668040 Records found
561821.
Biology | Chapter XXXII
სხეულის სიმეტრიული აგებულება ეხმარება ამ ცხოველებს სხეულის ყველა მხარით თანაბრად შეეხონ გარემოს.
Their symmetry equips them to meet the environment equally well from all sides.
561822.
Biology | Chapter XXXII
საპირისპიროდ, ბილატერალური სიმეტრიის მქონე ცხოველები ძირითადად აქტიურად გადაადგილდებიან.
In contrast, bilateral animals generally move actively from place to place.
561823.
Biology | Chapter XXXII
ცენტრალური ნერვული სისტემა საშუალებას აძლევს ამ ცხოველებს განახორციელონ რთული მოძრაობები, როგორიცაა: ცოცვა, მიწის თხრა და სოროების შექმნა, ფრენა, ან ცურვა.
Their central nervous system enables them to coordinate complex movements involved in crawling, burrowing, flying, or swimming.
561824.
Biology | Chapter XXXII
სხეულის სიმეტრიის ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული სახე ალბათ გაჩნდა ცხოველთა არსებობის ისტორიის ადრეულ ეტაპზე.
These two fundamentally different kinds of symmetry probably arose very early in the history of animal life.
561825.
Biology | Chapter XXXII
ცხოველთა სხეულის აგებულება იცვლება ასევე მათი ქსოვილების ორგანიზაციის შესაბამისად.
Animal body plans also vary according to the organization of the animal's tissues.
561826.
Biology | Chapter XXXII
ნამდვილი ქსოვილი წარმოადგენს სპეციალიზებული უჯრედების ერთობლიობას, რომლებიც სხვა ქსოვილებისგან მემბრანის შრეებით არიან გამოყოფილნი.
True tissues are collections of specialized cells isolated from other tissues by membranous layers.
561827.
Biology | Chapter XXXII
ღრუბელებს არა აქვთ ნამდვილი ქსოვილები.
Sponges lack true tissues.
561828.
Biology | Chapter XXXII
ყველა სხვა ცხოველებს ემბრიონული შრეები უვითარდებათ გასტრულაციის პროცესში, როგორც ამ თავის დასაწყისში წაიკითხეთ.
In all other animals, the embryo becomes layered through the process of gastrulation, as you read earlier in this chapter.
561829.
Biology | Chapter XXXII
განვითარების განმავლობაში ამ კონცენტრირებული შრეებიდან რომლებსაც ემბრიონულ შრეებს ეძახიან წარმოიქმნება სხეულის სხვადასხვა ქსოვილი და ორგანო.
As development progresses, these concentric layers, called germ layers, form the various tissues and organs of the body.
561830.
Biology | Chapter XXXII
ექტოდერმა ემბრიონული შრეა, რომელიც ემბრიონის ზედაპირს ფარავს, ის აძლევს დასაბამს ცხოველის სხვა მფარავი ქსოვილების განვითარებას და ზოგიერთ ტიპში ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას.
Ectoderm, the germ layer covering the surface of the embryo, gives rise to the outer covering of the animal and, in some phyla, to the central nervous system.
561831.
Biology | Chapter XXXII
ენდოდერმა ყველაზე ღრმა ემბრიონული შრე, საჭმლის მომნელებელი მილის ან არქენტერონის განვითარებას აძლევს დასაბამს. მისგან ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და მისგან წარმოებული სხვა ორგანოები ვითარდებიან, მაგალითად ხერხემლიანებში ღვიძლი და ფილტვები.
Endoderm, the innermost germ layer, lines the developing digestive tube, or archenteron, and gives rise to the lining of the digestive tract and organs derived from it, such as the liver and lungs of vertebrates.
561832.
Biology | Chapter XXXII
ცხოველებს, რომლებსაც მარტო ეს ორი ემბრიონული შრე გააჩნიათ დიპლობლასტები უწოდეს.
Animals that have only these two germ layers are said to be diploblastic.
561833.
Biology | Chapter XXXII
დიპლობლასტებში შედიან ცხოველები, რომლებსაც კნიდარიებს ვეძახით (მაგალითად ზოოპლანქტონის ჟელესმაგვარი ცხოველები, მარჯნები და სავარცხლურები).
Diploblasts include the animals called cnidarians (jellies and corals, for example) as well as comb jellies.
561834.
Biology | Chapter XXXII
სხვა ცხოველებს აქვთ მესამე ემბრიონული შრე, რომელსაც მეზოდერმა ჰქვია. ის განლაგებულია ექტოდერმასა და ენდოდერმას შორის.
Other animals have a third germ layer, called the mesoderm, between the ectoderm and endoderm.
561835.
Biology | Chapter XXXII
ამ ცხოველებს ტრიპლობლასტებს ეძახიან (სამი ემბრიონული შრის მქონე).
These animals are said to be triploblastic (having three germ layers).
561836.
Biology | Chapter XXXII
ტრიპლობლასტებში მეზოდერმიდან ვითარდებიან კუნთები და სხვა ორგანოების უმეტესობა. ეს ორგანოები განლაგებულნი არიან საჭმლის მომნელებელ მილსა და გარეგან საფარს შორის.
In triploblasts, the mesoderm forms the muscles and most other organs between the digestive tube and the outer covering of the animal.
561837.
Biology | Chapter XXXII
ტრიპლობლასტებში შედიან ყველა ბილატერალური სიმეტრიის მქონე ცხოველები, ბრტყელი ჭიებიდან – ფეხსახსრიანები –ხერხემლიანებამდე.
Triploblasts include all bilaterally symmetrical animals, which range from flatworms to arthropods to vertebrates.
561838.
Biology | Chapter XXXII
ზოგიერთ დიპლობლასტურ ცხოველს გააჩნია მესამე შრე, მაგრამ ის არ არის იმდენად კარგად განვითარებული როგორც იმ ცხოველების მეზოდერმა, რომლებსაც ტრიპლობლასტები დაარქვეს.
Although some diploblasts actually do have a third germ layer, it is not nearly as well developed as the mesoderm of animals considered to be triploblastic.
561839.
Biology | Chapter XXXII
სხეულის ღრუ.
Body Cavities.
561840.
Biology | Chapter XXXII
ზოგ ტრიპლობლატურ ცხოველს აქვს სხეულის ღრუ, სითხით ამოვსებული სივრცე რომელიც გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სისტემას სხეულის გარეგანი კედლისგან.
Some triploblastic animals possess a body cavity, a fluid-filled space separating the digestive tract from the outer body wall.