მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535081.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰეტეროზიგოტული უპირატესობის მაგალითია ადამიანის გენომის ლოკუსი, რომელიც ჰემოგლობინის (სისხლის წითელი უჯრედის ჟანგბადის გადამტანი ცილა) ერთ –ერთ პეპტიდურ ქვეერთეულს აკოდირებს.
An example of this heterozygote advantage occurs at the locus in humans that codes for one of the peptide subunits in hemoglobin, the oxygen-carrying protein of red blood cells.
535082.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰომოზიგოტურ ინდივიდებში ამ ლოკუსის რეცესიული ალელი იწვევს ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას.
In homozygous individuals, a recessive allele at that locus causes sickle-cell disease.
535083.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჰეტეროზიგოტები არ ავადდებიან მალარიით (თუმცა მალარიის მიმართ რეზისტენტულები არ არიან).
However, heterozygotes are protected against the severest effects of malaria (although they are not resistant to malarial infection).
535084.
ბიოლოგია | თავი XXIII
ტროპიკულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ძირითადი მალარიით იღუპებიან, ასეთი დამცველობა მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის.
This protection is an important advantage in tropical regions where malaria is a major killer.
535085.
ბიოლოგია | თავი XXIII
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის განმსაზღვრელი ალელის სიხშირე ყველაზე მაღალია აფრიკის იმ რეგიონებში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული მალარიის პარაზიტი.
The frequency of the sickle-cell allele in Africa is generally highest in areas where the malaria parasite is most common.
535086.
ბიოლოგია | თავი XXIII
ზოგ ოჯახში ჰემოგლობინის ალელების გენოფონდის 20% -ს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის ალელი შეადგენს. ეს ძალიან მაღალი სიხშირეა ასეთი სახიფათო ალელისთვის.
In some tribes, it accounts for 20% of the hemoglobin alleles in the gene pool, a very high frequency for such a harmful allele.
535087.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ ასეთი მაღალი სიხშირის მიუხედავად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით ავადდება პოპულაციის მხოლოდ 4%.
But even at this high frequency, only 4% of the population suffers from sickle-cell disease.
535088.
ბიოლოგია | თავი XXIII
გაცილებით მაღალია ჰეტეროზიგოტების რიცხვი, რომლებიც რეზისტენტულები არიან მალარიის მიმართ.
There are far more heterozygotes who are resistant to malaria.
535089.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუმცა ჰეტეროზიგოტების ფარდობითი წარმატება ბევრად ნაკლებია ჰომოზიგოტების წარუმატებლობასთან შედარებით, პოპულაციაში ჰეტეროზიგოტების რაოდენობა ბევრად ჭარბობს ჰომოზიგოტების რაოდენობას. ამიტომ პოპულაციაში ამ ალელის არსებობის სარგებელი აბალანსებს მის მავნე ეფექტს.
Although the fitness advantage to the heterozygotes is much smaller than the disadvantage to the homozygotes, there are so many more heterozygotes than homozygotes that the aggregate benefit of the allele in the population balances its aggregate harm.
535090.
ბიოლოგია | თავი XXIII
სიხშირეზე დამოკიდებული გადარჩევა.
Frequency-Dependent Selection.
535091.
ბიოლოგია | თავი XXIII
სიხშირეზე დამოკიდებული გადარჩევის შემთხვევაში ნებისმიერი მორფის წარმატება მცირდება, თუ ის ძალიან ჩვეულებრივი ხდება პოპულაციაში.
In frequency-dependent selection, the fitness of any one morph declines if it becomes too common in the population.
535092.
ბიოლოგია | თავი XXIII
23.14 სურათზე გამოსახულია ექსპერიმენტი, რომლის ჩატარების დროს მოხერხდა სიხშირეზე დამოკიდებული გადარჩევის სიმულირება.
Figure 23.14 illustrates an experiment that simulates frequency-dependent selection.
535093.
ბიოლოგია | თავი XXIII
დატყვევებულ ჩხიკვებს შეიძლება ვასწავლოთ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული ვირტუალური მსხვერპლის პოვნა.
Captive jays can be trained to find virtual prey on a computer screen.
535094.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩხიკვებს უჩვენებენ კომპიუტერის ეკრანების სერიას. ამ კომპიუტერებზე არის წერტილებისგან შემდგარი ფონი, რომელზეც ხანდახან ჩნდება პეპლის გამოსახულება.
These jays were presented with a series of screens that showed a speckled background, sometimes including an image of a moth.
535095.
ბიოლოგია | თავი XXIII
როცა ჩხიკვი უნისკარტებს პეპლის გამოსახულებას, მას აძლევენ საჭმლის მცირე ულუფას.
When a jay pecked at a moth image, it was rewarded with a small piece of food.
535096.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩხიკვებმა მალე დაისწავლეს „გამოსახულების პოვნა“, მიაგნეს სწრაფ გზას ყველაზე გავრცელებული პეპლების გამოსაცნობად.
The jays soon learned a "search image"-a quick way to recogthe grew, nize the most common type of moth.
535097.
ბიოლოგია | თავი XXIII
მათი ცოდნის გაღრმავებასთან ერთად კომპიუტერული პროგრამა ცვლიდა ვირტუალური მსხვერპლის სიხშირეს. ჩვეულებრივი ტიპის პეპელა ხდებოდა იშვიათი, იშვიათი ტიპის პეპელა კი ჩვეულებრივი. ამას კომპიუტერში აკეთებდნენ ზუსტად ისე, როგორც ბუნებრივი გადარჩევა აკეთებს ბუნებაში.
As their skill computer program adjusted the frequencies of the virtual prey, making the common type rare and formerly rare types common, just as natural selection would do.
535098.
ბიოლოგია | თავი XXIII
მკვლევრებმა ასევე შეიყვანეს პროგრამაში მუტაციები, რომელთა შედეგად ვიღებთ ახალი ნიშნების მქონე პეპლებს.
The researchers also programmed "mutations" that introduced new moth patterns.
535099.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც კი ახალი პეპლის ტიპი ჩვეულებრივი ხდება, ჩხიკვები სწრაფად სწავლობენ ახალ გამოსახულებას და უნისკარტებენ მას.
Whenever a type of moth became common, the jays rapidly learned a new search image and targeted it.
535100.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ პოპულაციაში პოლიმორფიზმის შენარჩუნება ხდება სიხშირეზე დამოკიდებული გადარჩევის გამო.
Frequency dependent selection preserved polymorphism in this population.