მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527941.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა კლონირება გაუკეთეს ბიკოიდ გენს და ნუკლეინის მჟავას ზონდირების საშუალებით აღმოაჩინეს ბიკოიდური მნრმ კვერცხებში, რომლებსაც ველური ტიპის მდედრი ბუზები აწარმოებდნენ.
The researchers cloned the bicoid gene and used a nucleic acid probe derived from the gene to reveal the location of bicoid mRNA in the eggs produced by wild-type female flies.
527942.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ჰიპოთეზით, ბიკოიდური მნრმ ძალიან დიდი კონცენტრაციით აღმოჩნდა მომწიფებული კვერცხუჯრედის უკიდურეს ანტერიორულ ნაწილში.
As predicted by the hypothesis, the bicoid mRNA is highly concentrated at the extreme anterior end of the mature egg cell.
527943.
ბიოლოგია | თავი XXI
კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ, მნრმ ტრანსლირდება პროტეინებში.
After the egg is fertilized, the mRNA is translated into protein.
527944.
ბიოლოგია | თავი XXI
ბიკოიდური პროტეინები შემდგომ გადადიან ანტერიორული ბოლოდან პოსტერიურულისაკენ და ადრეულ ემბრიონში წარმოიქმნება პროტეინის გრადიენტი უმაღლესი კონცენტრაციით ანტერიორულ ნაწილში.
The Bicoid protein then diffuses from the anterior end toward the posterior, resulting in a gradient of protein within the early embryo, with the highest concentration at the anterior end.
527945.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს შედეგები თანხვედრაშია ჰიპოთეზასთან, რომლის თანახმადაც ბიკოიდური პროტეინი პასუხისმგებელია ბუზის ანტერიორული ნაწილის ჩამოყალიბებაზე.
These results are consistent with the hypothesis that Bicoid protein is responsible for specifying the fly's anterior end.
527946.
ბიოლოგია | თავი XXI
ბიკოიდის კვლევა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით.
The bicoid research is important for several reasons.
527947.
ბიოლოგია | თავი XXI
პირველი არის ის, რომ იგი ისეთი კონკრეტული პროტეინის იდენტიფიკაციის საშუალებას გვაძლევს, რომელიც პატერნის ფორმირების ყველაზე ადრინდელი სტადიებისათვის არის აუცილებელი.
First, it led to the identification of a specific protein required for some of the earliest steps in pattern formation.
527948.
ბიოლოგია | თავი XXI
მეორე, ხაზს უსვამს დედის კრიტიკულ როლს ემბრიონალური განვითარების საწყის სტადიებზე.
Second, it increased our understanding of the mother's critical role in the initial phases of embryonic development.
527949.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ერთ-ერთმა განვითარების ბიოლოგმა თქვა, „დედა ეუბნება ბავშვს რა გზით წავიდეს“.
As one developmental biologist has put it, "Mom tells Junior which way is up."
527950.
ბიოლოგია | თავი XXI
და ბოლოს, დადასტურდა პრინციპი, რომ მოლეკულების გრადიენტს შეუძლია პოლარულობის და მდებარეობის განსაზღვრა, წარმოადგენს განვითარების ძირითად კონცეფციას მრავალი სახეობისათვის, როგორც ამას ემბრიოლოგები ვარაუდობდნენ.
Finally, the principle that a gradient of molecules can determined polarity and position has proved to be a key developmental concept for a number of species, just as early embryologists had thought.
527951.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას შემთხვევაში, სპეციფიკური პროტეინების გრადიენტები განსაზღვრავენ პოსტერიორულ და ანტერიორულ ბოლოებს და აგრეთვე პასუხისმგებელნი არიან დორსო-ვენტრალური ღერძის ჩამოყალიბებაზე.
In Drosophila, gradients of specific proteins determine the posterior end as well as the anterior and also are responsible for establishing the dorsal-ventral axis.
527952.
ბიოლოგია | თავი XXI
სეგმენტაციის პატერნი.
Segmentation Pattern.
527953.
ბიოლოგია | თავი XXI
კვერცხის პოლარულობის განმსაზღვრელი გენების მიერ კოდირებული ბიკოიდური და სხვა პროტეინები არეგულირებენ ემბრიონის ზოგიერთი საკუთარი გენის ექსპრესიას.
The Bicoid protein and other proteins encoded by egg-polarity genes regulate the expression of some of the embryo's own genes.
527954.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ პროტეინების გრადიენტები სხვადასხვა უბნებში სეგმენტაციის გენების განსხვავებულ ექსპრესიას იწვევენ.
Gradients of these proteins bring about regional differences in the expression of segmentation genes.
527955.
ბიოლოგია | თავი XXI
საუბარია ემბრიონის იმ გენებზე, რომელთა პროდუქცია წარმართავს სეგმენტების ფორმირებას მას შემდეგ, რაც მისი სხეულის ძირითადი ღერძები ჩამოყალიბდება.
The genes of the embryo whose products direct formation of segments after the embryo's major body axes are defined.
527956.
ბიოლოგია | თავი XXI
გენთა აქტივაციის კასკადში, სეგმენტაციის გენების სამი მონაკვეთის თანმიმდევრული აქტივაცია უზრუნველყოფს ინფორმაციას ცხოველის სხეულის გეგმის დეტალების მდებარეობის შესახებ.
In a cascade of gene activations, sequential activation of three sets of segmentation genes provides the positional information for increasingly fine details of the animal's modular body plan.
527957.
ბიოლოგია | თავი XXI
გენთა თანმიმდევრობის ეს სამი მონაკვეთია გეფ გენები, ანუ ნაპრალოვანი გენები, შეჭიდული გენები და სეგმენტის პოლარულობის გენები.
The three sets are called the gap genes, the pair-rule genes, and the segment polarity genes.
527958.
ბიოლოგია | თავი XXI
სეგმენტაციის გენების მრავალი პროდუქტი, კვერცხის პოლარულობის გენების მსგავსად, წარმოადგენს ტრანსკრიფციის ფაქტორებს, რომლებიც პატერნის ფორმირების იერარქიულ სქემაში პირდაპირი გზით ააქტიურებენ გენთა შემდეგ მონაკვეთს.
The products of many segmentation genes, like those of egg-polarity genes, are transcription factors that directly activate the next set of genes in the hierarchical scheme of pattern formation.
527959.
ბიოლოგია | თავი XXI
სეგმენტაციის სხვა გენები არაპირდაპირი გზით მოქმედებენ და სხვადასხვანაირად უჭერენ მხარს ტრანსკრიფციის ფაქტორების ფუნქციონირებას.
Other segmentation genes operate more indirectly, supporting the functioning of the transcription factors in various ways.
527960.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს უჯრედის სასიგნალო გზების კომპონენტებს, უჯრედებს შორის საკომუნიკაციო სასიგნალო მოლეკულებისა და მათი ამომცნობი მემბრანული რეცეპტორების ჩათვლით.
For example, some are components of cell-signaling pathways, including signal molecules used in cell-cell communication and the membrane receptors that recognize them.