მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527361.
ბიოლოგია | თავი XX
უცნობი ცილის მაკოდირებელი გენების იდენტიფიკაციისთვის, მეცნიერები კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ, რათა ამ შენახულ თანმიმდევრობების სკანირება მოახდინონ ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის სტარტ და სტოპ სიგნალების, რნმ-ის სპლაისინგის საიტებისა და ცილის მაკოდირებელი გენების დამახასიათებელი სხვა სიგნალების საპოვნელად.
To identify as-yet unknown protein-coding genes, scientists use software to scan these stored sequences for transcriptional and translational start and stop signals, for RNA-splicing sites, and for other telltale signs of protein-coding genes.
527362.
ბიოლოგია | თავი XX
კომპიუტერული პროგრამა ასევე ეძებს გარკვეულ მოკლე მაკოდირებელ თანმიმდევრობებს, რომლებიც ცნობილ გენებში არსებული თანმიმდევრობების მსგავსია.
The software also looks for certain short coding sequences similar to those present in known genes.
527363.
ბიოლოგია | თავი XX
ათასობით ასეთი თანმიმდევრობა, რომელთაც ექსპრესირებული თანმიმდევრობის იარლიყები, ანუ ESTs ეწოდებათ, განთავსებულია კატალოგში კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში.
Thousands of such sequences, called expressed sequence tags, or ESTs, are cataloged in computer databases.
527364.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტიპის ანალიზის საშუალებით, იმ თანმიმდევრობების იდენტიფიკაცია ხდება, რომლებიც შესაძლოა, ”ახალი” ცილის მაკოდირებელი გენები, ე.წ. სავარაუდო გენები ან კანდიდატი გენები იყვნენ.
This type of analysis identifies sequences that may be "new" protein-coding genes, so-called putative genes or gene candidates.
527365.
ბიოლოგია | თავი XX
მართალია, გენომის ზომა ზოგადად პროკარიოტებიდან ევკარიოტებამდე იზრდება, ევკარიოტებს შორის ის ყოველთვის არ კორელირებს მათ ბიოლოგიურ სირთულესთან.
Although genome size generally increases from prokaryotes to eukaryotes, it does not always correlate with biological complexity among eukaryotes.
527366.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, Fritillaria assyriaca-ს, ყვავილოვანი მცენარის, გენომი 120 X 109 წყვილ ფუძეს შეიცავს, რაც დაახლოებით 40-ჯერ მეტია ადამიანის გენომის ზომაზე.
For instance, the genome of Fritillaria assyriaca, a flowering plant, contains 120 x 109 base pairs, about 40 times the size of the human genome.
527367.
ბიოლოგია | თავი XX
უფრო მეტიც, ორგანიზმში არსებული გენების რიცხვი ხშირად უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი გენომის ზომის გათვალისწინებით იყო სავარაუდო.
Moreover, the number of genes an organism has is often lower than expected from the size of its genome.
527368.
ბიოლოგია | თავი XX
კერძოდ, ადამიანის გენების დღეისთვის გამოთვლილი რაოდენობა დაახლოებით 25000 ან ნაკლები, ბევრად ნაკლებია ნავარაუდებ 50 000-დან 100 000-მდე რიცხვზე და მხოლოდ ერთნახევარჯერ აღემატება ხილის ბუზსა და ნემატოდას ჭიაში ნანახ რაოდენობას.
In particular, the current estimated number of human genes-about 25,000 or less is much lower than the 50,000 to 100,000 expected and only about one and a half times the number found in the fruit fly and the nematode worm.
527369.
ბიოლოგია | თავი XX
ეს ფაქტი თავდაპირველად ძალიან მოულოდნელი ჩანდა, ადამიანებსა და სხვა ხერხემლიანებში უჯრედთა ტიპების დიდი მრავალფეროვნებისა და ზოგადად მათი ბიოლოგიური კომპლექსურობის უფრო დიდი სირთულის გათვალისწინებით.
This initially seemed surprising, given the larger diversity of cell types in humans and other vertebrates and their generally greater biological complexity.
527370.
ბიოლოგია | თავი XX
ჯერ-ჯერობით შესწავლილ სხვა ორგანიზმებთან შედარებით, გენები გენომის ბევრად უფრო მცირე ფრაქციას შეადგენენ ადამიანში.
Relative to the other organisms studied so far, genes account for a much smaller fraction of the human genome.
527371.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის გენომში უზარმაზარი რაოდენობით წარმოდგენილი არამაკოდირებელი დნმ-ის უდიდეს ნაწილს განმეორებადი დნმ შეადგენს, მაგრამ უჩვეულოდ გრძელ ინტრონებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
Much of the enormous amount of noncoding DNA in the human genome is repetitive DNA, but unusually long introns also contribute significantly.
527372.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, რა აქცევს ადამიანებსა და სხვა ხერხემლიანებს ბუზებსა და ჭიებზე უდავოდ ბევრად რთულ ორგანიზმებად?
So what makes humans and other vertebrates apparently more complex than flies or worms?
527373.
ბიოლოგია | თავი XX
ერთი მხრივ, ხერხემლიანებში გენთა ექსპრესია უფრო ნატიფი და რთული მექანიზმებით რეგულირდება სხვა ორგანიზმებთან შედარებით.
For one thing, gene expression is regulated in more subtle and complicated ways in vertebrates than in other organisms.
527374.
ბიოლოგია | თავი XX
ხერხემლიანებში წარმოდგენილი დიდი რაოდენობის არამაკოდირებელი დნმ-ის ნაწილი შესაძლოა ამ რეგულატორულ მექანიზმებში მონაწილეობდეს.
Some of the large amount of noncoding DNA in vertebrates may function in these regulatory mechanisms.
527375.
ბიოლოგია | თავი XX
ამასთან ერთად, ხერხემლიანთა გენომებს „მცირედან (მათი მაკოდირებელი თანამიმდევრობებიდან) ბევრის მიღების” ტენდენცია ახასიათებთ, რაც რნმ ტრანსკრიპტების ალტერნატიული სპლაისინგის შედეგია.
Also, vertebrate genomes tend to "get more bang for the buck" from their coding sequences because of alternative splicing of RNA transcripts.
527376.
ბიოლოგია | თავი XX
გაიხსენეთ, რომ ამ პროცესის საშუალებით ერთი გენიდან ერთზე მეტი ფუნქციონალური ცილა წარმოიქმნება.
Recall that this process generates more than one functional protein from a single gene.
527377.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ადამიანის თითქმის ყველა გენი მრავალ ეგზონს შეიცავს და ამ მულტი-ეგზონური გენების დაახლოებით 75% ალტერნატიულად სპლაისირდება.
For instance, nearly all human genes contain multiple exons, and an estimated 75% of these multi-exon genes are alternatively spliced.
527378.
ბიოლოგია | თავი XX
თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ალტერნატიულად სპლაისირებადი ადამიანის გენი საშუალოდ სამ განსხვავებულ პოლიპეპტიდს განსაზღვრავს, მაშინ ადამიანის სხვადასხვა პოლიპეპტიდების Mმთლიანი რაოდენობა დაახლოებით 75 000 იქნება.
If we assume that each alternatively spliced human gene on average specifies three different polypeptides, then the total number of different human polypeptides would be about 75,000.
527379.
ბიოლოგია | თავი XX
პოლიპეპტიდების დამატებითი ნაირსახეობა შეიძლება გამოიწვიოს პოსტ-ტრანსლაციური დახლეჩის ვარიაციებმა ან ნახშირწყლოვანი ჯგუფების დამატებამ სხვადასხვა ტიპის უჯრედებში ან განვითარების სხვადასხვა სტადიებზე.
Additional polypeptide diversity could result from variations in post-translational cleavage or addition of carbohydrate groups in different cell types or at different developmental stages.
527380.
ბიოლოგია | თავი XX
ხერხემლიანთა ბიოლოგიური სირთულის კიდევ ერთი მიზეზი არის ცილოვან პროდუქტებს შორის შესაძლო ურთიერთქმედებების გაცილებით მაღალი რიცხვი, რაც პოლიპეპტიდების დიდი მრავალფეროვნებითაა გამოწვეული.
Another likely contribution to the biological complexity of vertebrates is the much larger number of possible interactions between gene products that result from greater polypeptide diversity.