მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527901.
ბიოლოგია | თავი XXI
და თუმცა, ამ კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა განვითარების მექანიზმების ზოგად გაგებას, ვერაფერი ითქვა განვითარების წარმმართველი, ან პატერნების შემქმნელი სპეციფიკური მოლეკულების შესახებ.
Although this research laid the groundwork for understanding the mechanisms of development, it did not reveal the specific molecules that guide development or determine how patterns are established.
527902.
ბიოლოგია | თავი XXI
1940-ან წლებში, ბრწყინვალე ამერიკელმა მკვლევარმა, ედუარდ ლიუისმა აჩვენა, რომ გენეტიკური მიდგომა – მუტანტების კვლევა – შეიძლება დროზოფილას განვითარების შესასწავლად იქნას გამოყენებული.
Then, in the 1940s, a visionary American biologist, Edward B. Lewis, showed that a genetic approach the study of mutants-could be used to investigate Drosophila development.
527903.
ბიოლოგია | თავი XXI
ლიუისი იკვლევდა განვითარების დეფექტების მქონე მუტანტ ბუზებს, რომელთაც ჰქონდათ ზედმეტი ფრთები, ან ზედმეტი ფეხები არანორმალურ ადგილებზე.
Lewis studied bizarre mutant flies with developmental defects that led to extra wings or legs in the wrong places.
527904.
ბიოლოგია | თავი XXI
მან ბუზის გენეტიკურ რუკაზე დაიტანა მუტაციები და ასე დააკავშირა განვითარების გადახრები გარკვეულ გენებთან.
He located the mutations on the fly's genetic map, thus connecting the developmental abnormalities to specific genes.
527905.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ კვლევამ გამოიღო პირველი კონკრეტული შედეგი – მტკიცებულება, რომ გენები რაღაცნაირად წარმართავენ განვითარების პროცესს.
This research supplied the first concrete evidence that genes somehow direct the developmental processes studied by embryologists.
527906.
ბიოლოგია | თავი XXI
გენები, რომლებიც ლიუისმა აღმოაჩინა, აკონტროლებენ გვიანი ემბრიონის პატერნის ფორმირებას.
The genes Lewis discovered control pattern formation in the late embryo.
527907.
ბიოლოგია | თავი XXI
ჩვენ ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
We'll return to them shortly.
527908.
ბიოლოგია | თავი XXI
ადრეული განვითარების პროცესში პატერნის ფორმირების საიდუმლოს ახსნა ვერ მოხერხდა კიდევ 30 წლის განმავლობაში, მანამდე, სანამ გერმანელმა მკვლევრებმა, ქრისტიანე ნუსლაინ-ვოლჰარდმა და ერიკ ვაისჰაუსმა, ყველა იმ გენის იდენტიფიცირება არ მოახდინეს, რომლებიც დროზოფილაში იწვევენ სეგმენტების ფორმირებას.
Insight into pattern formation during early development did not come for another 30 years or so, when two researchers in Germany, Christiane Nüsslein-Volhard and Eric Wieschaus, set out to identify all the genes that affect segment formation in Drosophila.
527909.
ბიოლოგია | თავი XXI
პროექტის განხორციელების ბოლომდე მიყვანა სათუო იყო სამი მიზეზის გამო.
The project was daunting for three reasons.
527910.
ბიოლოგია | თავი XXI
პირველი, არ იყო ცნობილი დროზოფილას გენების მიახლოებითი რაოდენობა (რომელიც ამ დროისათვის ცნობილია და შეადგენს დაახლოებით 13,700).
The first was the sheer number of Drosophila genes, now known to total about 13,700.
527911.
ბიოლოგია | თავი XXI
გენები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სეგმენტაციაზე, შესაძლოა თივის ზვინში ნემსის ძებნის მსგავსი გამხდარიყო, ან პირიქით, ისეთი რაოდენობით აღმოჩენილიყო, რომ მეცნიერები ვერ გაართმევდნენ თავს მათი ფუნქციების დადგენას.
The genes affecting segmentation might be just a few needles in a haystack or might be so numerous and varied that the scientists would be unable to make sense of them.
527912.
ბიოლოგია | თავი XXI
მეორე, მუტაცია, რომელიც ისეთ ფუნდამენტურ პროცესს შეეხება, როგორიცაა სეგმენტაცია, ძალიან დიდი ალბათობით შეიძლებოდა ყოფილიყო სასიკვდილო ემბრიონალურ სტადიაზე, და ფენოტიპურად გამოვლენილი მუტაციები გამოიწვევდნენ სიკვდილს ემბრიონის ან ლარვის სტადიაზე.
Second, mutations affecting a process as fundamental as segmentation would surely be embryonic lethals, mutations with phenotypes causing death at the embryonic or larval stage.
527913.
ბიოლოგია | თავი XXI
ვინაიდან ემბრიონალურ სტადიაზე სასიკვდილო მუტაციების მქონე ორგანიზმები ვერასოდეს ვერ დატოვებენ შთამომავლობას, მათ ვერ გაამრავლებ საკვლევად.
Because organisms with embryonic lethal mutations never reproduce, they cannot be bred for study.
527914.
ბიოლოგია | თავი XXI
მესამე, ცნობილი იყო, რომ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმური დეტერმინანტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ღერძების ფორმირებაში, და ამიტომ, მკვლევრებმა იცოდნენ, რომ მათ ემბრიონის გენების გარდა მოუწევდათ ასევე დედის გენების შესწავლაც.
Third, cytoplasmic determinants in the egg were known to play a role in axis formation, and thus the researchers knew they would have to study the mother's genes as well as those of the embryo.
527915.
ბიოლოგია | თავი XXI
ემბრიონალურ სტადიაზე სიკვდილიანობის პრობლემის გვერდის ავლის მიზნით ნუსლაინ-ვოლჰარდი და ვაისჰაუსი ეძებდნენ რეცესიულ მუტაციებს, რომელთა არსებობა ჰეტეროზიგოტებში გამრავლების საშუალებას მისცემდა.
To get around the problem of embryonic lethality, Nüsslein- Volhard and Wieschaus looked for recessive mutations, which can be propagated in heterozygous flies.
527916.
ბიოლოგია | თავი XXI
მათ ძირითად სტრატეგიას წარმოადგენდა ბუზის გამეტებში ქიმიური მუტაგენების ზეგავლენით მუტაციების გამოწვევა და შემდეგ მის შთამომავლობაში არანორმალური სეგმენტაციის მქონე მკვდარი ემბრიონების (ან ლარვების) მოძებნა.
Their basic strategy was to expose flies to a mutagenic chemical to create mutations in the flies' gametes and then look among the flies' descendants for dead embryos (or larvae) with abnormal segmentation.
527917.
ბიოლოგია | თავი XXI
შესაბამისი შეჯვარებების შემდეგ, მათ შეეძლოთ ისეთი ცოცხალი ჰეტეროზიგოტების იდენტიფიცირება, რომელთაც ერთ გენში ჰქონდათ წარმოდგენილი, როგორც ემბრიონალური სტადიის სასიკვდილო მუტანტური ალელი, ასევე ნორმალური ალელიც.
By doing the appropriate crosses, they would be able to identify living heterozygotes carrying an embryonic lethal mutant allele and a normal allele of the same gene.
527918.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრები იმედოვნებდნენ, რომ მკვდარი ჰომოზიგოტური ემბრიონების ხილვადი დეფექტები დაეხმარებოდათ იმის გარკვევაში, თუ როგორ ფუნქციონირებენ დაზიანებული გენები ჰეტეროზიგოტულ ორგანიზმში.
The researchers hoped that the abnormalities visible in the dead homozygous embryos would suggest how the affected genes normally functioned.
527919.
ბიოლოგია | თავი XXI
ნუსლაინ-ვოლჰარდმა და ვაისჰაუსმა მოახდინეს ემბრიონალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი დაახლოებით 1,200 გენის იდენტიფიცირება.
Nüsslein-Volhard and Wieschaus eventually identified about 1,200 genes essential for embryonic development.
527920.
ბიოლოგია | თავი XXI
მათგან დაახლოებით 120 მნიშვნელოვანია პატერნის ფორმირებისათვის და ნორმალურო სეგმენტაციისათვის.
Of these, about 120 were essential for pattern formation leading to normal segmentation.