მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561881.
ბიოლოგია | თავი XXXII
ნათესაური კავშირი ამ ფილებს შორის კამათის საგნად რჩება.
But the relationships between these phyla continue to be debated.
561882.
ბიოლოგია | თავი XXXII
მკვლევრების ჰიპოთეზები ცხოველთა ფილოგენიაზე ეფუძნებოდნენ ცხოველთა მორფოლოგიის (აგებულების) შესწავლას.
Researchers have long tested their hypotheses about animal phylogeny through morphological studies.
561883.
ბიოლოგია | თავი XXXII
ზოოლოგებმა 1990 წლებში მიმართეს მოლეკულურ გენეტიკას ცხოველთა სისტემატიკის შესასწავლად.
In the mid-1990s, zoologists also began to study the molecular systematics of animals.
561884.
ბიოლოგია | თავი XXXII
ნაკლებად შესწავლილი ტიპების გამოკვლევამ ახალი მეთოდების გამოყენებით, (მათ შორის ნამარხების ანალიზი მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების მეშვეობით), გვაჩვენა ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებში რომელი ნიშნებია პირველადი და რომლები არიან წარმოებულები.
Additional clues to animal phylogeny have come from new studies of lesser-known phyla, along with fossil analyses that can help clarify which traits are primitive in various animal groups and which are derived.
561885.
ბიოლოგია | თავი XXXII
გახსოვდეთ, რომ მეცნიერება ცოდნის სხვა გზებისგან იმით განსხვავდება, რომ მეცნიერული იდეების უარყოფა შესაძლებელია ექსპერიმენტით მათი შემოწმების მერე, დაკვირვებების და ახალი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით.
Recall that science is partly distinguished from other ways of knowing because its ideas can be falsified through testing with experiments, observations, and new analytical methods.
561886.
ბიოლოგია | თავი XXXII
ფილოგენეზური სისტემატიკა დღეს დაფუძნებულია ევოლუციური შტოების იდენტიფიკაციაზე. ევოლუციური შტო (კლადა) როგორც ვთქვით მონოფილეტური ტაქსონების ერთობლიობაა, ამ ტაქსონებისთვის და მათი საერთო ნათესავებისთვის უნიკალური მეორადი (პირველადიდან წარმოებული) საერთო თვისებებით.
Modern phylogenetic systematics is based on the identification of clades, which are monophyletic sets of taxa as defined by shared derived characters unique to those taxa and their common ancestor.
561887.
ბიოლოგია | თავი XXXII
კლადისტურ მეთოდებზე დაყრდნობით აგებულ ფილოგენეზურ ხეს აქვს კლადების იერარქიის ფორმა, მცირე კლადები მოთავსებულნი არიან უფრო დიდ კლადებში (შესაბამისად ხის უფრო წვრილი და უფრო მსხვილი ტოტები).
Based on cladistic methods, a phylogenetic tree takes shape as a hierarchy of clades nested within larger clades-the finer branches and thicker branches of the tree, respectively.
561888.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველების საერთო მეორადი თვისებების აღწერა - კერძო ჰიპოთეზების წარმოქმნის წყაროა.
Defining the shared derived characters is the key to a particular hypothesis.
561889.
ბიოლოგია | თავი XXXII
ევოლუციური შტო (კლადა) შეიძლება განისაზღვროს ანატომიური და ემბრიონული მსგავსებების მიხედვით, რომელთა ჰომოლოგიურობის შესახებ მკვლევრები შეთანხმდნენ.
A clade might be defined by key anatomical and embryological similarities that researchers conclude are homologous.
561890.
ბიოლოგია | თავი XXXII
მოგვიანებით, მკვლევრებმა ახალი მონაცემები მიიღეს სხვადასხვა სახეობების ცილების მონომერული თანმიმდევრობების ან ბირთვის ამინომჟავების შედარების შედეგად. ამ მონაცემების მიხედვით ხდება საერთო წინაპრის დადგენა და კლადას განსაზღვრა.
More recently, comparisons of monomer sequences in proteins or nucleic acids across species have provided another data source for inferring common ancestry and defining clades.
561891.
ბიოლოგია | თავი XXXII
გამოვიყენებთ „ტრადიციულ“ მორფოლოგიურ თვისებებზე აგებულ მონაცემებს, თუ „ახალ“ მოლეკულურ - გენეტიკურ მონაცემებს ან ორივეს ერთად, შედეგი ასახული ფილოგენეზურ ხეზე ერთი და იგივე იქნება.
But whether the data are "traditional" morphological characters or "new" molecular sequences or a combination of both, the assumptions and inferences inherent in the resulting trees are the same.
561892.
ბიოლოგია | თავი XXXII
რომ მივხვდეთ რაზე კამათობენ ცხოველთა სისტემატიკოსები, მოდით შევამოწმოთ ორი ფილოგენეზური ჰიპოთეზა.
To get a sense of the current debate in animal systematics, let's examine two current phylogenetic hypotheses.
561893.
ბიოლოგია | თავი XXXII
ეს ჰიპოთეზები შემდეგ ორ გვერდზე ფილოგენეზური ხეების სახითაა წარმოდგენილი.
These hypotheses are presented on the next two pages as phylogenetic trees.
561894.
ბიოლოგია | თავი XXXII
32.10 სურათზე გამოსახული ხე დაფუძნებულია მორფოლოგიური თვისებების სისტემატიკურ ანალიზზე.
The tree in Figure 32.10 is based on systematic analyses of morphological characters.
561895.
ბიოლოგია | თავი XXXII
სურათი 32.11 გამარტივებული მოდელია უკანასკნელი მოლეკულური-გენეტიკური გამოკვლევების.
Figure 32.11 is a simplified compilation of results from recent molecular studies.
561896.
ბიოლოგია | თავი XXXII
ჰიპოთეზები თანხმდებიან ცხოველების ფილოგენიის ძირითადი თვისებების რაოდენობის თაობაზე.
The hypotheses agree on a number of major features of animal phylogeny.
561897.
ბიოლოგია | თავი XXXII
ყველა ცხოველს საერთო წინაპარი გააჩნია.
All animals share a common ancestor.
561898.
ბიოლოგია | თავი XXXII
ფილოგენეზური ხეების უმეტესობიდან ჩანს, რომ ცხოველთა სამეფო არის მონოფილეტური. ის მრავალუჯრედიანების ევოლუციურ შტოს წარმოადგენს.
Both trees indicate that the animal kingdom is monophyletic, representing a clade called Metazoa.
561899.
ბიოლოგია | თავი XXXII
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა თანამედროვე და გადაშენებული ცხოველების ევოლუციურ შტოებს უკანა სვლით რომ მივყვეთ, მათ საერთო წინაპრამდე მივალთ.
In other words, if we could trace all extant and extinct animal lineages back to their origin, the lineages would converge on a common ancestor.
561900.
ბიოლოგია | თავი XXXII
ღრუბელები პრიმიტიული ცხოველები არიან.
Sponges are basal animals.