მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534561.
ბიოლოგია | თავი XXII
ლაიელის გავლენით დარვინმა ჩილეს სანაპირო ზოლში გამოიკვლია გეოლოგიური ცვლილებები. ეს ცვლილებები ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია. დარვინმა შეამჩნია, რომ ჩილეს სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუტით აწევა რამდენჯერმე მოხდა.
He experienced geologic change firsthand when a violent earthquake rocked the coast of Chile, and he observed afterward that the coastline had risen by several feet.
534562.
ბიოლოგია | თავი XXII
მან ნახა ოკეანის ორგანიზმები ანდების მთებში და დაასკვნა, რომ ნამარხების შემცველი კლდეები აქ აღიმართნენ მიწისძვრების მრავალი სერიის შედეგად.
Finding fossils of ocean organisms high in the Andes Mountains, he inferred that the rocks containing the fossils must have been raised there by a long series of similar earthquakes.
534563.
ბიოლოგია | თავი XXII
ამ დაკვირვებამ დიდი გავლენა მოახდინა მის შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე. მან დაინახა, რომ დედამიწის უცვლელობაზე და ახალგაზრდა ასაკზე არსებულ ტრადიციულ შეხედულებას ფაქტობრივი მასალა ეწინააღმდეგება.
These observations reinforced what he had learned from Lyell-the physical evidence did not support the traditional view of a static Earth only a few thousand years old.
534564.
ბიოლოგია | თავი XXII
ამის შემდეგ დარვინმა ლაიელის შეხედულება, რომ დედამიწა მუდმივად იცვლებოდა გაიზიარა. მოგზაურობის პერიოდში „ბიგლი„ გალაპაგოსზე შეჩერდა. დარვინის ინტერესი სახეობების გეოლოგიური გავრცელების მიმართ გააღრმავა გალაპაგოსის კუნძულების შესწავლამ. გალაპაგოსის არქიპელაგი გეოლოგიურად ახალგაზრდა, ვულკანური წარმოშობის კუნძულებია. ის ეკვატორთან, სამხრეთი ამერიკიდან დასავლეთით დაახლოებით 900 კილომეტრში, მდებარეობს.
Darwin's interest in the geographic distribution of species was further kindled by the Beagle's stop at the Galápagos, a group of geologically young volcanic islands located near the equator about 900 km west of South America.
534565.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არქიპელაგზე გავრცელებულმა უცნაურმა ორგანიზმებმა.
Darwin was fascinated by the unusual organisms he found there.
534566.
ბიოლოგია | თავი XXII
გალაპაგოსზე მან შეაგროვა ფრინველთა კოლექცია, რომელთა შორის იყო მთიულას რამდენიმე სახეობა. ეს სახეობები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ მსგავსების მიუხედავად სხვადასხვა სახეობებს წარმოადგენდნენ.
Among the birds he collected on the Galápagos were several kinds of finches that, although quite similar, seemed to be different species.
534567.
ბიოლოგია | თავი XXII
ზოგიერთი მათგანი მხოლოდ კონკრეტულ კუნძულზე სახლობდა, სხვები გავრცელებულები იყვნენ ორ ან მეტ მეზობლად მდებარე კუნძულზე.
Some were unique to individual islands, while others were distributed on two or more adjacent islands.
534568.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინი თავადაც ვერ ხვდებოდა ამ დაკვირვების მნიშვნელობას, ვიდრე 1863 წელს არ დაბრუნდა ინგლისში.
But Darwin did not fully grasp the significance of these observations until after his return to England in 1836.
534569.
ბიოლოგია | თავი XXII
ინგლისში დარვინმაც და სხვა მეცნიერებმაც აღმოაჩინეს, რომ გალაპაგოსზე მობინადრე სახეობების უმეტესობა მსოფლიოში სხვაგან არსად არ გვხვდება. თუმცა ისინი კონტინენტზე მობინადრე სახეობებს ჩამოჰგავდა.
He and others found that although the animals on the Galápagos resemble species living on the South American mainland, most of the Galápagos animals live nowhere else in the world.
534570.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინმა ივარაუდა, რომ გალაპაგოსზე მობინადრე ორგანიზმები სამხრეთ ამერიკიდან იქ შემთხვევით მოხვდნენ და შემდეგ სხვადასხვა კუნძულებზე განსახლდნენ.
He hypothesized that the Galápagos had been colonized by organ- isms that had strayed from South America and had then diversified on the various islands.
534571.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინი ორგანიზმთა ადაპტაციებზე ამახვილებს ყურადღებას.
Darwin's Focus on Adaptation.
534572.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინმა თავიდან გადააფასა ყველაფერი, რაც ნახა მოგზაურობის დროს. გადაფასების შედეგად ის მიხვდა, რომ გარემოსადმი ადაპტაცია და ახალ სახეობათა წარმოქმნა ახლო მონათესავე პროცესებია.
As Darwin reassessed all that he had observed during the voyage, he began to perceive adaptation to the environment and the origin of new species as closely related processes.
534573.
ბიოლოგია | თავი XXII
შესაძლებელია თუ არა ახალ სახეობათა ჩამოყალიბება წინაპარი სახეობებიდან განსხვავებულ გარემოსთან ადაპტაციების თანდათანობითი ჩამოყალიბების შედეგად?
Could a new species arise from an ancestral form by the gradual accumulation of adaptations to a different environment?
534574.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის მოგზაურობის შემდეგ მრავალი წელი გავიდა სანამ ბიოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზუსტად ეს მოხდა გალაპაგოსის მთიულების შემთხვევაში.
From studies made years after Darwin's voyage, biologists have concluded that this is indeed what happened to the Galápagos finches.
534575.
ბიოლოგია | თავი XXII
მთიულების ქცევა და ნისკარტის ფორმა ადაპტირებულია ამა თუ იმ კუნძულზე არსებულ საკვებთან.
Their beaks and behaviors are adapted to the specific foods available on their home islands.
534576.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინს მიაჩნდა, რომ ადაპტაციის წარმოშობის ახსნით ევოლუციურ განვითარებასაც დაადგენდა.
Darwin realized that an explanation for such adaptations was essential to understanding evolution.
534577.
ბიოლოგია | თავი XXII
1840 წლების დასაწყისში დარვინი მუშაობდა თავისი თეორიის ძირითად დებულებაზე - ბუნებრივ გადარჩევაზე როგორც ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორზე.
By the early 1840s, Darwin had worked out the major features of his theory of natural selection as the mechanism of evolution.
534578.
ბიოლოგია | თავი XXII
მას თავისი იდეები ჯერ არ ჰქონდა გამოქვეყნებული.
However, he had not yet published his ideas.
534579.
ბიოლოგია | თავი XXII
კარჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად ის გარე სამყაროსგან არ იყო იზოლირებული.
Despite his reclusiveness, Darwin was not isolated.
534580.
ბიოლოგია | თავი XXII
„ბიგლით„ მოგზაურობის დროს ის აგზავნიდა ინგლისში წერილებს და სხვადასხვა სახეობის ნიმუშებს. რის გამოც მეტად პოპულარული ნატურალისტი გახდა. დარვინს ინტენსიური მიმოწერა ჰქონდა მსოფლიოს გამოჩენილ ნატურალისტებთან. მას ხშირად სტუმრობდნენ ლაიელი, ჰენსლო და სხვები.
Already famous as a naturalist because of the letters and specimens he had sent to England during the voyage of the Beagle, Darwin corresponded extensively with scientists around the world and was often visited by Lyell, Henslow, and others.