669200 Records found
527921.
Biology | Chapter XXI
რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევრებმა შეძლეს სეგმენტაციაზე პასუხისმგებელი გენების დაჯგუფება ძირითადი ფუნქციების მიხედვით, მათი დარუკება და მრავალი მათგანის კლონირება.
Over several years, the researchers were able to group these segmentation genes by general function, to map them, and to clone many of them.
527922.
Biology | Chapter XXI
შედეგად მიიღეს დროზოფილას პატერნის ფორმირების პირველი ნაბიჯების დეტალური მოლეკულური სურათი.
The result was a detailed molecular understanding of the early steps in pattern formation in Drosophila.
527923.
Biology | Chapter XXI
თუ შევაჯამებთ ნუსლაინ-ვოლჰარდის და ვაისჰაუსის შედეგებს და ლიუისის ადრინდელ ნამუშევარს, მივიღებთ დროზოფილის განვითარების ნათელ სურათს.
When the results of Nüsslein-Volhard and Wieschaus were combined with Lewis's earlier work, a coherent picture of Drosophila development emerged.
527924.
Biology | Chapter XXI
1995 წელს სამივე მკვლევარი გაკეთებული აღმოჩენებისათვის დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით.
In recognition of their discoveries, the three researchers were awarded a Nobel Prize in 1995.
527925.
Biology | Chapter XXI
სანამ დავიწყებდეთ სეგმენტაციის გენების ფუნქციონირების გარკვევას, საჭიროა დავუბრუნდეთ ციტოპლაზმური დეტერმინანტების საკითხს, რომლებიც დედისგან გადადიან კვერცხუჯრედში, იმიტომ რომ ისინი აკონტროლებენ სეგმენტაციის გენების ექსპრესიას.
Before we discuss how the segmentation genes function, we need to back up and look at the cytoplasmic determinants deposited in the egg by the mother, for these control the expression of the segmentation genes.
527926.
Biology | Chapter XXI
ღერძების ჩამოყალიბება.
Axis Establishment.
527927.
Biology | Chapter XXI
როგორც ეს ადრე იყო ნახსენები, კვერცხუჯრედის ციტოპლაზმური დეტერმინანტები წარმოადგენს სუბსტანციას, რომელიც სხეულის ღერძების პირველად ჩამოყალიბებას იწყებს.
As previously mentioned, cytoplasmic determinants in the egg are the substances that initially establish the axes of the Drosophila body.
527928.
Biology | Chapter XXI
ეს სუბსტანცია კოდირებულია დედის გენების მიერ, რომელსაც შეარქვეს დედის ზეგავლენის გენი.
These substances are encoded by genes of the mother, fittingly called maternal effect genes.
527929.
Biology | Chapter XXI
დედის ზეგავლენის გენი არის ისეთი გენი, რომლის მუტაციაც დედის მხრიდან გადაეცემა შთამომავლობას და ვლინდება მათში ფენოტიპურად, მიუხედავად თავიანთი საკუთარი გენოტიპისა.
A maternal effect gene is a gene that, when mutant in the mother, results in a mutant phenotype in the offspring, regardless of their own genotype.
527930.
Biology | Chapter XXI
დროზოფილას განვითარებისას, მრნმ, ან დედის ზეგავლენის გენების ცილოვანი პროდუქტები, ხვდება კვერცხუჯრედში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს კვერცხუჯრედი დედის საკვერცხეში იმყოფება.
In fruit fly development, the mRNA or protein products of maternal effect genes are placed in the egg while it is still in the mother's ovary.
527931.
Biology | Chapter XXI
როდესაც დედას ასეთი გენის მუტაცია აქვს, ის წარმოქმნის დეფექტურ პროდუქტებს (ან საერთოდ არ წარმოქმნის), და მისი კვერცხუჯრედებიც დეფექტურია; როდესაც ასეთი კვერცხუჯრედები ნაყოფიერდება, ისინი ნორმალურად ვეღარ ვითარდებიან.
When the mother has a mutation in such a gene, she makes a defective gene product (or none at all), and her eggs are defective; when these eggs are fertilized, they fail to develop properly.
527932.
Biology | Chapter XXI
რადგან დედის ზეგავლენის გენები აკონტროლებენ კვერცხის, და შემდგომ, ბუზის ორიენტაციას (პოლარულობას), და ამიტომ მათ ასევე ჰქვიათ კვერცხის პოლარულობის გენებიც.
Because they control the orientation (polarity) of the egg and consequently of the fly, maternal effect genes are also called egg-polarity genes.
527933.
Biology | Chapter XXI
ამ გენების ერთი ჯგუფი აყალიბებს ემბრიონის ანტერიორულ-პოსტერიორულ (წინა-უკანა) ღერძს, მეორე ჯგუფი კი დორსალურ-ვენტრალურ ღერძს (ზურგი-მუცელი).
One group of these genes sets up the anterior-posterior axis of the embryo, while a second group establishes the dorsal-ventral axis.
527934.
Biology | Chapter XXI
სეგმენტაციის გენების მსგავსად, დედის ზეგავლენის გენების მუტაციებიც ემბრიონის სიკვდილიანობის გამომწვევია ზოგადად.
Like mutations in segmentation genes, mutations in maternal effect genes are generally embryonic lethals.
527935.
Biology | Chapter XXI
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორ ახდენს დედის ზეგავლენის გენი შთამომავლების სხეულის ღერძების დეტერმინირებას, ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ასეთ გენს სახელად bicoid, ანუ "ორკუდიანი".
To see how maternal effect genes determine the body axes of the offspring, we focus on one such gene called bicoid, a term meaning "two-tailed."
527936.
Biology | Chapter XXI
ემბრიონი, რომლის დედასაც მუტანტური "ბიკოიდი" გენი აქვს, მოკლებულია სხეულის წინა ნაწილს, და სხეულის ორივე ბოლო პოსტერიურული სტრუქტურის აქვს.
An embryo whose mother has a mutant bicoid gene lacks the front half of its body and has posterior structures at both ends.
527937.
Biology | Chapter XXI
ასეთი ფენოტიპის არსებობამ აფიქრებინა მკვლევრებს, რომ დედის ბიკოიდი გენის მიერ გამომუშავებული პროდუქტი მნიშვნელოვანია სხეულის ანტერიორული ბოლოს განვითარებისათვის და, შესაძლოა, მისი კონცენტრირება ხდებოდეს მომავალ ანტერიორულ ბოლოში.
This phenotype suggested to researchers that the product of the mother's bicoid gene is essential for setting up the anterior end of the fly and might be concentrated at the future anterior end.
527938.
Biology | Chapter XXI
ეს ჰიპოთეზა ძალიან ჰგავს საუკუნის წინ ემბრიოლოგების მიერ გამოთქმული გრადიენტული ჰიპოთეზას.
This hypothesis is a specific example of the gradient hypothesis first proposed by embryologists a century ago.
527939.
Biology | Chapter XXI
ამ იდეის თანახმად, სუბსტანციების გრადიენტები, რომელთაც ჰქვიათ მორფოგენები, აყალიბებენ ემბრიონის ღერძებს და სხვა ნაწილების თვისებებს.
According to this idea, gradients of substances called morphogens establish an embryo's axes and other features of its form.
527940.
Biology | Chapter XXI
დნმ ტექნოლოგიების და სხვა ბიოქიმიური მეთოდების გამოყენებამ საშუალება მისცა მეცნიერებს შეემოწმებინათ, არის თუ არა სინამდვილეში ეს ბიკოიდი გენი - მორფოგენი, რომელსაც შეუძლია ბუზის ანტერიორული ნაწილის დეტერმინირება.
DNA technology and other modern biochemical methods enabled researchers to test whether the bicoid product is in fact a morphogen that determines the anterior end of the fly.