668040 Records found
561901.
Biology | Chapter XXXII
ისინი წარმოადგენენ პარაზოანების (ეს ნიშნავს ცხოველებს გარეთ) ევოლუციური ორგანიზაციის საფეხურს.
They exhibit a parazoan (meaning "beside the animals") grade of organization.
561902.
Biology | Chapter XXXII
ქსოვილები გაჩნდნენ იმის მერე, რაც ღრუბელები სხვა ცხოველებს გამოეყვნენ.
Tissues evolved only after sponges diverged from other animals.
561903.
Biology | Chapter XXXII
თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების მიხედვით ღრუბელები პარაფილეტურები არიან, როგორც ეს 32.11 სურათზეა აღნიშნულია.
Note that recent molecular analyses suggest that sponges are paraphyletic, as indicated in Figure 32.11.
561904.
Biology | Chapter XXXII
Eumetazoa - ეს ევოლუციური შტო აერთიანებს ნამდვილი ქსოვილების მქონე ცხოველებს.
Eumetazoa is a clade of animals with true tissues.
561905.
Biology | Chapter XXXII
ყველა ცხოველი ღრუბელების გარდა მიეკუთვნება ეუმეტაზოანების „ნამდვილი ცხოველები“ ევოლუციურ შტოს.
All animals except for sponges belong to a clade of eumetazoans ("true animals").
561906.
Biology | Chapter XXXII
თანამედროვე ნამდვილი ცხოველების საერთო წინაპარმა ევოლუციის პროცესში შეიძინა ნამდვილი ქსოვილები.
The common ancestor of living eumetazoans acquired true tissues.
561907.
Biology | Chapter XXXII
ცხოველების ძირითადი ჯგუფი ეკუთვნის Bilateria (ორმხრივსიმეტრიანები) ევოლუციურ შტოს (კლადას).
Most animal phyla belong to the clade Bilateria.
561908.
Biology | Chapter XXXII
ორმხრივი სიმეტრია არის ის საერთო მეორადი თვისება რომელიც გვეხმარება იმ ევოლუციური შტოს (და ევოლუციური საფეხურის) განსაზღვრაში, სადაც ორმხრივსიმეტრიანების ძირითადი ტიპები შედიან.
Bilateral symmetry is a shared derived character that helps to define a clade (and grade) containing the majority of animal phyla, called the bilaterians.
561909.
Biology | Chapter XXXII
კემბრიული აფეთქება ძირითადად ორმხრივსიმეტრიანების მრავალფეროვნების სწრაფ ზრდასთან არის დაკავშირებული.
The Cambrian explosion was primarily a rapid diversification of the bilaterians.
561910.
Biology | Chapter XXXII
ხერხემლიანები და ზოგი სხვა ტიპები მიეკუთვნებიან მეორადპირიანებს.
Vertebrates and some other phyla belong to the clade Deuterostomia.
561911.
Biology | Chapter XXXII
ტერმინი მეორადპირიანები არა მარტო ევოლუციურ საფეხურს გულისხმობს, არამედ ევოლუციურ შტოსაც, რომელშიც შედიან ხერხემლიანები.
The name deuterostome refers not only to an animal development grade, but also to a clade that includes vertebrates.
561912.
Biology | Chapter XXXII
გაითვალისწინეთ, რომ ეს ორი ჰიპოთეზა არ თანხმდება იმაში, თუ კიდევ რომელი ტიპები შედიან მეორედპირიანებში.
Note, however, that the two hypotheses depicted disagree as to which other phyla are is also deuterostomes.
561913.
Biology | Chapter XXXII
უთანხმოება ორმხრივსიმეტრიული ცხოველების გამო.
Disagreement over the Bilaterians.
561914.
Biology | Chapter XXXII
მართალია ეს ორი ფილოგენეზური ჰიპოთეზა თანხმდება ცხოველთა ფილოგენეზური ხის ზოგადი აგებულების თაობაზე, მაგრამ მათ შორის უთანხმოებაა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის გამო.
While these two phylogenetic hypotheses agree on the overall structure of the animal tree, they also disagree on some significant points.
561915.
Biology | Chapter XXXII
აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ნათესაური კავშირი ორმხრივსიმეტრიანებს შორის.
The most important of these is the relationships among the bilaterians.
561916.
Biology | Chapter XXXII
მორფოლოგიაზე აგებული ფილოგენეტიკური ხე 32.10 სურათზე ყოფს ორმხრივსიმეტრიანებს ორ ევოლუციურ შტოდ: მეორადპირიანებად და პირველადპირიანებად.
The morphology-based tree in Figure 32.10 divides the bilaterians into two clades: deutero stomes and protostomes.
561917.
Biology | Chapter XXXII
ანუ განვითარების ამ ორ ტიპში ასახულია ორგანიზმების ფილოგენია.
In other words, this hypothesis assumes that these two modes of development reflect a phylogenetic pattern.
561918.
Biology | Chapter XXXII
ასეთი დაყოფა დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო ზოოლოგიაში.
Such a division has long been recognized by zoologists.
561919.
Biology | Chapter XXXII
ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ სეგმენტირებული ანუ დანაწევრებული სხეული.
Both groups have segmented bodies.
561920.
Biology | Chapter XXXII
გაიხსენეთ ჭიაყელა, რომელიც რგოლოვან ჭიებს მიეკუთვნება, და კიბოს მუცლის ქვედა მხარე, რომელიც ფეხსახსრიანებს მიეკუთვნება.
Think of an earthworm, which is an annelid, and the underside of the tail of a lobster, which is an arthropod.