669201 Records found
534541.
Biology | Chapter XXII
ლამარკის შეხედულებით ორგანიზმები ასევე იცლებიან, ვინაიდან მათ აქვთ შინაგანი სწრაფვა გართულებისკენ.
Lamarck also thought that evolution happens because organisms have an innate drive to become more complex.
534542.
Biology | Chapter XXII
დარვინმა უარყო ლამარკის იდეა და მას ბუნებრივი გადარჩევის თეორია დაუპირისპირა. მაგრამ დარვინიც მიიჩნევდა, რომ ევოლუციის პროცესში ცვლილებები შეძენილი ნიშან-თვისებების მემკვიდრეობის გამო ხდება.
Darwin rejected this idea in favor of natural selection, but he too thought that variation was introduced into the evolutionary process through inheritance of acquired characteristics.
534543.
Biology | Chapter XXII
თანამედროვე გენეტიკური გამოკვლევები უარყოფენ ამ აზრს; სადღეისოდ შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობით გადაცემის არცერთი არგუმენტი არ მოიპოვება.
However, our modern understanding of genetics refutes this principle; there is no evidence that acquired characteristics can be inherited.
534544.
Biology | Chapter XXII
დარვინის გამოკვლევა.
Darwin's Research.
534545.
Biology | Chapter XXII
ჩარლზ დარვინი დაიბადა დასავლეთ ინგლისში, შრუზბერში.
Charles Darwin was born in Shrewsbury in western England.
534546.
Biology | Chapter XXII
ბუნება მას ბავშვობიდან აინტერესებდა.
Even as a boy, he had a consuming interest in nature.
534547.
Biology | Chapter XXII
კითხულობდა წიგნებს ბუნებაზე, თევზაობდა, ნადირობდა და მწერებს აგროვებდა.
When he was not reading nature books, he was fishing, hunting, and collecting insects.
534548.
Biology | Chapter XXII
დარვინის მამა ცნობილი ექიმი იყო.
Darwin's father, an eminent physician.
534549.
Biology | Chapter XXII
მეცნიერების ბევრი დარგი იმდროინდელ ინგლისში ეკლესიაში ვითარდებოდა.
At that time in England, many scholars of science belonged to the clergy.
534550.
Biology | Chapter XXII
კემბრიჯში დარვინს მფარველობდა ბოტანიკის პროფესორი, რევერენდ ჯონ ჰენსლო.
At Cambridge, Darwin became the protégé of the Reverend John Henslow, a professor of botany.
534551.
Biology | Chapter XXII
დარვინს ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.
Soon after Darwin received his B.A.
534552.
Biology | Chapter XXII
მოგზაურობა „ბიგლით“.
The Voyage of the Beagle.
534553.
Biology | Chapter XXII
1831 წელის 27 დეკემბერს „ბიგლმა„ 22 წლის დარვინთან ერთად ინგლისის სანაპირო დატოვა.
In 1831, the 22-year-old Darwin left England aboard the Beagle.
534554.
Biology | Chapter XXII
ეკიპაჟის ძირითადი მიზანი იყო სამხრეთი ამერიკის ნაკლებად შესწავლილი სანაპირო ზოლის რუკის შედგენა.
The primary mission of the voyage was to chart poorly known stretches of the South American coastline.
534555.
Biology | Chapter XXII
სანამ მიმდინარეობდა სანაპიროს გეოგრაფიული შესწავლა, დარვინი ნაპირზე აკვირდებოდა სამხრეთი ამერიკაში გავრცელებულ ათასობით მცენარეს და ცხოველს, ამავე დროს კოლექციას აგროვებდა.
While the ship's crew surveyed the coast, Darwin spent most of his time on shore, observing and collecting thousands of South American plants and animals.
534556.
Biology | Chapter XXII
მას საშუალება მიეცა ჩაეტარებინა გამოკვლევა ისეთ განსხვავებულ გარემოში, როგორიცაა ბრაზილიის ჯუნგლები, არგენტინის პამპასების ბალახეულობით დაფარული ვრცელი ველები, ანტარქტიდასთან ახლოს მდებარე გაუდაბნოებული კუნძულები (ტიერა დელ ფუეგო) და ანდების მაღალი მთაგრეხილები. ყველა ამ ადგილებში ის მცენარეებისა და ცხოველების ნაირგვარ ადაპტაციებს აკვირდებოდა.
He observed the various adaptations of plants and animals that inhabited such diverse environments as the Brazilian jungles, the expansive grasslands of the Argentine pampas, the desolate lands of Tierra del Fuego near Antarctica, and the towering heights of the Andes Mountains.
534557.
Biology | Chapter XXII
დარვინმა შეამჩნია, რომ სამხრეთ ამერიკის ზომიერ კლიმატურ პირობებში მობინადრე მცენარეები და ცხოველები უფრო ახლოს იდგნენ სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში გავრცელებულ სახეობებთან, ვიდრე ევროპის ზომიერი კლიმატის სახეობებთან.
Darwin noted that the plants and animals in temperate regions of South America more closely resembled species living in the South American tropics than species in temperate regions Europe.
534558.
Biology | Chapter XXII
მეტიც, განამარხებული ფორმები, თუმცა ცხადად განსხვავდებოდნენ თანამედროვე ცხოველებისგან, იყვნენ ნამდვილად სამხრეთ ამერიკულნი. ისინი ძალიან ჰგავდნენ ამ კონტინენტზე გავრცელებულ ცოცხალ ორგანიზმებს.
Furthermore, the fossils he found, though clearly different from living species, were distinctly South American in their resemblance to the living organisms of that continent.
534559.
Biology | Chapter XXII
მოგზაურობის განმავლობაში დარვინი გეოლოგიურ დაკვირვებასაც აწარმოებდა.
Geologic observations also impressed Darwin during the voyage.
534560.
Biology | Chapter XXII
„ბიგლით„ მოგზაურობისას დარვინს ზღვის დაავადებამ რამდენჯერმე შეუტია. მიუხედავად ამისა მან წაიკითხა ლაიელის "გეოლოგიის პრინციპები".
Despite bouts of seasickness, he read Lyell's Principles of Geology while aboard the Beagle.