იყვნენ ლიმიტირებული მხოლოდ იმ გენეტიკური სახესხვაობებით, რომლებიც თვალნათელ ფენოტიპურ ცვლილებებს (როგორებიცაა გენეტიკური დაავადებები), ან თუნდაც სხვაობებს ცილოვან პროდუქტებში, იწვევენ.
No longer were geneticists limited to genetic variations that lead to obvious phenotypic differences (such as genetic diseases) or even to differences in protein products.
527304.
ბიოლოგია | თავი XX
შესაძლებელია მთელი გენომის კარტირება დნმ-ის დონეზე.
Entire genomes can be mapped at the DNA level.
527305.
ბიოლოგია | თავი XX
ჯერ კიდევ 1980 წელს, მოლეკულურმა ბიოლოგმა დევიდ ბოტსტეინმა და კოლეგებმა ივარაუდეს, რომ RFLP-ში ასახული დნმ-ის ვარიაციები შესაძლოა ადამიანის მთელი გენომის მეტად დეტალური რუკის შედგენის საფუძველი გამხდარიყო.
As early as 1980, molecular biologist David Botstein and colleagues proposed that the DNA variations reflected in RFLPS could serve as the basis for an extremely detailed map of the entire human genome.
527306.
ბიოლოგია | თავი XX
მას შემდეგ, მკვლევრები ასეთი მარკერებისა და დნმ ტექნოლოგიის მეთოდების ერთობლივი გამოყენებით მთელი რიგი სახეობების გენომების სულ უფრო და უფრო დეტალური რუკების შექმნას ცდილობენ.
Since then, researchers have used such markers in conjunction with the tools and techniques of DNA technology to develop more and more detailed maps of the genomes of a number of species.
527307.
ბიოლოგია | თავი XX
დღეისთვის, კარტირების ყველაზე ამბიციურ პროექტს ადამიანის გენომის სიქვენირება წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურად, ადამიანის გენომის პროექტის სახელით 1990 წელს დაიწყო.
The most ambitious mapping project to date has been sequencing of the human genome, officially begun as the Human Genome Project in 1990.
527308.
ბიოლოგია | თავი XX
ეს მცდელობა უმეტესწილად დასრულებული იქნა 2003 წლისთვის, როდესაც განისაზღვრა ადამიანის თითოეული ქრომოსომის (22 აუტოსომისა და წყვილი სასქესო ქრომოსომების) დნმ-ის უდიდესი ნაწილის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა.
This effort was largely completed in 2003 when the nucleotide sequence of the vast majority of DNA in each human chromosome (the 22 autosomes and the pair of sex chromosomes) was obtained.
527309.
ბიოლოგია | თავი XX
უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში მკვლევართა საერთაშორისო, სახელმწიფოთა მიერ დაფინანსებული კონსორციუმის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სამი ეტაპი წარმატებით გაიარა, რის შედეგადაც მიღწეული იქნა ადამიანის გენომის პროგრესულად უფრო დეტალური ხედვა : გენეტიკური (ან კავშირული) კარტირება, ფიზიკური კარტირება და დნმ-ის სიქვენირება (თანამიმდევრობის განსაზღვრა).
Organized by an international, publicly funded consortium of researchers at universities and research institutes, the project proceeded through three stages that provided progressively more detailed views of the human genome: genetic (or linkage) mapping, physical mapping, and DNA sequencing.
527310.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის გენომის კარტირებასთან ერთად, ადამიანის გენომის პროექტის ფარგლებში მეცნიერები ბიოლოგიური კვლევებისთვის მნიშვნელოვანი სხვა სახეობების გენომებზეც მუშაობენ.
In addition to mapping human DNA, researchers with the Human Genome Project are also working on the genomes of other species important in biological research.
527311.
ბიოლოგია | თავი XX
მათ უკვე დაასრულეს E.coli-ის და მრავალი სხვა პროკარიოტის, Saccharomyces cerevisiae–ის (საფუარი), Caenorhabditis elegans-ის (ნემატოდა), Drosophila melanogasteris (ხილის ბუზი), Mus musculus-ის (თაგვი) და ზოგიერთ სხვათა თანმიმდევრობების განსაზღვრა.
They have completed sequences for E. coli and numerous other prokaryotes, Saccharomyces cerevisiae (yeast), Caenorhabditis elegans (nematode), Drosophila melanogaster (fruit fly), Mus musculus (mouse), and quite a few others.
527312.
ბიოლოგია | თავი XX
ეს გენომები თავისთავადაც დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ასევე ზოგადი ბიოლოგიური მნიშვნელობის ფასეულ ხედვას გვაწოდებენ, როგორც ამას მოგვიანებით განვიხილავთ.
These genomes are of great interest in their own right and are also providing important insights of general biological significance, as we'll discuss later.
527313.
ბიოლოგია | თავი XX
ამასთან ერთად, ამ გენომების კარტირების ადრეული ცდები სასარგებლო იყო ბევრად უფრო დიდი ზომის ადამიანის გენომის გაშიფვრისთვის აუცილებელი სტრატეგიების, მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების გასავითარებლად.
In addition, the early mapping efforts on these genomes were useful for developing the strategies, methods, and new technologies necessary for deciphering the human genome, which is much larger.
527314.
ბიოლოგია | თავი XX
გენეტიკური (კავშირული) კარტირება: მარკერების ფარდობითი განაწილება.
nob Genetic (Linkage) Mapping: Relative intumat stop Ordering of Markers.
527315.
ბიოლოგია | თავი XX
ჯერ კიდევ ადამიანის გენომის პროექტის დაწყებამდე, ადრეული კვლევებით დადგენილი იქნა მრავალი ორგანიზმის გენომის ორგანიზაციის უხეში სურათი.
Even before the Human Genome Project began, earlier research had painted a rough picture of the organization of the genomes of many organisms.
527316.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, სახეობების კარიოტიპები ქრომოსომების რაოდენობასა და მათი ხაზების მთლიან სურათს გვიჩვენებს.
For instance, the karyotype of a species reveals the number of chromosomes and their overall banding pattern.
527317.
ბიოლოგია | თავი XX
და ზოგიერთი გენი უკვე ლოკალიზებული იყო მთელი ქრომოსომის განსაზღვრულ უბანზე ფლუორესცენციური ინ-სიტუ ჰიბრიდიზაციის (FISH) საშუალებით.
And some genes had already been located on a particular region of a whole chromosome by fluorescence in situ hybridization (FISH).
527318.
ბიოლოგია | თავი XX
ამ მეთოდში ფლუორესცენტულად მონიშნულ ნიმუშებს მთლიანი ქრომოსომების იმობილიზებულ რიგთან ჰიბრიდიზაციის საშუალება ეძლევათ.
A method in which fluorescently labeled probes are allowed to hybridize to an immobilized array of whole chromosomes.
527319.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტიპის ინფორმაციის საფუძველზე მიღებული ციტოგენეტიკური რუკები საწყის მასალას წარმოადგენენ შემდგომი, უფრო დეტალური კარტირებისთვის.
Cytogenetic maps based on this type of information provided the starting point for more detailed mapping.
527320.
ბიოლოგია | თავი XX
ქრომოსომების ციტოგენეტიკური რუკების არსებობის შემდეგ, დიდი ზომის გენომის კარტირების საწყის სტადიას ცალკეულ ქრომოსომებში განაწილებული რამდენიმე ათასი გენეტიკური მარკერის კავშირული რუკების შედგენა წარმოადგენს.
With cytogenetic maps of the chromosomes in hand, the initial stage in mapping a large genome is to construct a linkage map of several thousand genetic markers spaced d throughout each of the chromosomes.