669199 Records found
527341.
Biology | Chapter XX
მისი იდეის საფუძველი გენეტიკური კარტირებისა და ფიზიკური კარტირების საფეხურების გამოტოვება და პირდაპირ შემთხვევითი დნმ-ის ფრაგმენტების სეკვენირების დაწყება იყო.
His idea was essentially to skip the genetic mapping and physical mapping stages and start directly with the sequencing of random DNA fragments.
527342.
Biology | Chapter XX
შემდგომ კი, მძლავრი კომპიუტერული პროგრამების საშუალებით მოხდება უკვე გაშიფრული, ძალიან დიდი რაოდენობის ურთიერთგადამფარავი მოკლე თანმიმდევრობების აწყობა ერთ, უწყვეტ თანმიმდევრობად.
Powerful computer programs would then assemble the resulting very large number of overlapping short sequences into a single continuous sequence.
527343.
Biology | Chapter XX
შეადარეთ ეს მიდგომა 20.11-სურათზე ნაჩვენებ იერარქიულ, სამსაფეხურიან მიდგომას.
His whole-genome shotgun approach with the hierarchical, three-stage approach shown in Figure 20.11.
527344.
Biology | Chapter XX
როგორც დაპირებული იყო, 2001 წლის თებერვალში ცელერამ, საზოგადოებრივ ადამიანის გენომის პროექტთან ერთდროულად, ადამიანის გენომის 90%-ზე მეტის სიქვენირების შესახებ გამოაცხადა.
As promised, in February 2001, Celera announced the sequencing of over 90% of the human genome simultaneously with a similar announcement by the public Human Genome Project.
527345.
Biology | Chapter XX
საზოგადოებრივი კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცელერამ კონსორციუმის რუკები და თანმიმდევრობების მონაცემები გამოიყენა, რომლებიც იმწამსვე თავისუფლად ხელმისაწვდომი ხდება ყველა მკვლევრისთვის, ცელერას მიერ მიღებული მონაცემებისგან განსხვავებით.
Representatives of the public consortium point out that Celera made much use of the consortium's maps and sequence data, which are immediately made freely available to all researchers, unlike Celera's data.
527346.
Biology | Chapter XX
ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი მიდგომით ჩამოყალიბებულმა ინფრასტრუქტურამ დიდად გაადვილა ცელერას მუშაობა.
They further assert that the infrastructure established by their approach greatly facilitated Celera's efforts.
527347.
Biology | Chapter XX
ვენტერი, მეორე მხრივ, ცელერას მეთოდების ეფექტურობასა და ეკონომიურობას ამტკიცებს, და მართლაც, საზოგადოებრივმა კონსორციუმმა გარკვეულწილად გამოიყენა ისინი.
Venter, on the other hand, argues for the efficiency and economy of Celera's methods, and indeed, the public consortium has made some use of them.
527348.
Biology | Chapter XX
ცხადია, რომ ორივე მიდგომა მნიშვნელოვანია და ორივემ შეუწყო ხელი გარკვეული სახეობების გენომის მთლიან გაშიფვრას.
Clearly, both approaches are valuable and have contributed to the rapid completion of genome sequencing for quite a few species.
527349.
Biology | Chapter XX
ადამიანის გენომის სიქვენირება ამჟამად ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა კვლავ რჩება ზოგიერთი ნაპრალი, რომლებიც კარტირებას საჭიროებს.
Sequencing of the human genome is now virtually complete, although some gaps remain to be mapped.
527350.
Biology | Chapter XX
განმეორებადი დნმ-ის არსებობის გამო და სხვა რთულად გასაგები მიზეზების გამო, მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ქრომოსომების ზოგიერთი უბანი ჩვეულებრივი მეთოდებით დეტალურ კარტირებას არ ექვემდებარება.
Because of the presence of repetitive DNA and for other poorly understood reasons, certain parts of the chromosomes of multicellular organisms resist detailed mapping by the usual methods.
527351.
Biology | Chapter XX
ერთ დონეზე, ადამიანისა და სხვა ორგანიზმების გენომური თანამიმდევრობები უბრალოდ მშრალ ცხრილ წარმოადგენს, რომელიც შედგება ნუკლეოტიდური ფუძეებისგან: მილიონობით ა, თ, ც და გ გონებისთვის გამაოგნებელი თანმიმდევრობებით.
On one level, genome sequences of humans and other organisms are simply dry lists of nucleotide bases-millions of A's, T's, C's, and G's in mind-numbing succession.
527352.
Biology | Chapter XX
მეორე მხრივ, სხვადასხვა სახეობების ამ თანმიმდევრობების ანალიზს და სახეობათაშორის შედარებებს საოცარ აღმოჩენებამდე მივყავართ, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
But on another level, analyses of these sequences for various species and comparisons between species are leading to exciting discoveries, which we discuss next.
527353.
Biology | Chapter XX
გენომის თანმიმდევრობები მნიშვნელოვანი ბიოლოგიური საკითხების ამოხსნის გასაღებს გვაწვდიან.
Genome sequences provide clues to important biological questions.
527354.
Biology | Chapter XX
ახლა, როდესაც ხელმისაწვდომია მთლიანი გენომების თანამიმდევრობები, მეცნიერებს შეუძლიათ, გენების სრული ნაკრები და მათი ურთიერთქმედება შეისწავლონ; ამ მიდგომას გენომიკა ეწოდება.
Now that the sequences of entire genomes are available, scientists can study whole sets of genes and their interactions, an approach called genomics.
527355.
Biology | Chapter XX
გენომიკის საშუალებით გენომის ორგანიზაციის, გენთა ექსპრესიის რეგულაციის, ზრდისა და განვითარებისა და ევოლუციის შესახებ არსებული ფუნდამენტური საკითხების უკეთ გაგებაა შესაძლებელი.
Genomics is yielding new insights into fundamental questions about genome organization, regulation of gene expression, growth and development, and evolution.
527356.
Biology | Chapter XX
დნმ ტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით, გენეტიკოსებს გენების შესწავლა შეუძლიათ პირდაპირ და არ არის საჭირო ფენოტიპის მიხედვით გენოტიპის განსაზღვრა, როგორც ეს კლასიკურ გენეტიკაშია მიღებული.
Using the methods of DNA technology, geneticists can study genes directly, without having to infer genotype from phenotype, as in classical genetics.
527357.
Biology | Chapter XX
მაგრამ ახალი მიდგომა საპირისპირო პრობლემას აწყდება, საჭიროა გენოტიპის მიხედვით დადგინდეს ფენოტიპი.
But the newer approach poses the opposite problem, determining the phenotype from the genotype.
527358.
Biology | Chapter XX
როდესაც დნმ-ის გრძელი თანმიმდევრობით ვიწყებთ, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ გენები და განვსაზღვროთ მათი ფუნქცია?
Starting with a long DNA sequence, how does one recognize genes and determine their function?
527359.
Biology | Chapter XX
ცილის მაკოდირებელი გენების იდენტიფიკაცია დნმ-ის თანმიმდევრობებში.
Identifying Protein-Coding Genes in DNA Sequences.
527360.
Biology | Chapter XX
დნმ-ის თანმიმდევრობები კომპიუტერის მონაცემთა ბაზაში ინახება, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომია ყველა მკვლევრისთვის მთელ მსოფლიოში.
DNA sequences are collected in computer data banks available via the Internet to researchers all over the world.