669201 Records found
535061.
Biology | Chapter XXIII
მასტაბილიზებელი გადარჩევა მოქმედებს ექსტრემალური ფენოტიპების წინააღმდეგ და უპირატესობას ანიჭებს საშუალო ადრე ჩამოყალიბებულ ვარიანტებს.
Stabilizing selection acts against extreme phenotypes and favors intermediate variants.
535062.
Biology | Chapter XXIII
გადარჩევის ეს ტიპი ამცირებს ცვალებადობას და ხელს უწყობს გარკვეული ფენოტიპური თვისებებისთვის სტატუს-კვოს (იგივე მდგომარეობის) შენარჩუნებას.
This mode of selection reduces variation and maintains the status quo for a particular phenotypic character.
535063.
Biology | Chapter XXIII
მაგალითად: ადამიანებში უმეტესი ახალშობილი ბავშვის წონა მერყეობს 3-4 კგ-ის ფარგლებში. ბავშვებს, რომელთა წონა ამაზე ბევრად მცირე ან დიდია აქვთ დაღუპვის მეტი შანსი.
For example, the birth weights of most human babies lie in the range of 3-4 kg; babies who are much smaller or larger suffer higher rates of mortality.
535064.
Biology | Chapter XXIII
გადარჩევის ტიპის მიუხედავად, მისი ძირითადი მექანიზმი იგივე რჩება.
Regardless of the mode of selection, however, the basic mechanism remains the same.
535065.
Biology | Chapter XXIII
გადარჩევა არჩევს გარკვეულ მემკვიდრეობით თვისებებს, რომლებსაც განსხვავებული რეპროდუქციული წარმატება გააჩნიათ.
Selection favors certain heritable traits through differential reproductive success.
535066.
Biology | Chapter XXIII
გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება.
The Preservation of Genetic Variation.
535067.
Biology | Chapter XXIII
რა იცავს გენეტიკურ მრავალფეროვნებას შემცირებისგან თუ ბუნებრივ გადარჩევის მიერ ხდება ყველა არახელსაყრელი გენოტიპის ელიმინაცია?
What prevents natural selection from reducing genetic variation by culling all unfavorable genotypes?
535068.
Biology | Chapter XXIII
მამოძრავებელი და მასტაბილიზებელი გადარჩევა ამცირებს ცვალებადობას. ამას ეწინააღმდეგებიან ცვალებადობის დამცავი ან აღმდგენელი მექანიზმები.
The tendency for directional and stabilizing selection to reduce variation is countered by mechanisms that preserve or restore it.
535069.
Biology | Chapter XXIII
ევკარიოტების უმეტესობა დიპლოიდური ორგანიზმებია. ამიტომ მემკვიდრული ცვალებადობის საკმაოდ დიდი ნაწილი გადარჩევისგან დაფარულია. ის არსებობს რეცესიული ალელების ფორმით.
Because most eukaryotes are diploid, a considerable amount of genetic variation is hidden from selection in the form of recessive alleles.
535070.
Biology | Chapter XXIII
რეცესიული ალელები დომინანტურ ალელებთან შედარებით მოცემულ გარემოში ან ნაკლებად ხელსაყრელნი არიან, ან სრულებითაც მავნეა. მაგრამ მათი დაგროვება შესაძლებელია, ვინაიდან ისინი არიან ჰეტეროზიგოტ ინდივიდებში.
Recessive alleles that are less favorable than their dominant counterparts, or even harmful in the current environment, can persist because they are propagated in heterozygous individuals.
535071.
Biology | Chapter XXIII
ეს ფარული ცვლილება მარტო მაშინ მონაწილეობს ბუნებრივ გადარჩევაში, როცა ორივე მშობელი ერთი და იგივე რეცესიული ალელის მტარებელია და ერთ ზიგოტაში ერთიანდება ორივე რეცესიული ალელი.
This latent variation is exposed to natural selection only when both parents carry the same recessive allele and combine two copies in one zygote.
535072.
Biology | Chapter XXIII
ეს იშვიათად ხდება მაშინ, თუ რეცესიული ალელის სიხშირე ძალიან დაბალია.
This happens only rarely if the frequency of the recessive allele is very low.
535073.
Biology | Chapter XXIII
რაც უფრო იშვიათია რეცესიული ალელის სიხშირე, მით უფრო დაცულია ბუნებრივი გადარჩევისგან.
The rarer the recessive allele, the greater the degree of protection from natural selection.
535074.
Biology | Chapter XXIII
ჰეტეროზიგოტებში დაცულობის გამო ხდება დიდი რაოდენობის რეცესიული ალელების დაგროვება. არსებულ პირობებში რეცესიული ალელი შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი, მაგრამ შეცვლილ გარემო პირობებში ზოგმა ორგანიზმმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს.
Heterozygote protection maintains a huge pool of alleles that might not be favored under present conditions but some of which could bring new benefits when the environment changes.
535075.
Biology | Chapter XXIII
გამაწონასწორებელი გადარჩევა.
Balancing Selection.
535076.
Biology | Chapter XXIII
გადარჩევის შედეგად ზოგი გენის ლოკუსში შეიძლება მოხდეს ცვლილების შენახვა.
Selection itself may preserve variation at some gene loci.
535077.
Biology | Chapter XXIII
გამაწონასწორებელი გადარჩევა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად პოპულაციაში ორი ან მეტი ფენოტიპის სტაბილურ სიხშირეს ინარჩუნებს. ამ მდგომარეობას დამაბალანსებელ პოლიმორფიზმს ან წონასწორულ პოლიმორფიზმს უწოდებენ.
Balancing selection occurs when natural selection maintains stable frequencies of two or more phenotypic forms in a population, a state called balanced polymorphism.
535078.
Biology | Chapter XXIII
ამ ტიპის გადარჩევა მოიცავს ჰეტეროზიგოტულ უპირატესობას და სიხშირეზე დამოკიდებულ გადარჩევას.
This type of selection includes heterozygote advantage and frequencydependent selection.
535079.
Biology | Chapter XXIII
ჰეტეროზიგოტული უპირატესობა.
Heterozygote Advantage.
535080.
Biology | Chapter XXIII
თუ გარკვეული გენის ლოკუსის მტარებელ ჰეტეროზიგოტ ინდივიდს აქვს მეტი წარმატება, ვიდრე ჰომოზიგოტ ინდივიდს, ბუნებრივი გადარჩევა ინარჩუნებს ამ ლოკუსში ორ ან მეტ ალელს.
If individuals who are heterozygous at a particular gene locus have greater fitness than the homozygotes, natural selection will tend to maintain two or more alleles at that locus.