მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535041.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუ წითელი ყვავილები მოგვცემენ 80% -ს წითელყვავილიან შთამომავლობას, მათი ფარდობითი წარმატება იქნება 0,8 ტოლი და არა ერთის.
If plants with red flowers average only 80% as many offspring, their relative fitness is 0.8.
535042.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუმცა პოპულაციური გენეტიკის მკვლევრები ხშირად განიხილავენ გენოტიპის ფარდობით წარმატებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი გადარჩევა ამოქმედებს ფენოტიპზე და არა გენოტიპზე.
Although population geneticists often refer to the relative fitness of a genotype, it is important to remember that natural selection acts on phenotypes, not genotypes.
535043.
ბიოლოგია | თავი XXIII
ის ცოცხალი ერთეული, რომელზეც ბუნებრივი გადარჩევა ზემოქმედებს არის მთელი ორგანიზმი.
The entity that is subjected to natural selection is the whole organism.
535044.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასე რომ გარკვეული ალელის ფარდობითი წარმატება დამოკიდებულია გარემოსა და გენეტიკურ სტრუქტურაზე, რომელშიც ის თავს ავლენს.
Thus, the relative fitness of a particular allele depends on the entire genetic and environmental context in which it is expressed.
535045.
ბიოლოგია | თავი XXIII
ისინი ერთი თაობიდან მეორე თაობაზე გადადიან, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში არ აყენებენ ორგანიზმს ზიანს.
These functionless bits of DNA are carried along from one generation to the next because they do no harm.
535046.
ბიოლოგია | თავი XXIII
თავისთავად გადარჩენა გამრავლების წარმატების გარანტიას არ ქმნის.
Survival alone does not guarantee reproductive success.
535047.
ბიოლოგია | თავი XXIII
სტერილური მცენარეების ან ცხოველის ფარდობითი წარმატება ნულის ტოლია, მაშინაც თუ ეს ორგანიზმი ძლიერია და პოპულაციის სხვა წევრებზე უფრო დიდხანს ცოცხლობს.
Relative fitness is zero for a sterile plant or animal, even if it is robust and outlives other members of the population.
535048.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ გადარჩენა აუცილებელია გამრავლებისთვის და ხანგრძლივი სიცოცხლე კი ზრდის ორგანიზმის წარმატებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ ხანგრძლივად მცხოვრები ინდივიდი მეტ შთამომავალს ტოვებს ვიდრე ის ორგანიზმი, რომელიც უფრო მალე კვდება.
But survival is necessary for reproduction, and longevity increases fitness if it means that long-lived individuals leave more descendants than those that die sooner.
535049.
ბიოლოგია | თავი XXIII
სხვა მხრივ, ხანმოკლედ მცხოვრებ ინდივიდს შეუძლია მეტი შთამომავალი დატოვოს, თუ ის უფრო მალე ხდება სქესმწიფე და სქესობრივ გამრავლებას უფრო ადრეულ ასაკში იწყებს.
On the other hand, an individual that matures quickly and becomes fertile at an early age even if it only lives for a short time, may have more off than an individual that lives longer but matures late.
535050.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევა მემკვიდრეობითი თვისებების გავრცელების სიხშირე ბუნებრივი გადარჩევის შედეგად სამი გზით იცვლება. თუ რომლით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფენოტიპია დომინანტური პოპულაციაში.
Natural selection can alter the frequency distribution of heritable traits in three ways, depending on which phenotypes in a population are favored.
535051.
ბიოლოგია | თავი XXIII
არსებობს გადარჩევის სამი ტიპი: მამოძრავებელი, დიზრუფციული და მასტაბილიზებელი გადარჩევა.
These three modes of selection are called directional selection, disruptive selection, and stabilizing selection.
535052.
ბიოლოგია | თავი XXIII
მამოძრავებელი გადარჩევა ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. იგი მოქმედებს მაშინ, როცა პოპულაციის გარემო იცვლება ან როცა პოპულაციის წევრები ახალ, განსხვავებული გარემო პირობების მქონე ჰაბიტატში მიგრირებენ.
Directional selection is most common when a population's environment changes or when members of a population migrate to a new habitat with different environmental conditions than their former one.
535053.
ბიოლოგია | თავი XXIII
მამოძრავებელი გადარჩევა ზოგი ფენოტიპური ცვლილებების განაწილების მრუდს გადაწევს ერთი ან მეორე მიმართულებით. ამ დროს უპირატესობა ენიჭებათ იმ ინდივიდებს, რომლებიც საშუალო მნიშვნელობიდან გადაიხრებიან.
Directional selection shifts the frequency curve for some phenotypic character in one direction or the other by favoring individuals that deviate from the average.
535054.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად, განამარხებული ნაშთებიდან ჩანს, რომ ევროპაში გავრცელებული შავი დათვის საშუალო ზომა ყოველ გამყინვარების პერიოდში იზრდებოდა, შემდეგ გამყინვარებათა შორის პერიოდში დათბობის დროს ისევ მცირდებოდა.
For instance, fossil evidence indicates that the average size of black bears in Europe increased with each glacial period, only to decrease again during the warmer interglacial periods.
535055.
ბიოლოგია | თავი XXIII
უფრო დიდი ზომის დათვები, რომლებსაც ზედაპირი/მოცულობის შეფარდება ნაკლები ჰქონდათ უკეთ ინარჩუნებდნენ სხეულის მუდმივ ტემპერატურას, ექსტრემალურ სიცივეში მათ გადარჩენის მეტი შანსი გააჩნდათ.
Larger bears, with a smaller surface-tovolume ratio, are better at conserving body heat and surviving periods of extreme cold.
535056.
ბიოლოგია | თავი XXIII
დიზრუფციული (დამანაწევრებელი) გადარჩევა მიმდინარეობს მაშინ, როცა გარემო პირობები ანიჭებენ უპირატესობას ფენოტიპის რომელიმე ან ორივე ექსტრემუმს (უკიდურესობას), შუალედურ ფენოტიპთან შედარებით.
Disruptive selection occurs when environmental conditions favor individuals on both extremes of a phenotypic range over intermediate phenotypes.
535057.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად კამერუნში გავრცელებული შავმუცელა, მარცვლეულით მკვებავი მთიულების პოპულაციაში გვხვდება ორგვარი, მეტად განსხვავებული ნისკარტის მქონე ფრინველები.
For example, a population of black-bellied seedcracker finches in Cameroon displays two distinctly different beak sizes.
535058.
ბიოლოგია | თავი XXIII
პატარა ნისკარტის მქონე ინდივიდები იკვებებიან ძირითადად რბილი მარცვლებით. დიდი ნისკარტის მქონე ფრინველები კი სპეციალიზებულები არიან მკვრივი მარცვლების მტვრევაზე.
Smallbilled individuals feed mainly on soft seeds, whereas largebilled birds specialize in cracking hard seeds.
535059.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც ჩანს საშუალო ნისკარტიანი ფრინველებს უჭირთ ორივე ტიპის მარცვლების მტვრევა (რბილის და მაგრის), ამიტომ აქვთ უფრო დაბალი ფარდობითი წარმატება.
It appears that birds with intermediate-sized bills are relatively inefficient at cracking both types of seeds, and thus have lower relative fitness.
535060.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც წაიკითხავთ შემდეგ თავში, დიზრუფციული გადარჩევა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სახეობათა წარმოშობის ადრეულ სტადიებზე.
As you will read in the next chapter, disruptive selection can be important in the early stages of speciation.